კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა არის ენის ბორძიკის მიზეზი და როგორ განვიკურნოთ მისგან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ბგერათა წარმოთქმასა და თანმიმდევრულ მეტყველებას, გარდა ბგერის წარმომქმნელი აპარატისა, თავის ტვინში მდებარე სამი ნერვული ცენტრის შეთანხმებული მუშაობა განსაზღვრავს. ესენია: 1. ბროკის ცენტრი, რომელიც აწესრიგებს ენის მოძრაობასა და სახმო იოგების ფუნქციებს; 2. ვერნიკის ცენტრი – მისი მეშვეობით გვესმის სხვების ნათქვამი და ვცნობთ საკუთარ მეტყველებას; 3. ასოციაციური ცენტრი – ფრაზებისა და წინადადებების შედგენაზე პასუხისმგებელი ინსტანცია.
როდესაც ადამიანი დალაგებულად და თანმიმდევრულად მეტყველებს, ესე იგი, სამივე ცენტრი სინქრონულად მუშაობს. როცა ადამიანს ენა ებმის, ეს იმის მანიშნებელია, რომ ცენტრთა მუშაობაში რომელიღაც რგოლი გაწყდა და მათი შეთანხმებული მუშაობა დაირღვა.
ენის ბორძიკის მიზეზი უმეტესად მამოძრავებელი სამეტყველო ცენტრის კუნთთა მომატებული ტონუსი და აგზნებაა, რაც სამეტყველო აპარატის სპაზმს იწვევს, ამიტომ მეტყველების ამგვარი მოშლისას ყველაზე ხშირად მიმართავენ ცენტრალური ნერვული სისტემის „დამუხრუჭებას“ მედიკამენტური საშუალებებით და შთაგონებით. ტონუსის მომატებისას ყველაზე მეტად ბროკის ცენტრს უჭირს მუშაობა. იმატებს სახმო იოგების კუნთთა ტონუსი და იოგები დაჭიმულ სიმებს ემსგავსება. ხორხში იზრდება იოგთაშორისი წნევა, მეტყველებისას ხმა ძლიერდება და ადამიანს ენა ებმის. ბროკის ცენტრში ტონუსის მედიკამენტური დაქვეითებისას მეორე უკიდურესობა იჩენს თავს – ხმა დაბლდება, მონოტონური ხდება. ორივე შემთხვევაში ირღვევა ასოციაციური ცენტრის მუშაობა, აზრი სწორად ვერ ლაგდება, ფრაზები ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოითქმის ან საერთოდ არ ბოლოვდება. ენის ბორძიკი უმთავრესად ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემაა – მათ ყველაზე მეტი ინტელექტუალური და ფიზიკური დატვირთვის ატანა უწევთ, ამიტომ ცენტრალური ნერვული სისტემის „დამუხრუჭება“ მათთვის არც ისე სასარგებლოა, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თერაპიიდან 2-4 კვირის შემდეგ ენის ბორძიკი შესაძლოა, გამეორდეს.
გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, მეტყველებისას დამოუკიდებლად არეგულიროთ ხმის ტემბრი. ეს რეკომენდაციები განკუთვნილია მხოლოდ უფროსკლასელებისა და მოზრდილი ადამიანებისთვის ანუ მათთვის, ვისაც შეუძლია, შეგნებულად ცვალოს საკუთარი მეტყველება.
1. უნდა მოადუნოთ ყველა კუნთი, რომელსაც კი სახმო იოგებთან აქვს კავშირი, განსაკუთრებით – ტუჩების კუნთები. ისინი ჭარბად არ უნდა ამოძრაოთ.
2. ყველაფერი, რაც სახმო იოგების ქვეშაა, უნდა ვიბრირებდეს - მეტყველებისას აუცილებელია, მკერდში მსუბუქი ვიბრაცია იგრძნოთ, სწორედ ასე წარმოიქმნება ობერტონები – ენის ბორძიკის საწინააღმდეგო „ანტიდოტები“.
3. სახმო იოგების სპაზმის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, სულ ცოტათი დაიდაბლოთ ხმა.
პირველ ეტაპზე სასურველია მეტყველების ტემპის შემცირება, ხმოვნების გაწელვა, სამეტყველო კუნთების მოდუნება. რის შედეგადაც პაციენტები იწყებენ ნელა მეტყველებას ყოველგვარი ბორძიკის გარეშე. მეტყველების მეორე ეტაპზე აუცილებელია ინტონაციების გაზრდა და ბუნებრივად მეტყველება. ყოვლად მიუღებელია, ბავშვს მკაცრად ვუთხრათ: „ილაპარაკე გამართულად!“ გახსოვდეთ, ეს მისგან დამოუკიდებლად ხდება. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა, გამოიწვიოს კომპლექსები და ბავშვმა საერთოდ აკრძალოს მეტყველება.
იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ყველაფერი გაგახსენდეთ და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმატებით წარდგეთ, უნდა დაუბრუნდეთ თქვენი ხმის ბუნებრივ სიმაღლეს, რაც თავის ტვინის ქერქში აგზნებას მთლიანად მოხსნის. მეორე – ასევე, ბუნებრივამდე შეამცირეთ ძირითადი ტონის სიმაღლე, რათა ბროკის ცენტრი ოპტიმალურად ამუშავდეს. ეს მეტად მნიშნელოვანია. მესამე – გაზარდეთ მკერდის ობერტონების ძალა. ეს გამოიწვევს ტვინის „ინტელექტუალური“, ბეტა რიტმის აქტივაციას, რომელიც მეხსიერებასა და გადაწყვეტილების მიღებას განაგებს. თუ თანდაყოლილი არ არის, ენაბორძიკობა უმეტესად ფსიქონერვულ ფაქტორებს უკავშირდება: ძლიერ შიშს, ემოციას, სტრესს, გადაღლილობას, თუმცა გამორიცხული არ გახლავთ, თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევით, ტვინში სისხლის ჩაქცევით, ენცეფალიტითა თუ მენინგიტით, თავის ტვინის ქსოვილური გადაგვარებით იყოს გამოწვეული. ფსიქოლოგიური ფაქტორებით განპირობებული ენაბორძიკობა შედარებით ადვილად იკურნება. რაც შეეხება სომატური პათოლოგიით გამოწვეულ ენის დაბმას, მისი მკურნალობა გაცილებით რთული, ხანგრძლივი და სპეციალიზებული პროცესია. თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით, დღეს ენაბორძიკობის მკურნალობა არც ერთ ასაკში არ არის დაგვიანებული.скачать dle 11.3