კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდის მიუძღვის წვლილი ადამიანს მოყვასის ცოდვაში?
პასუხი:
სხვა ადამიანების ცოდვებში პასუხისმგებელნი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვართ, თუ მოყვასს შეგნებულად ვაქეზებთ ბოროტი საქმის ჩასადენად. ან მაშინ, როდესაც ვაქებთ რაიმე უკეთურებას და ჩვენი სიტყვებით განვამტკიცებთ, რომ მან კვლავ ჩაიდინოს რაიმე უგვანი, ცოდვიანი საქციელი.
კითხვა: თუ  შეიძლება, გაგვარკვიეთ, როგორია სამღვდელო იერარქია?
პასუხი
: მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო იერარქია სამი საფეხურისგან შედგება – დიაკვანნი, მღვდელნი და ეპისკოპოსნი. მღვდელს ენიჭება მხოლოდ დეკანოზისა და მთავარხუცესის ხარისხი, ეპისკოპოსს – პატრიარქის. მღვდელსა და დიაკვანს უნდა მივმართოთ: „მამაო“, – ეპისკოპოსს – „მეუფეო“. ტაძარში ღვთისმსახურების დროს სამღვდელოება წოდებების მიხედვით განლაგდება. დიაკვანი მღვდელს ეხმარება ღვთისმსახურებაში საეკლესიო მსახურებას ასრულებენ: მედავითნე, სტიქაროსანი, მნათე და მგალობლები.
კითხვა: თუ შეიძლება, გვესაუბრეთ მარიამობის მარხვის შესახებ.
პასუხი:
მარიამობის მარხვა უძრავია. ის წელიწადში არსებულ ოთხ დიდ მარხვას შორის ერთ-ერთია. მარიამობის მარხვა ორკვირიანია და ყოველთვის 14 აგვისტოს იწყება (13 აგვისტოს დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დღე ოთხშაბათს ან პარასკევს დაემთხვა) და მთავრდება, ანუ ხსნილდება 28 აგვისტოს, ანუ მარიამობას (ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე). მარიამობის მარხვა შედარებით მძიმეა და როგორც ამბობენ, ამ დროს ჩიტიც კი მარხულობს. თევზით ხსნილია მხოლოდ 19 აგვისტოს – ფერისცვალებას. ასევე, მორწმუნეები 19 აგვისტომდე, ანუ ფერისცვალებამდე ხილსაც არ მიირთმევენ, სწორედ ამ დღეს იკურთხება ხილი, რის შემდეგაც შეგიძლიათ, ის მიირთვათ.
კითხვა: ძალიან წარუმატებელი ვარ, როგორც მითხრეს, ამის მიზეზი არის ის, რომ კარმა მაქვს დაჭუჭყიანებული. საჭიროა მისი გაწმენდა. როგორ უნდა გავაკეთო ეს და საერთოდ, როგორ უყურებს ამ ყველაფერს მართლმადიდებელი სარწმუნოება?
პასუხი:
თუ თქვენ ხართ მართლმადიდებელი, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი წარუმატებლობები უცხოურ რელიგიაში კარმად წოდებულ ბედისწერას კი არ უნდა დააბრალოთ, არამედ იმას, რომ უფლის რწმენა გაკლიათ. მიდით ეკლესიაში, მიმართეთ მოძღვარს და დაელაპარაკეთ. ის გასწავლით ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას.скачать dle 11.3