კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება

ამპარტავნება ყველაზე სასტიკი და ულმობელია ჩვენს უხილავ მტრებს შორის. ყველა უბედურებასთან ერთად, ის ღვთის გმობასაც ბადებს და სულს გულგატეხილობასა და სასოწარკვეთილებაში აგდებს.
ხშირად რცხვენიათ, მგმობელი აზრები სულიერ მოძღვარს უთხრან. ფარავენ მათ და მთელი ათწლეულების განმავლობაში გულში ატარებენ. ეს ბევრს სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში აგდებს. მაგრამ სწორედ ესაა ქრისტიანის შეცდომა.
გულგატეხილობა და, მით უმეტეს, სასოწარკვეთილება სულმოკლეობის ნიშანია; ნიშანი იმისა, რომ სული სულიერ ცხოვრებასა და ბრძოლებში გამოუცდელია. ეს ნიშანია იმისა, რომ ადამიანმა არ იცის ან ავიწყდება, რამდენად გულმოწყალე და მოსიყვარულეა უფალი. ღმერთმა დაიფაროს სული გულგატეხილობისგან! გულგატეხილობიდან სასოწარკვეთილებამდე კი, ერთი ნაბიჯია. დაგვიფარე, უფალო!
ნურასოდეს დაივიწყებ, რომ როდესაც ბოროტი ძალა სულს ცოდვაში აგდებს, მაშინ მის წინაშე ღვთის გულმოწყალებასა და შემწყნარებლობას წარმოაჩენს; ხოლო, როდესაც კაცი შესცოდავს, მაშინ მას უკვე უფლის სიმკაცრითა და მართლმსაჯულებით აშინებს, რათა სასოწარკვეთილებასა და განუწყვეტელ დარდში ამყოფოს. შენ კი, იცოდე მისი ეშმაკობა და პირიქით მოიქეცი! როდესაც ცოდვის შესაძლებლობა მოგეცემა, მეყსეულად გაიხსენე ღვთის მართლმსაჯულებისა და სასჯელის სიმკაცრე, ხოლო როდესაც უკვე შესცოდე, სასწრაფოდ შეინანე და გახსოვდეს ღვთის გულმოწყალების შესახებ, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი.
მამაცნი და სულით ძლიერნი განსაცდელის ჟამს, როგორიც არ უნდა იყოს ის, სასოწარკვეთილებაში არ ცვივდებიან, არამედ მამაცურად ებრძვიან, ანდა მოთმინებით ელოდებიან მათ დასასრულს და მხოლოდ აძლიერებენ ლოცვას. უფრო ხშირად კითხულობენ ცხოვრებათა წიგნებსა და წმიდა მამათა სწავლებებს, უფრო ხშირად დადიან ეკლესიაში, თავიანთ ცოდვებს აღიარებენ და ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებიან. ასეთ შემთხვევაში ეშმაკი მოღვაწეს თავს ანებებს და განსაცდელიც გადაივლის. ასე მოიქეცი შენც, დარწმუნებული იყავი, რომ უფალი ყოველგვარ ცოდვას შეგინდობს, ოღონდ გულს ნუ გაიტეხ, არამედ გულწრფელად შეინანე ისინი.
ჩვენ, ქრისტიანები, სასოწარკვეთილებაში უნდა ვიყოთ? თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს საკუთარ თავში ის ჭეშმარიტება, რომ თუკი ღვთის მართლმსაჯულებას თუნდაც ერთი ცოდვილის გამოსახსნელად ხელმეორედ დასჭირდეს ჯვარცმა, ქრისტე სიხარულითა და სიყვარულით გაეკვრებოდა ხელახლა ჯვარზე, რათა ეს ცოდვილი ტანჯვისგან გამოეხსნა და მის გამო უსასტიკეს ტანჯვას გადაიტანდა.
შენ ფიქრობ, რომ ეს გადაჭარბებულია? არა, ჩემო მეგობარო! თვითონ გაიაზრე... წარმოიდგინე, რაოდენ მძიმედ ვგრძნობთ თავს იმ ადამიანის თანდასწრებით, რომელსაც ამაზრზენი, ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია და თვითონაც ისეთი ჭუჭყიანია, რომ მასზე შეხება საშინელებაა. მაშინაც კი, როდესაც იგი ჩვენგან მოშორებითაა, მაინც იწვევს ჩვენში უსიამოვნო შეგრძნებას... მაშინაც კი, როდესაც ახლობელი, საყვარელი ნათესავი (მაგალითად, მეუღლე, მშობლები, შვილები) გვეხვევა, გვკოცნის, პირიდან საშინელი სუნი ამოსდის, რა არასასიამოვნოა! სუნთქვას იკავებ, რომ უსიამოვნო სუნი არ შეისუნთქო. ძალიან გინდა, სწრაფად მოიშორო თავიდან ასეთი ადამიანი, სწრაფად გათავისუფლდე მისი ახლომყოფობისგან, რათა მან განწყობილება არ გაგიფუჭოს, რათა უიმისოდ თავისუფლად ამოისუნთქო.
აი, თვით უწმიდესი და უსპეტაკესი უფლის წინაშე ჩვენ უფრო ჭუჭყიანები და უსიამოვნო სუნის მქონენი ვართ, მაგრამ იგი ხელს არ გვკრავს, პირიქით, თვითონ მოგვიხმობს თავისთან ყველაზე ახლო და მჭირდო ურთიერთობისთვის, როდესაც საკუთარ თავს უწმიდეს საიდუმლოებათა სახით გვთავაზობს, მოგვიტევებს ცოდვებს, რომლებსაც ვაღიარებთ; წმენდს და ასპეტაკებს სულს; ის ცოდვები კი, რომლებიც მოუნანიებლად რჩებიან სულზე, საშინლად ყარს, უფალი კი ითმენს... დიახ, დიახ, წვალობს, იგუდება, მაგრამ... ითმენს.
ყოველი ცოდვა: სამსჭვალივით, ჩაქუჩის დარტყმასავით ხელმეორედ აჭედებს მას ჯვარზე, ზრდის ტანჯვას, მაგრამ ითმენს. მას ვუყვარვართ... იგი ელოდება, როდესაც მისი გმირობა, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს სულს საპასუხო სიყვარულით შეძრავს... თუნდაც მხოლოდ თანაგრძნობით, თუ სიყვარულით ვერა. მისადმი სიბრალულით მაინც შევწყვიტოთ ჩვენი ცოდვებით მისი ტანჯვა ჩვენივე კეთილდღეობისთვის, ჩვენივე ცხონებისთვის.
ჩვენ მას ვარისხებთ, ჯვარზე ვაკრავთ, ის კი მოთმინებით იცდის, ბოლოს და ბოლოს, როდის მოვეგებით გონს! ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაწამებთ მას, ის კი სასუფეველში სამოთხის ნეტარებას გვიმზადებს, ელოდება ჩვენს გამოსწორებას თუნდაც ცხოვრების დასასრულს.
რა შეიძლება კიდევ ითქვას? რა შეიძლება, დაემატოს ამ ნათელ, ცხოველსმყოფელ სურათს?
გიხაროდენ, რომ შენი თავმდაბლობისთვის უფალმა შენზე ცოდვის სიმწარე დაუშვა და არ გაგახსენებს, თუკი სინანულის შემდეგ მას აღარ დაუბრუნდები. ახლა შენ, ცხოვრების გამოცდილების დაბრძენებული, დიდი გრძნობით, დიდი სიყვარულით მადლობას გადაუხდი უფალს ცოდვისგან გათავისუფლებისთვის. ცოდვისა და სიკვდილის ხსოვნა კი თავმდაბლობისა და მორჩილების გამუდმებულ მაცხოვნებელ გრძნობას შეგინარჩუნებს.
სქემიღუმენი საბაскачать dle 11.3