კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ეჭვიანობს? ანუ, უყვარს...

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

თუ გგონიათ, რომ ეჭვიანობა ნორმალური, სიყვარულის თანმდევი მოვლენაა და მას ურთიერთობაში მრავალფეროვნება შემოაქვს, ცდებით. ეჭვიანობა ნებისმიერ სიტუაციაში იწვევს გაღიზიანებას, ძაბავს ურთიერთობას და შედეგად, წყვილები ერთმანეთს შორდებიან.
ეჭვიანობს, ანუ უყვარს! სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. დიახ, ეჭვიანობა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი თქვენთვის ძვირფასია და მისი დაკარგვა არ გსურთ, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს სიყვარულს.
როგორც წესი, ეჭვიანობით ნიღბავენ საკუთარ ძლიერ, ემოციურ, ეგოისტურ დამოკიდებულებას. რაც ყოველთვის არ არის სიყვარული. ეჭვიანობით შესაძლებელია ყურადღების მიპყრობა, თავის დაფასება, მაგრამ არა ურთიერთობის შენარჩუნება. ჭეშმარიტი მიჯაჭვულობის განცდა ჩნდება ისეთ ურთიერთობაში, სადაც ერთმანეთის ინტერესებს სცემენ პატივს. არ იზღუდება მეორე ადამიანის თავისუფლება. სიყვარული და დაუნდობლობა შეუთავსებელი ცნებებია.
სანამ ეჭვს ყველაფერს დაანგრევინებთ და გაანადგურებინებთ ნდობას, რაზეც უნდა იდგეს ურთიერთობა, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და იპოვეთ ეჭვიანობის მიზეზები. უპასუხეთ რამდენიმე შეკითხვას, იყავით გულახდილი.
* წარსული გამოცდილება – თქვენი წინა შეყვარებული გატყუებდათ. რის გამოც მისი გაკონტროლება გიწევდათ. ახლა კი არაკომფორტულად გრძნობთ თავს.
* პესიმისტი ხართ – მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი კარგი როდესმე მთავრდება. სწორედ ამის გეშინიათ.
* საკუთარ თავში დაურწმუნებლობა – თქვენ გგონიათ, რომ არ იმსახურებთ ასეთ ბედნიერებას და მისი დაკარგვის გეშინიათ.
ეჭვიანობას  უნდა ებრძოლოთ:
* თუ მას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ურეკავთ და ეკითხებით, სად არის, რას აკეთებს. სთხოვეთ, რომ მანაც იგივე სიხშირით დაგირეკოთ. ერთი კვირის შემდეგ, ან უფრო ადრეც, თქვენ იგრძნობთ, რას განიცდის თქვენი პარტნიორი და შეიძლება, შეწყვიტოთ ამის კეთება;
* სთხოვეთ, უფრო მეტი მოგიყვეთ თავისი საქმიანობისა და სურვილების  შესახებ. რათა ინფორმაციის დეფიციტმა უნდობლობის გრძნობა არ გაგიჩინოთ;
* შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მისი მეგობრების წრეში, რათა არ იგრძნოთ, თითქოს მისი ცხოვრება ორ ნაწილადაა დაყოფილი: თქვენთან ერთად და თქვენ გარეშე;
* თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს. გამოჰკითხეთ, რაც გაინტერესებთ, მაგრამ არ მოუწყოთ  დაკითხვა;
* თუ არ შეგიძლიათ ეჭვიანობასთან გამკლავება, მაშინ შემოატრიალეთ ის თქვენ სასარგებლოდ. სკანდალის მოწყობის ნაცვლად, დაიმშვიდეთ თავი და დაიკმაყოფილეთ თავმოყვარეობა – მან ხომ თქვენ აგირჩიათ და თქვენ გვერდით სძინავს.
 
ოჯახური ურთიერთობის კრიზისი


რა არის ოჯახური ურთიერთობების კრიზისი? მაგალითად, თუკი დივანზე უფრო ხშირად იღვიძებთ, ვიდრე საკუთარ საწოლში და სახლის კარს ისე გაიხურავთ, ხოლმე რომ საყვარელ ადამიანს არ ემშვიდობებით – საქმე ცუდადაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ოჯახური თანაცხოვრების რთულ ეტაპს მიადექით. თანამედროვე დროში წყვილებს ყველაზე ხშირად გაუცხოების პრობლემა აწუხებთ. თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ოჯახის წევრებს შორის კონტაქტების რღვევა და კომუნიკაციის სიმცირე. მეუღლეებს, ფაქტობრივად, ერთ ჭერქვეშ მხოლოდ სძინავთ.  ეს სიტუაცია ბევრისთვის ნაცნობია: სახლში გვიან, დაღლილები ბრუნდებით და პარტნიორთან საუბრისა და ურთიერთობის თავი არ გაქვთ. ხვდებით, რომ თქვენი მეუღლე ნამდვილად არ ყოფილა ყველაზე იღბლიანი ადამიანი?  კარგად დაფიქრდით და გაანალიზეთ მოვლენები, იქნებ სჯობდეს, შეცვალოთ ცხოვრების რუტინული წესი, რათა ერთმანეთისთვის უფრო მეტი დრო დაგრჩეთ?! არ შეგაშინოთ მოახლოებულმა კრიზისმა, რადგან ეს ოჯახური ურთიერთობის განვითარებისთვის ბუნებრივი ეტაპია.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ოჯახში წარმოჩენილი ყოველი პრობლემის დასაბამი არასაკმარისი კონუმიკაციაა. მცირე, ფორმალური საუბრები, რომლებიც ისევ და ისევ რუტინულ ყოფას შეეხება. მხოლოდ სტრესია. სად არის გულთბილი, მზრუნველობით სავსე ურთიერთობა, რომელსაც  სასწაულის მოხდენა შეუძლია. კარგი იქნება, თუკი მეუღლეს აგრძნობინებთ, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში.
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ქალებს ყველაზე მეტად ყურადღება სიამოვნებთ. კრიზისის დაძლევის ყველაზე ეფექტური და საჭირო საშუალებაა, ქმარმა  მას თავი უწინდელად მიმზიდველ და სასურველ ქალად აგრძნობინოს. შეიძლება, წლების განმავლობაში ახალგაზრდული ვნება ნელ-ნელა გაუფერულდეს, მაგრამ გრძნობა იგივე რჩება. დაუმტკიცეთ მეუღლეს, რომ ის ზუსტად ისევე ღირებულია თქვენთვის, როგორც ადრე, შეყვარებულობის პერიოდში.
კაცებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ქალებს ყვავილებზე, სუმანოებზე და სხვა საჩუქრებზე მეტად საყვარელი ადამიანისგან ყურადღება და გაგება სჭირდებათ.
უნდა გახსოვდეთ, რომ გულწრფელობა მყარი ოჯახური ცხოვრების საძირკველია. თუკი არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც დამატებით ახსნა-განმარტებას საჭიროებს, აუცილებლად გაარკვიეთ მეუღლესთან საუბრით. იყავით გულახდილი მასთან და საკუთარ თავთანაც.
ისწავლეთ პარტნიორის  მოსმენა და აზრის გაზიარება. ეს თვისება აუცილებლად დაგეხმარებით ურთიერთობის დარეგულირებაში. როგორც წესი, მამაკაცი და ქალი სხვადასხვანაირად გამოხატავენ აზრებს. ქალები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან, ამიტომაც მათი საუბარი უმეტესწილად ემოციურია. კაცებს ლაკონური საუბარი ახასიათებთ, ამიტომაც ხშირად ხდება, რომ ქალები მეუღლის მხრიდან უყურადღებობასა და გულგრილობას უჩივიან.
თუ მოინდომებთ, ერთი მშვენიერი დღე საკმარისი იქნება, რომ სიყვარული განახლდეს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს.скачать dle 11.3