კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ვის უპირებს ენის მოჭრას ჯანო იზორია და რის შემდეგ გადაწყვიტა მან ცხოვრების გაგრძელება

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი



ჯანო იზორიას კარიერაში სიახლეა – ის განახლებულ „ჩხიკვთა ქორწილში“ ითამაშებს, რაც მისთვის, როგორც მსახიობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანოს ამ ცხოვრებაში არაერთი სირთულე აქვს გამოვლილი და დღესაც ძალიან ბევრ პრობლემასთან უწევს გამკლავება. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დადებით და ხალისიან განწყობას ყოველთვის ინარჩუნებს.
ჯანო იზორია: წინა დღეს მეგობრებთან ყოფნა მომიწია, ტელეფონიც დამიჯდა. დილით ცოტა ნაბახუსევი ვიყავი, ზარები დამხვდა, „ფესიბუქზეც“ მოწერილი: ჯანო, გამარჯობა, ბატონ ჯემალს უნდა შენთან დაკავშირებაო. ვიფიქრე, გადაცემის თაობაზე სურს ჩემთან საუბარი-მეთქი. დამირეკა ბატონმა ჯემალმა: გამარჯობა, ჯანო! მოკლედ, ისტორიული ამბავი ხდება, „ივერიას“ 50 წლის იუბილე აქვს, „ჩხიკვთა ქორწილს“ ვაკეთებთ და მინდა, რომ ჩვენს მიუზიკლში შენისთანა ადამიანი იყოსო. ძალიან გამიხარდა. სიხარულისგან რა როგორ გამოვხატე, არ ვიცი. ასეთ დროს ჩემიანებთან ვიცი ხოლმე დარეკვა, გახარება. არ ვასაიდუმლოებ, ვერ ვიკავებ ხოლმე თავს.
– გქონია ისეთი მომენტი, როდესაც რაღაცის გასაიდუმლოება მოგიწია?
– კი, ყოფილა, მაგრამ ვერ ვითმენ ხოლმე, ვერ ვმალავ. ძალიან მიყვარს ემოციების გაზიარება. დღეს ფოთის თეატრის მთავარი რადისტი, მუსიკალური გამფორმებელი გარდაგვეცვალა (ინტერვიუ ჩაწერილია 30 ივლისს – ავტორი) და ზუსტად ახლა ვფიქრობდი: სანამ ცოცხალი ხარ, ადამიანები უნდა გაახარო, შენი ემოციები უნდა გაუზიარო, თორემ შეიძლება, ერთი დღე გათენდეს და აღარ იყო.
– სიკვდილის შიში განგიცდია?
– როგორ არა. ადრე ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ დღეს ეს ამბავი ისე გახშირდა, ცოტა შიშის მომენტი მაქვს. უბრალოდ, ამაზე არ უნდა იფიქრო, სიცოცხლით გალაღდე მანამ, სანამ  მოვა და გეტყვის: გეყოფა აქ თამაში, ჩვენთან წამოდიო. იცი, სიკვდილი როგორი მგონია, რომ ჩამოგიჯდება, 20 წუთი თვალებში რომ დაგიწყებს ყურებას და შემდეგ ერთ სიტყვას გეტყვის, რომელიმეს.
– ჩაგიხედავს სიკვდილისთვის თვალებში?
– ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, როდესაც სიტუაციიდან გამოსულხარ და გითქვამს: ვა, როგორ გადავრჩიო. დღეს დილით ავტომობილმა ისე გადამიჭრა გზა, ხელით, ფეხით, ყველაფრით დავამუხრუჭე. რა თქმა უნდა, შიშის გრძნობა გამიჩნდა. მერე ჩემი თანამშრომლის გარდაცვალების ამბავი გავიგე და შიშიც უფრო მისტიკური გახდა. ბევრი ადამიანისგან მიმიღია დიდი ტკივილი. ჩემი ბიძაშვილი დაიღუპა ტრაგიკულად, ჩემი ახლობელი, მამიდაჩემი... ბევრი ყოფილა, ბევრი....
– მუდმივად პოზიტიური ხარ, თუმცა ამ პოზიტივის უკან ბევრი პრობლემა, ტკივილი იმალება, რომელსაც ადამიანებთან არასდროს ავლენ.
– მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. სხვანაირი ამბებიც მჭირს, ეს არის სევდა, პრობლემები, მონატრებები, სიგიჟეები. ამ ფიქრებს რომ გავყვები ხოლმე, ასეთ დროს რაიმე პრეპარატით უნდა გაითიშო თავი, რომ დაგაძინოს... მქონდა პერიოდი, როცა ძალიან ვიყავი გადაღლილი და ექიმის რეკომენდაციით, დამამშვიდებლები მივიღე, რადგან აუცილებელი იყო. შეიძლება, მკითხველმა თქვას: რამ დაღალა ასეო, მაგრამ მე ხომ ვიცი ჩემი რეჟიმი. ზოგჯერ ისე ვარ, ვერავინ მნახულობს. კამერები ხომ არ აფიქსირებს ან ვინმე ხომ არ ყვება: ჯანო იქ იყო, ჯანო იმ სადგურში იდგა, ჯანოს იქ ეძინაო...
– ყოფილხარ სიგიჟის ზღვარზე?
– ვყოფილვარ სიგიჟის ზღვარზე, იმდენად რომ ექიმს მივაკითხე. მან ყველაფერი ამიხსნა. გიჟი არ ვიყავი, ქვებს არ ვისროდი, უბრალოდ, საკუთარ თავთან მქონდა პრობლემები. ხშირად გავბრაზებულვარ საკუთარი თავის გამო, მასაც გავბრაზებივარ. ასეთ დროს, სარკეშიც არ ვიყურები, რადგან შეიძლება, სარკეს და ჩემს თავს რამე დავმართო. ასეთ დროს ყოველთვის მშველის ბუნებაში გასვლა – ეს არის ჩემთვის რელაქსი. ხალხმრავალი კურორტები არ მიყვარს. თან, ჩვენს პროფესიაში ადამიანებს მატერიალური ცხოვრება ძალიან ცუდად აქვთ მოწყობილი – ესეც უნდა ითქვას.
– თბილისში შენი ბინის საკითხი კვლავ გაურკვევლობაშია. როგორც ვიცი, კიდევ არ აშენებულა.
– კი, გაურკვევლობაშია. ამ საკითხზე ვერიდები საუბარს. მე რომ მჭირს ეს, მართლაც არ არის კარგი ამბავი. არ მაქვს სახლი არც თბილისში და არც ფოთში. სამოთახიან ბინაში იმდენი ხალხი ვცხოვრობთ... მაგრამ რაღაც იქნება. ეს იყო საშინელება. თან ყოველდღე მისვამენ ადამიანები ამ კითხვას, ბევრს ჰგონია, რომ ახალ ბინაში ვცხოვრობ. რთულია, ძალიან დავიძაბე. იცი, ეს რას ჰგავს? ძალიან მაღლა რომ აგაფრინოს სიხარულმა, უცებ ძაფი გადაგიჭრან და მიწას დაეხეთქო... თუმცა, ეს არ არის პირველი – მწვერვალზეც ავსულვარ და უიღბლობას მიწაზეც დავუნარცხებივარ. მე არ ვგულისხმობ ჩემს ყველაზე დიდ ბედნიერებას, რომელსაც ევა-გაბრიელა ჰქვია. ქოხში რომ ვიცხოვრო, ხის კენწეროზე, ის მაინც ჩემთვის საოცრება და ბედნიერებაა. მაგრამ დანარჩენ საკითხებზე სულ ვამბობ: ვინც მეტყვის, იღბლიანი ხარო, ენას ვაჭრი. ბოლომდე არ გვირგვინდება ხოლმე რაღაცები, ამან გადამრია. ალბათ, ჩემი ბრალია – ისევ საკუთარ თავთან მაქვს პრეტენზია. რატომ არ მოირკალა ეს ყველაფერი ბოლომდე-მეთქი, ვფიქრობ და მერე ბებიაჩემის ნათქვამი მახსენდება: თვალი, ბებია, თვალი... შეუხედავს ადამიანს და მთქნარებით მოვკვმდარვარ. ეს ენერგიული კაცი, ბოდიში და დავუგდივარ ტრაკით მთქნარებას. სოფელში ჩემთან იცოდნენ შელოცვა. მხარზე მქონდა ბევრი მეჭეჭი. ჩემი ბიძაშვილის ბებიამ სავსე მთვარეზე ლოცვები წამიკითხა, დანა დამადო აქედან-იქიდან, თან ბუტბუტებდა, ფუსფუსებდა. მეორე დილით გავიღვიძე და ვფიქრობ: საწოლში ეს პურის ფუნჩხლები ვინ ჩამიყარა-მეთქი. ხელი რომ მოვკიდე, მხარი გადაპრიალებული მქონდა, ახლაც ასე მაქვს და ის მეჭეჭები საწოლში ეყარა. მახსოვს, ბებია ჰერპესზე ამბობდა: რაღაც დაგსუნა, ბებიაო. თუ ენა ხილისგან დაგესუსხებოდა, წყალს შეულოცავდა, დაგალევინებდა და გაგივლიდა. მაგარი ბებია მყავდა, ჯადოქარი იყო თავისი ბებიობით. ორივე ბებია აფხაზეთში დარჩა, ღამე ტყეში ეძინათ, მთელმა მარადიორობამ მათ კისერზე გადაიარა. სამწუხაროდ, ორივე გარდამეცვალა და ორივე აფაზეთში მივაბარეთ მიწას.
– ბოლო პერიოდში პირად ცხოვრებაშიც რაღაცები აგერია.
– ალბათ, ესეც უიღბლობაა. ჩემი ამბავიც არის. ყველა ჭანჭიკიც ხომ არ მიდის ერთმანეთთან, ადამიანებიც ასე არიან. ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ, სხვის თვალში ბედნიერად ყოფნისთვის ერთმანეთთან „არა კარგად ყოფნა“ არ მიმაჩნია ბედნიერებად. ეს ხასიათების ბრალი იყო, თორემ ერთმანეთს პატივს ვცემთ.
– როგორ გგონია, ხარ მეოჯახე ტიპი? ზოდიაქოთი „კურო“ ხარ და ამ ნიშანს უყვარს თავისუფლება.
– გვიყვარს თავისუფლება, მაგრამ ოჯახშიც კარგები არიან, იალაღებზე არ არიან გავარდნილები. მორჩილი „კურო“ ძალიან კარგია, ხნავს ყანას, ერთგულია, მშრომელი, თუ მიუშვებ, წავა ტყეში და იქნება ხარი. მე მორჩილიც ვარ და რაღაც მომენტში უნდა მიმიშვას ადამიანმა. ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, აბა, სხვა რა გზა გვაქვს.
скачать dle 11.3