კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ აფეთქდა ეკა ბალანჩივაძისა და კოტე მათითაშვილის სიყვარული და როგორ უმკლავდება ეკა კოტეს თაყვანისმცემელი ქალების ჯარს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ეკა ბალანჩივაძე წლებია ულამაზეს, ქალურ და განსაკუთრებით დახვეწილ სამოსთან ასოცირდება. სულ პატარა იყო, როცა დიზაინერობა გადაწყვიტა და წარმატების მიღწევაც ძალიან მალე შეძლო. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართველი დიზაინერია, რომლის ნამუშევრები ამერიკასა და ევროპაშიც აქტიურად იყიდება. ბოლო დროს მისი პირადი ცხოვრებაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
ეკა ბალანჩივაძე: ძალიან დიდი ხნის წინ დავინტერესდი ტანსაცმლის დიზაინით, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან და რაც თავი მახსოვს, სულ ამ საქმით ვარ დაკავებული. საშინელი შოპოჰოლიკი ვიყავი და ვარ დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვკერავ, მაინც უამრავ ტანსაცმელს ვყიდულობ, მათ შორის, ქართველი დიზაინერებისას. პატივს ვცემ ნიჭიერ ადამიანებს და ძალიან ბევრ მათგანთან ვმეგობრობ. საერთოდ, ყველაფერი მაქვს შეძენილი – ქართველი დიზაინერებიდან დაწყეებული, მსოფლიოს ყველა დიზაინერით გაგრძელებული (იცინის). თუმცა ბრენდებზე ჩაციკლული არ ვარ, ჩემთვის მთავარია, სამოსი მომწონდეს. შოპოჰოლიკი კი ვარ, მაგრამ ისეთიც არა, ყველაფერს რომ ყიდულობენ. ტანსაცმელმა თვითონ უნდა დამიძახოს – ეკა, მიყიდეო და მერე აუცილებლად ვიყიდი (იცინის).
– ცნობილი ადამიანებიდან ვინ არის შენი ყველაზე საყვარელი მომხმარებელი?
– რთულია, ვინმეს გამოყოფა. ვინც ჩემთან დადის, ყველა  ძალიან მიყვარს. ზოგი ბავშვობიდან ჩემი მეგობარია და ზოგი – ახალი. მგონი, ყველა ცნობილ ადამიანს აქვს ჩემთან რაღაც შეძენილი.
– ამდენი ცნობილი ადამიანის საყვარელი დიზაინერი როგორ გახდი?
– ალბათ, მე თვითონ ვარ საყვარელი და იმიტომ (იცინის). რეალურად, მე, ძირითადად, დახვეწილ, ქალურ სამოსს ვქმნი, რომელსაც ადვილად იხდენენ და ალბათ, ამიტომაცაა ჩემი სამოსი მოთხოვნადი და გაყიდვადი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, იქნება ეს ევროპა თუ ამერიკა.
– კლასიკურ სტილს ყოველდღიურად იყენებ?
– ძირითადად, სულ გაპრანჭული ვარ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ვცდილობ, უფრო კომფორული ტანსაცმელი მეცვას. მაგრამ მასშიც არის გაპრანჭული ქალური შტრიხები. მოკლედ, თავიდან ბოლომდე პრანჭია ვარ (იცინის).
– რამდენად გეხმარება გარეგნობა წარმატების მიღწევაში?
– ალბათ, ბევრ რამეში უფრო ხასიათი მეხმარება; ისიც, რომ ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს. გარეგნობაზე მეტად, ალბათ, განწყობები მოქმედებს, მაგრამ ლამაზადაც თუ გამოიყურები, ადამიანები უფრო მეტად იხიბლებიან შენით და რაღაცები მარტივად კეთდება.
– ძალიან ბევრი მაკა ასათიანს გადარებს.
– მაკა ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემს გარეგნობას მასთან ვერანაირად ვაკავშირებ. ბავშვობიდან ჩოლკას ვატარებდი და შეიძლება, ვიღაცისთვის ესეც იყო მსგავსების მიზეზი, თუმცა ახლა ესეც აღარ მაქვს და კიდევ ჩემი მწვანე თვალები. ბევრს უთქვამს, რომ მას ვგავარ და ძალიან სასიამოვნოა, როცა გეუბნებიან, რომ ულამაზეს ადამიანს ჰგავხარ. მაგრამ, ხომ გეუბნებით, მე თვითონ ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ.
– საქმიანი და წარმატებული ქალი ხარ, ამასთან ერთად, ორი ბიჭის დედა. ამ ამპლუაში როგორი ხარ?
– ფანტასტიკური ბიჭების დედა ვარ და ჩემი შვილებით ძალიან ვამაყობ. ვფიქრობ, რომ მეც კარგი დედა ვარ. მარტივი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. საბა თვრამეტი წლისაა, სანდრო – თორმეტის. საბა უკვე ჩემზე გაცილებით მაღალია და ერთად რომ გვხედავენ, და-ძმა ვგონივართ. რაც ძალიან მაგარია, სულ ახალგაზრდა და პატარა გამოვდივარ (იცინის). განსაკუთრებული ადამიანია, მაგრამ ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია. უკვე ერთი წელია, უმაგრეს კომპანიაში მუშაობს, მარკეტინგის მენეჯერია. იღებს არაჩვეულებრივ ვიდეოებს და ზოგადად, ხელოვანი ადამიანია. მის ასაკში საკუთარი შესაძლებლობების ამ დონეზე რეალიზება ძალიან იშვიათია, თან აბსოლუტურად ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა. უმცროსი – სანდრო ჯერ ყველაფრით ინტერესდება, ნებისმიერ ინსტრუმენტზე უკრავს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს სამომავლოდ.
– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შენი და კოტე მათითაშვილის ფოტოები გამოჩნდა და ყურადღების ცენტრში მოექცა ულამაზესი დიზაინერის და უსიმპათიურესი ექიმის სიყვარულის ამბავი. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– კოტეს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ აქტიური შეხება არ გვქონია. ბოლო პერიოდში მხატვრობასთან დაკავშირებით გადავიკვეთეთ და ჩვენი ურთიერთობა უცებ აეწყო. კოტეც რეაქტიული ტიპია, მეც და ორივესთვის მოულოდნელად, ერთ დღეში აეწყო ჩვენი ამბავი. არაფერი დაგვიგეგმავს, ყველაფერი უცებ აფეთქდა და ორივე ბავშვობაში გადავედით (იცინის).
– ამ ურთიერთობის გამო ხომ არ დაინგრა მისი ოჯახი?
–  არა. კოტე ოთხი წელია, რაც გაშორდა მეუღლეს, ასე რომ, მე არაფერ შუაში ვარ.
– როგორია თქვენი რომანტიკული ამბები?
– კოტესთან ვერ მოიწყენ, მასთან გატარებული ყოველი დღე ფანტასტიკურია. საოცრად ნიჭიერია და გამოსდის, რომ მის გარშემო ადამიანები ყოველთვის ბედნიერები არიან. არანორმალურად ბევრს მუშაობს, მაგრამ ახერხებს, რომ ყურადღება არავის მოაკლოს. თან საოცრად პოზიტიური და მხიარულია. ეს, ალბათ, ეტყობა კიდეც გადაცემებში. მართლა ვფიქრობ ხოლმე, როგორ შეუძლია, გარშემო ყველა ბედნიერი ჰყავდეს, არავის დააკლდეს და თან ამდენად საპასუხისმგებლო საქმეებს აკეთებდეს. მისნაირ ადამიანთან ყოფნა ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– ალბათ, ყველა გკითხავთ მომავლის გეგმებთან დაკავშირებით, როდის ქორწინდებით, რას აპირებთო და ასე შემდეგ.
– ვაპირებთ, რომ სულ ერთად ვიყოთ, რაც ალბათ ძალიან ბუნებრივია ორი შეყვარებული ადამიანისგან. ძალიან მაგარი განწყობა გვაქვს და გვინდა, სიბერეშიც ასეთი ურთიერთობა გვქონდეს (იცინის).
– ერთობლივი ბიზნესიც წამოიწყეთ, არა?
– ულამაზესი ნახატები შექმნა, რომელსაც ფოტოები გადავუღე, წავიღე და უამრავ მაისურზე დაბეჭდილი მოვუტანე. შოკში იყო, ახლა ეს გაიყიდებაო? იყიდება და თან, საოცარი ტემპით. თვითონ საერთოდ არ არის ამბიციური და ახლა თავის ნახატს რომ მაისურზე ხედავს და ზედ „ბაი კონსტანტინ“ აწერია და თან ეს ყველაფერი ძალიან მაგრად მუშაობს, შოკშია (იცინის). ალბათ, კოტეს ნახატებით მაისურების ან ჩანთების მარტივ ხაზს გავაკეთებთ. მალე ერთობლივი გამოფენის მოწყობასაც ვაპირებთ.
– შენს გარეგნობაზე წეღანაც ვისაუბრეთ, კოტეზე ხომ მთელი საქალეთია შეყვარებული და ეჭვიანობის ამბებში როგორ ხართ?
– ეჭვიანობის საბაბს ერთმანეთს არ ვაძლევთ, ეჭვიანი არც ვარ, მაგრამ სადმე რომ მივდივართ, ვხედავ, რომ ქალების ჯარს კოტეს დანახვაზე ჭკუიდან შეშლა ემართება და თან, ეს ყველაფერი ძალიან საგრძნობია (იცინის)... ამ ამბავს ძალიან დადებითად ვაფასებ – ჩემ გვერდით იმდენად სიმპათიური ბიჭია, რომ ყველა მას უყურებს, რაც ძალიან მაგარია. სხვათა შორის, ძირითად შემთხვევებში, კოტეს უფრო უყურებენ, ვიდრე მე (იცინის).  
скачать dle 11.3