კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ნუგზარ ერგემლიძე პარლამენტში და ვინ წაიყვანა ის გაგრაში, დასაფეხმძიმებელ ქალთა პანსიონში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

გოგი კირვალიძე ქალების მოყვარული კაცია, უყვარს დალევა, დროსტარება და სიმღერა, რაც ქალებთანაც ეხმარება და პოლიტიკაშიც. მის როლს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მომღერალი და ახლა უკვე მსახიობი ნუგზარ ერგემლიძე ასრულებს.
ნუგზარ ერგემლიძე: ბევრი ამბობს, ნუგზარი სერიალში თავის თავს თამაშობსო. იმას ვთამაშობ, რაც სცენარში წერია. ალბათ, ვგრძნობ ამ კაცს და ამიტომაც შემარჩიეს ამ როლზე. მაგრამ როგორ ფიქრობთ, მე არ ვიცი, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი? გოგიმ არ იცის? მე ისიც კი ვიცი, ვინ რას აკეთებს (იცინის). მისგან განსხვავებით, მე არასდროს მყოლია კონკრტული საყვარელი.
– კონკრეტული საყვარელი რას ნიშნავს?
– ერთ ქალს რომ შეიყვარებ, ცოლის პარალელურად.
– არაკონკრეტული?
– არაკონკრეტული, ანუ შემთხვევითი სიყვარულები მქონია. გოგი ცოტა სხვა კაცია, შვილიც გააჩინა სხვაგან. მე სხვაგან არ მყავს შვილი, მაგრამ დალევაში, მოლხენასა და სიმღერაში მგავს. ალბათ, უდარდელი დამოკიდებულებაც მსგავსი გვაქვს – მეც ყველაფერში პოზიტივს ვეძებ. ცუდიც რომ ხდება, ვფიქრობ ხოლმე, რომ შემდეგ აუცილებლად კარგი მოხდება. ასე ბევრჯერ ყოფილა. რომ მეგონა, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, ზუსტად მაშინ შევედი პარლამენტში. პარლამენტის მერე, არ ვიცოდი, რა მექნა. ბათუმიდან თბილისში მოვდიოდი, ორსაათიან საცობში ვიდექი და ამ დროს დამირეკა მიშა მშვილდაძემ, კინოში გადაღება თუ გინდაო? მე მჯერა ასეთი მომენტების და გოგიც ასეთია.
– წინათგრძნობაც გაქვთ?
– ბავშვობიდან ვიცოდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მეხუთე კლასში ერთმა მითხრა, ბევრი ფული მინდა, რომ საზღვარგარეთ ვიაროო. მე ვუთხარი, მე სახელმწიფო მატარებს სხვადასხვა ქვეყანაში-მეთქი და ასეც მოხდა. ჩემი ფული არასდროს დამიხარჯავს საზღვარგარეთ წასვლაში. ვიცოდი, რომ ოდესმე კინოში გადამიღებდნენ.
– სერიალის მსგავსად, სიმღერით თქვენც ხიბლავთ ქალებს?
– ეს ყველა მომღერლის თვისებაა. მამაკაცებსაც უყვართ სუფრასთან მუსიკა და ქალბატონებსაც. გართობის გარდა, სიმღერაში ისეთი კოდია ჩადებული, ემოციებს აღძრავს. სიმღერა ჯადოა და მაგნიტი.
– მერე, აჯადოებდით და მაგნიტივით იზიდავდით გოგონებს?
– კარგი წრე გვქონდა – ზოგი ლექსს კითხულობდა, ზოგი მღეროდა, ზოგი კარგი მსმენელი იყო. ბათუმიდან რომ ჩამოვედი ჩემს სიმღერაზე, „ლიანები“, თბილისელი გოგონები ტიროდნენ. ყოველგვარი ტელევიზიის გარეშე ჩემი სიმღერა – „თოვლი მოდის“ ყველამ ზეპირად იცოდა. ამას წინათ შალვა ოგბაიძემ მითხრა, ორი რამ უნდა გცოდნოდა გიტარაზე, რომ სუფრასთან თავი გამოგეჩინა, ლედ ზეპელინის „კიბე ცისკენ“ და „თოვლი მოდის, არემარეო”. ახალგაზრდა ბიჭი რომ ხარ, რა თქმა უნდა, გოგოები მოგწონს. ახლა რომ ჰგონიათ რუსის გოგოები ჩაეხუტებიან, ეგრე არაა. ახლანდელი რუსის გოგოები ან მდიდრები არიან, ან ფულს ითხოვენ. მაშინ კონსერვის ქილა, შავი პური და მაგნიტაფონიც საკმარისი იყო. ურთიერთობები ძალიან მარტივი იყო. ბუნება, კოცონი და სიყვარული – ცუდია? მაშინ სალონური ბინები იყო მოდური. ახლა საზოგადოება რესტორნების, კაფეებისა და კლუბებისკენ წავიდა. ზეპირად ვიცოდი, ვის ჰქონდა ორ- და ვის – სამოთახიანი „ხრუშოვკები“. სამოთახიანი ვისაც ჰქონდა, გულაობა იქ მიდიოდა.
– ბევრი ამბობს ხოლმე – „რაც მე რუსის გოგოებთან მიგულავია, შეიძლება, შვილი მყავდეს სადმეო”. თქვენ გქონიათ ასეთი მომენტი?
– „მიგულავია“ და შეიძლება მყავს კიდეც, არ არის გამორიცხული, მაგრამ არ გამოჩენილა. მაგალითად, გაგრაში იყო დასაფეხმძიმებელ ქალთა სანატორიუმი, სამკურნალოდ ჩადიოდნენ ქალები. ვინ იცის, იმ ქალებს გაგრის „ვანები“ კი არა, ქართველი კაცები კურნავდნენ (იცინის).
– თქვენც იყავით მაგ სანატორიუმში?
– ფანტასტიკას ხომ არ ვეხებით, მოგონებებში ვარ, ვიყავი, აბა, საიდან მოვიფიქრებდი?! გალის აღმასკომიდან იყვნენ ბიჭები და მათ გვირჩიეს იქ ასვლა. ავედით, შეუხედავი ქალები სხედან. ისეთები, ორი ჭიქის მერე რომ „წავა“ (იცინის). ვიცეკვე ერთი-ორი და წამოვედი, არ მომეწონა ეს სიტუაცია. მერე იმათმა ნომერში დამპატიჟეს და იქ ვესტუმრე ერთ-ერთს. რამდენ ქართველ მამაკაცს ჰყავს ასე შვილი. ისინი ახლა რუსებისთვის იკლავენ თავს და საქართველოს აგინებენ. ამ დროს, არ იციან, რომ თავადაც ქართველები არიან.
– რუსი და ქართველი ქალები – თავისი პლუსებით და მინუსებით...
– ქართველ ქალზე რომ რამე ცუდი ვთქვა, ცოლი სახლში არ შემიშვებს და თან, რატომ უნდა ვთქვა? ქართველი ქალის შვილი ვარ. ქართველი დედა შვილისთვის სიცოცხლეს დათმობს, რუსიც, მაგრამ მასში სახელმწიფო უფრო მეტად მუშაობს. გამრავლების მომენტიც სხვანაირია. რუსი ქალისთვის სულ ერთია, ვისგან ჰყავს შვილი. იმიტომ, რომ მაინც რუსი იქნება. რუსის ქალები წინათ სექსშიც უფრო თავისუფლები იყვნენ. ჩვენთან ძალიან დიდი ტრაგედია იყო ქალიშვილობის დაკარგვა. რუსის ქალი მართავს ოჯახს, კაცები ყოველთვის ანგარიშს უწევენ ცოლებს, სანამ არ გაშორდებიან. რუსულ გადაცემას ვუყურებ ხოლმე, სხვათა შორის, ნიშნებზე, ბებია მიყვებოდა ხოლმე მსგავს თემებზე. ღამე არ უნდა დახვეტო – ახლობლებისადმი კეთილდამოკიდებულებას დაკარგავ, ქათმის გული არ უნდა ჭამოო და ასე შემდეგ, მე ვუჯერებდი, ეს გამოცდილებაში გაფილტრული ცოდნა იყო. ბებია თამარ ქვარიანი იყო. სანამ ტელეფონები შემოვიდოდა, თუ სახლში მაგვიანდებოდა, მასთან მივდიდოდი, დედას რომ ვერ გაეგო ჩემი დაგვიანების შესახებ. ან არცერთთან არ მივდიოდი და ორივე მშვიდად იყო, ფიქრობდნენ, რომ მეორესთან ვიყავი. ბებიასთან ღამის ორ საათზე მივიდოდი და მეტყოდა ხოლმე, ვიცოდი, ბებო, რომ მოხვიდოდი, საცერმა და მაკრატელმა მითხრაო. ერთხელაც ვუთხარი, მაჩვენე, აბა, შენი საცერი და მაკრატელი-მეთქი. საცერზე დაარჭო მაკრატელი და მეუბნება, რა გინდა რომ ვკითხოო. მე ვუთხარი, ხვალისთვის ჩემს მეგობრებს მოსკოვის ბილეთები აქვთ ნაყიდი და გაფრინდებიან-მეთქი? ვკითხე. დაიწყო რიტუალის შესრულება და ბოლოს მითხრა, ვერ გაფრინდებიანო. სერიოზულად არ მიმიღია, გავიცინე, მაგრამ მეორე დღეს გავიგე, რომ ვიღაც მთვრალი კაცი გადაყრიათ გზაზე, რასაც დიდი შარი მოჰყოლია და ვეღარ გავფრინდენ. ახლაც ვცდილობ, რაღაცები არ გავაკეთო, მარჯვენა ფეხით ავდგე... მაღაზიაში ფეხსაცმელი მომეწონა, მაგრამ კონსულტანტმა მარცხენა ეგზემპლარი მომაწოდა და აღარ ვიყიდე – მე მჯერა ამ ნიშნების.
– გოგონებთან წარუმატებელი ისტორიები არ გქონიათ?
– ეგრევე ვგრძნობდი, თუ გოგოს არ ვაინტერესებდი და მერე მეც არ ვიკლავდი თავს. არჩევანი მქონდა და ვინც მირთულებდა საქმეს, ის არ მაინტერესებდა, თუმცა მეგობრად ვრჩებოდი. ძალიან კატეგორიული გოგოები არ მომწონდა. ასეთი არცერთ კაცს არ მოსწონს.
– თქვენ როგორი ქმარი ხართ, გოგი ცოლის ერთგული არაა. კაცის ღალატი ღალატი არ არის?
– დაახლოებით მეც მასე ვფიქრობ. ღალატია, როცა საყვარელი გყავს, ამით შეურაცხყოფას აყენებ მეუღლეს. თუ სადღაც დათვერი, ვიღაც ძალიან ჩაგეხუტა და შეცდი, ამისგან შვილები არ ჩნდებიან. თუმცა, ქალიც შვება ამას, როცა ნასვამია და კაცი მოეწონება. მე ამისადმი არასდროს მქონია ცუდი დამოკიდებულება – შეცდენილია და ასე შემდეგ-მეთქი, არ მითქვამს. ამ შემთხვევაში სიყვარული ყველას უნდა: ადამიანი თვითონ უნდა დაუკვირდეს საკუთარ საქციელს. თვითონ სიამოვნებს იმ მომენტში და თვითონვე ისჯება ასაკში. ვერავინ ვერავის განიკითხავს.
– ქალებისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე მეუღლე რას ფიქრობს?
– მეუღლეც ხვდება რომ ესეა. თუ დაიჯერებს, კაცი გასტროლზეა და არავის მიეკარებაო, ესე იგი სულელია. თუ ნომერ-ნომერ დაგიწყო დევნა, თვითონ ისჯება, რადგან აღმოაჩენს, შესძულდება და მერე შორდებიან. მერე აღმოაჩენს, რომ სხვა კაციც ასეთია. ალალად უნდა უთხრა, რომ კაცების უმეტესობა ასეთია, იმიტომ რომ კაცი პოლიგამიური არსებაა.
скачать dle 11.3