კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ აქცია ანუკა მურვანიძემ ფიზიკური დეფექტი საკუთარ ფორმად და რატომ არ უნდა მას გვერდით მამაკაცი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ის  დიდი მსახიობების შთამომავალია, მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის შვილიშვილი... ანუკა მურვანიძე მაკა მახარაძისა და მურაზ მურვანიძის უმცროსი ქალიშვილი გახლავთ და ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისგან განსხვავებით, მსახიობობაზე არც უოცნებია. ანუკა წარმატებული ვიზაჟისტია და ძალიან უყვარს თავისი პროფესია, ანუკა თავის დიდსა და გამორჩეულ ოჯახზე გვესაუბრა.
ანუკა მურვანიძე: უკვე წლებია მაკიაჟის სკოლა მაქვს, როგორც პედაგოგი, ისე ვმოღვაწეობ. 1991 წლიდან დავიწყე ამ პროფესიის შესწავლა. მე ვიყავი პირველი ვიზაჟისტი საქართველოში და ვერც კი ხვდებოდნენ, რა პროფესიას დავეუფლე, უკვირდათ, რა საჭიროაო. თურმე საჭიროა, წინდახედული ვყოფილვარ. როცა საქართველოში ჩამოვედი, მიუხედავად 90-იანი წლებისა, აქ ბევრი საინტერესო პროექტი დამხვდა. მეორე მსოფლიო ომის დროს რომ იყვნენ გამზადებული მედდები ჩანთით, ისე ვიყავი მეც გამზადებული, მაგრამ ჩემს პატარა ვინტაჟურ ჩემოდანში იდო ლამაზი ფუნჯები პარფიუმერიის სუნით, საღებავები... ფაქტობრივად, ძალიან ბევრი სამუშაო იყო. ამ ჩემოდნით რამდენიმე მიტინგზეც კი მოვხვდი.
– ქალბატონი მედეასთვის თუ გაგიკეთებია მაკიაჟი?
– ერთი-ორჯერ გავუკეთე, ძირითადად თვითონ იკეთებდა.  იტყოდა –„ია სამა“. გადაღების დროს შეძენილი ლაქები ჰქონდა და ძალიან განიცდიდა. მეუბნებოდა, მიშოვე რამე, რაც ამას დაფარავსო. ვუშოვე, გაუღიავდა და ძალიან კმაყოფილი იყო. მაკიაჟზე გიჟდებოდა. თუ დავინახავდი, რომ მას მაკიაჟს სხვა უკეთებდა, ვეჭვიანობდი... საერთოდ, მედიკო ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო. ის იყო ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ ოჯახს სათავეში ედგა და აერთიანებდა. ჩემი საყვარელი ადგილი დღემდე არის მედიკოს ტრილიაჟი. მისი პარფიუმერია ხელუხლებელი გვიდევს. ბისერებისგან გაკეთებული ბიჟუტერია და შუშის სამკაულები უყვარდა, არ მახსოვს, რაიმე ოქროსი კეთებოდა. ამბობდა:  ყველა ჩემი პადრუგა  მეკითხება, რატომ არ გიყვარს ოქროო. რა ვქნა, არ შემიძლია, მახრჩობსო. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ვიქექები მედიკოს ტრილიაჟში. მიყვარდა დალაგება, სულ ვულაგებდი და მერე კიოდა, რატომ ამირიეო. ყველანაირი სუნამო უყვარდა, არ ჰქონდა ამოჩემებული რაიმე. მთავარია ჩემი ტანსაცმლის სუნს ვერ ვგრძნობ – ეს ფრანგული სუნამოები სასწაულია, ვგიჟდებიო. სულ მეკითხებიან, შენთვის ვინ იყო ბებიაო. ბებია იყო და მორჩა, მედეა ჩახავა აღმოვაჩინე თინეიჯერობისას, მანამდე ვერ ვხვდებოდი, რომ ის მსახიობი იყო. ბებია იყო – ბევრი უნდა გეჭამა, თორემ ეწყინებოდა. ამბობდა: მოვლილი ქალი ბევრს მიაღწევს, მოუვლელი – ვერაფერს. ქალის კანი სარკესავით პრიალა და გლუვი უნდა იყოსო. ქალის პირველი სილამაზე კანია და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მეც იმავეს ვამბობ. კანი თუ არ არის კარგ მდგომარეობაში,  ვერანაირი მაკიაჟი ვერ გიშველით. ძალიან კუდრაჭა და ქალური იყო, იცოდა ქალური ფლუიდების გამოშვება, რაც მე არ შემიძლია. მარტო თავის მოვლაზე მაძლევდა რჩევებს. თმას გადამიწევდა ხოლმე – ჩოლკას ვერ იტანდა და სულ დაგვსდევდა. ერთხელ, ეკა ჩხეიძემ ჩოლკა შეიჭრა და გაგიჟდა, ქალს თვალები უნდა უჩანდესო – მისთვის მზერა იყო მნიშვნელოვანი.
– ხშირად გაძლევდათ რჩევა-დარიგებებს?
– ხშირად მაძლევდა და მისი რჩევა-დარიგება დღესაც ძალიან მაკლია. რაიმე რომ ხდება, მედიკო სულ მესიზმრება. რაღაც ცუდის დროს დამწუხრებული მოდის ჩემთან, მხოლოდ ჩემთან, მე მაფრთხილებს.  მაკა მეუბნება: შენ რატომ გესიზმრება და მე არაო. მე მინდა, რომ ვხედავდე, მაკლია რჩევა-დარიგება და ყველაზე მეტად მას რომ ვკითხავდი, სწორედ ისეთ პერიოდში მოდის. მგონია, რომ რაღაც ნიშნებს მაძლევს. წინათგრძნობის უნარიც მაქვს, მაგრამ არ ვაღვივებ, არ არის საჭირო, რამეს ვიტყვი და ის უნდა ახდეს. არ მომწონს, იმიტომ რომ ცოტა მეშინია. კოტესთან, რა თქმა უნდა, ნაკლები ურთიერთობა მქონდა, მაინც კაცი იყო. სულ მეუბნებოდა: ჩემთან ხშირად მოდი, თორემ მე რომ წავალ, ინანებო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ვფიქრობდი – სად წავა... მთელი ოჯახი არტისტულები ვართ. კოტე მაკას ეუბნებოდა, მაშინ ვიქნები ბედნიერი, როცა შენ გექნება შენი სტუდია, თემოს ექნება თავისი სტუდენტების სახელოსნო, ანუკა ამას რომ აკეთებს, სხვებს რომ ასწავლოსო, იქ სოფიკომ გააგრძელოს თავის საქმე და ეს ჩვენი ცოდნა ყველაში რომ გადავიდესო. ისე თქვა უამრავი წლის წინ და ახდა. დარწმუნებული ვარ, ბედნიერია. კოტე იქიდან „ჩალიჩობს“, რომ ეს ასე იყოს. მედიკო სულ მეუბნებოდა, რომ ქალი უნდა იყო ძლიერი და ის ჯაფა, რომელიც გადევს კისერზე, არის შენი ჯვარი, რომელიც უნდა ატარო, ამავდროულად, ძალიან მაგარი პროფესიონალი უნდა იყოო.
– თქვენ რამდენად მიიჩნევთ თავს ძლიერ ქალად?
– მე ვარ ქალი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია კაცის გარეშე. ზოგს გამოსდის ერთობლივი ცხოვრება, მე არ გამომდის. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც დავოჯახდი, ხუთი წელი ვიყავით ერთად. ერთი პერიოდი განვიცდიდი დაშორებას. მერე, უკან რომ მოვიხედე, მივხვდი, რამდენი რამ გავაკეთე და სულ მარტომ. გვერდით ვინმე რომ მყოლოდა, ან გავაკეთებდი, ან არა. რომ ვხედავ, სიყვარული მოდის, ეგრევე  ვკეტავ. მე ვარ ქალი, რომელთანაც უნდა იძმაკაცო. არ ვიცი, ეს პრობლემაა თუ არა, მაგრამ მე არ ვუღრმავდები. მე თუ პრობლემას ჩავუღრმავდი, შეიძლება, დეპრესიაში ჩავვარდე და ისე არ მიყვარს...  მქონია დეპრესია, განსაკუთრებით, თუ ფინანსური კრიზისია. კარგად ვარ, როცა ფინანსებში ყველაფერი კარგად მაქვს. თუმცაღა, შეიძლება, გვერდით გყავდეს ისეთი კაცი, ვისაც ფული ექნება, დაეყრდნობი. მაგრამ კარმის ამბავიც მგონია. მე მაქვს ასეთი კარმა. ამიტომ, ეს რა დამემართა-მეთქი, არ ვფიქრობ. პირიქით, კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა. ზოგი მეუბნება, თავს იცავო, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია. ჩემი დაბადების ტრავმაც იყო გარკვეული სტრესი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მერე ესეც გადავლახე, მივხვდი, რომ მე ვარ ეგეთი, ან მიმიღებ ასეთს, ან არა.  ჩემი ფიზიკური დეფექტი გავხადე ჩემს ფორმად. ხეოფსის პირამიდაზე ვარ ნახევრამდე ასული, მერე ჩამომხსნეს. ვფიქრობ, ერთხელ რადგან გავჩნდი, ყველაფერი უნდა გავაკეთო. ტყე-ღრეში დავდივარ, ძალიან მიყვარს ლაშქრობებზე სიარული.
– მამაზე რას იტყვით, თქვენი პროფესია მამის გენის დამსახურებაც ხომ არ არის?
– ჩემს საქმიანობაში მამის გენი მშველის. მე და მამას ფერთა აღქმის ერთნაირი უნარი გვაქვს. როგორც ჩანს, ეს მისგან გენებით გადმომეცა. მამა ჩემი პედაგოგი არ ყოფილა, ნებაზე მიმიშვა, დამოუკიდებლად მიხედე საქმესო. ასეთი თავისუფლება მშობლებისგან ყოველთვის მქონდა მონიჭებული. თვითონ უნდა მიგვეღწია გარკვეული საფეხურისთვის. როდესაც მამას რაღაც მოსწონს ან არა, მისგან პირდაპირ, ნაჯახივით მოდის კრიტიკაც და ქება-დიდებაც, რაც პროფესიულად გვზრდის კიდეც. ჩემი მშობლები მაქსიმალისტები არიან... დედა ჩემი დიდი მეგობარია, ბევრ რამეს ერთად განვიხილავთ, ის ყველაზე მეტად მგულშემატკივრობს. მამა უფრო ემოციური კაცია და ამიტომ, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, მას უკვე შედეგს ვაჩვენებ ხოლმე... მამაჩემი უდიდესი მხატვარია. აღმოჩნდა, რომ მამის გავლენა გვაქვს სამივე დას – ყველა ვხატავთ. მამა ჩემს პროფესიას სერიოზულად აღიქვამდა. მეუბნებოდა, ტილოს რატომ არ მოჰკიდე ხელიო. რამდენიმე წელია, რაც ტილოზე ვმუშაობ და უხარია, ვიცოდი, რომ რომელიმე ჩემი შვილი ჩემს გზას გაჰყვებოდაო. ვაპირებ ამ გზას გავყვე და  მამაჩემს იმედები არ გავუცრუო.
скачать dle 11.3