კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ დამყარდა მსოფლიო რეკორდი დაბა ლესელიძეში ეჭვიანობის ნიადაგზე

ნიშანდობლივია, რომ შუბის ტყორცნაში ქალთა შორის საქართველოში ორი მსოფლიო რეკორდია დამყარებული. 1958 და 1960 წლებში. მეორე რეკორდის დამყარებას, რომელიც ლესელიძეში 1960 წლის 3 მაისს განხორციელდა, კურიოზული პრეისტორია ახლდა და მისი ავტორი ცნობილი საბჭოთა სპორტსმენი ელვირა ოზოლინა იყო.
1960 წლის 2 მაისს, ანუ საერთაშორისო შეჯიბრების წინა დღეს, ელვირა ოზოლინა ლესელიძის სტადიონზე შუბის ტყორცნაში გეგმიურ ვარჯიშს ატარებდა. ვარჯიში დასასრულს უახლოვდებოდა და ორიოდე ტყორცნის შემდეგ სპორტსმენი მინდვრიდან უნდა გასულიყო, რომ ამ დროს მწვანე მინდორზე ცნობილი საბჭოთა კინორეჟისორი სერგეი გერასიმოვი გამოჩნდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ცნობილი ქართველი კინოვარსკვლავი დოდო ჭიჭინაძე და ცნობილი სპორტსმენი მამაკაცი, შუბის მტყორცნელი იანის ლუსისი. გოლიათი ბალტიისპირელი სპორტსმენი გერასიმოვმა კინოსინჯისთვის მიიწვია და ახალ ფილმში მის გადაღებას დოდო ჭიჭინაძესთან ერთად აპირებდა. მწვანე მინდორზე კი გერასიმოვს საცდელი კადრის დადგმა ჰქონდა განზრახული. ლუსისს ჭიჭინაძისთვის ხელი უნდა მოეხვია. ამ კადრებს კინოფირზე იღებდნენ. კინომუშაკები ოზოლინასგან 60 მეტრის დაშორებით იდგნენ, ანუ უსაფრთხო ზონაში, სადაც შუბი ვერ მიაღწევდა, რადგან მსოფლიო რეკორდი 57 მეტრსა და 49 სანტიმეტრს არ აღემატებოდა. უცებ, შუა კინოსინჯის დროს, როდესაც ლუსისი დოდო ჭიჭინაძეს მორცხვად ხვევდა ხელს მხარზე, გოლიათის ფეხებთან შუბი დაერჭო, თუმცა არავინ დაუზარალებია... საქმე კი ის იყო, რომ ელვირა ოზოლინამ, რომლის საქმროც ლუსისი იყო, ქართველ ულამაზეს ქალთან მისი რჩეულის „არშიყობა“ ვერ აიტანა და გამწარებულმა შუბი სტყორცნა. რომ გაზომეს, შედეგი ზუსტად 61 მეტრი აღმოჩნდა, რაც 3 მეტრითა და 51 სანტიმეტრით აღემატებოდა მოქმედ რეკორდს. სამწუხაროდ, ეს რეკორდი ვარჯიშზე იყო დაფიქსირებული და ოფიციალურად არ ჩაითვალა. თუმცა, მეორე დღეს, უკვე ოფიციალურ შეჯიბრებაზე, ოზოლინამ შუბი ისევ 57 მეტრსა და 92 სანტიმეტრზე სტყორცნა და მოქმედი რეკორდი ნახევარი მეტრით გააუმჯობესა. შეჯიბრებას მხოლოდ ლუსისი ესწრებოდა და ვინ იცის, დოდო ჭიჭინაძეც რომ იქ ყოფილიყო, ეჭვიან სპორტსმენ ქალს შესაძლოა, შუბი უფრო შორსაც კი გაეტყორცნა.скачать dle 11.3