კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ მოკლეს ბიზანტიის კეისარი, მისი რვა შვილი და რატომ გადავიდა სპარსელების მხარეს ქართლის ერისმთავარი

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

575 წელს შეიკრიბნენ ქართლის დიდებულები და სახელმწიფოებრიობა აღადგინეს. ქვეყნის პირველ პირად გამოცხადდა ერისმთავარი გუარამი (გვარამი).
იმ პერიოდში დიდი გარიგება მოხდა ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. სპარსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე, ქასრე ანუ ხოსროვ მეორე, გახდა ბიზანტიის კეისრის სიძე. ეს ის ხოსროვია, მისი და მისი შეყვარებულის, შირინის, ამბავი ლეგენდად რომაა ქცეული აღმოსავლეთში.
ხოსროვ მეორე დაამხო ბაჰრამ ჩუბინმა და სპარსეთის ტახტიც წაართვა. ხოსროვი გაიქცა ბიზანტიაში და დახმარება სთხოვა კეისარ მავრიკიოსს. კეისრის დიდებულთა ნაწილი წინააღმდეგი იყო, დახმარებოდნენ ურჯულო სპარსებს. მაგრამ, კეისარმა სხვაგვარად გადაწყვიტა. ზოგი ცნობით, მან ხოსროვს მიათხოვა თავისი ასული მარიამი. მისცა 1 400 კილოგრამი ოქრო და ჯარი, რომელსაც ხელმღვანელობდა სომხური წარმოშობის სარდალი ნერსე. სამაგიეროდ, ხოსროვი მას ჰპირდებოდა მთელი ამიერკავკასიისა და შუამდინარეთის დათმობას. ასეც მოხდა.
ეს ხელს აძლევდა იბერიას, რადგან ქრისტიანული გავლენა გაძლიერდებოდა ჩვენს რეგიონში.
ბიზანტიელებისა და ხოსროვის ერთგულმა ჯარებმა დაამარცხეს ბაჰრამ ჩუბინის ჯარი და ხოსროვ მეორე ფარვიზი ტახტზე დააბრუნეს. ქართლი, ისევე როგორც დასავლეთ საქართველო, ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცა. ხოსროვმა ხელში ჩაიგდო ბაჰრამ ჩუბინის განძი და ძალიან დიდი საჩუქრები გაუგზავნა კეისარს, გაცილებით მეტი, ვიდრე კეისარმა მისცა მას.
სპარსეთსა და ბიზანტიას შორის მეგობრული ურთიერთობები დამყარდა. სპარსეთში ქრისტიანებს მეტი უფლებები მიეცათ.
გვარამ ერისმთავარს დაუწყია მცხეთის ჯვრის დიდებული ტაძრის მშენებლობა.
მართალია, ერისმთავარი იყო გვარამი და მეფე არ ეწოდებოდა, მაგრამ მის ხელისუფლებას მატიანე მაინც მეფობას უწოდებს: „მეფობდა კეთილად და უშფოთველად“. თუმცა, მას არ ჰქონდა იმდენი ძალაუფლება, რომ ქვეყანაში ერისთავები შეეცვალა. ერისთავობა იყო თანამდებობა, მოხელეობა, ხოლო ერისთავებს კი სურდათ ის მემკვიდრობითად ექციათ. ამაში მათ ეხმარებოდნენ სპარსები და ბიზანტიელები. ისინი ქართველი დიდებულების მეშვეობით ცდილობდნენ, გავლენა ჰქონოდათ ქართულ სახელმწიფოზე. ერისთავებს სპარსეთისა და ბიზანტიის ხელისუფალთა მიერ გაცემული სიგელები ჰქონდათ. მართალია, ქართული სახელმწიფო ძლიერი არ იყო, მაგრამ, რაც მთავარია, სახელმწიფოებრიობა აღდგა. ერისთავები, მაინც, მორჩილებდნენ ქვეყნის პირველ პირს, გუარამ ერისმთავარს.
გუარამს ჰყოლია ორი ძე – სტეფანოზი და დემეტრე.
გვარამ ერისმთავარს კურაპალატის წოდება მიანიჭა ბიზანტიის კეისარმა. კურაპალატი ბიზანტიის იმპერატორის სასახლის დიდი მოხელის თანამდებობა იყო. შემდეგ გახდა საპატიო წოდება და ანიჭებდნენ იმპერატორის ნათესავებს, დამსახურებულ პიროვნებებს, ხანდახან შვილებსაც, უცხოელ მეფე-მთავრებს. საქართველოს გაერთიანებამდე, ქართულ წყაროებში ხშირად კურაპალატი თითქმის იგივეა, რაც მეფე, ხელმწიფე.
 გვარამ კურაპალატმა განაახლა ტფილისის სიონის საფუძველი. გვარამის შემდეგ სიონს აშენებდნენ: ნახევარს ხალხი, მეორე ნახევარს კი – ვინმე ქვრივი დედაკაცი. შემდეგში, ადარნასე ერისმთავარიც შეეწია ტაძრის მშენებლობას.
დაახლოებით 600 წელს გარდაიცვალა გუარამ ერისმთავარი და ერისმთავრის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა, სტეფანოზ პირველმა. იმ ხანებში გარდაიცვალა სამუელ მეოთხე კათალიკოსი და კათალიკოსად, სტეფანოზის სურვილით, ბართლომე აკურთხეს.
602 წელს ტრაგიკული ამბები დატრიალდა ბიზანტიაში. კეისარ მავრიკიოს აუჯანყდა ცენტურიონი ფოკა და დაამარცხა. კეისარს თავი მოკვეთეს. მოკლეს მისი ხუთი ვაჟი, ცოლი – კონსტანცია და სამი ქალიშვილი, ასევე, კეისრის ძმა პეტრე. ფოკა სასტიკი ყოფილა. დახოცეს არაერთი დიდებული და უბრალო მეომარი, მავრიკიოსთან ან მისი ოჯახის წევრებთან დაახლოებული ადამიანი და სხვები.  
ფოკა ტახტზე ავიდა, მაგრამ იმპერიაში მდგომარეობა აირია. მავრიკიოსის დროს იმპერია ჯერ კიდევ ძლიერი იყო, მაგრამ, მავრიკიოსისა და მისი ოჯახის დახოცვამ გამოიწვია არეულობა და სასტიკი ომი სპარსეთთან.
ფოკამ ელჩები გაუგზავნა სპარსეთის შაჰს, ხოსროვს, გაატანა ელჩს საჩუქრები და მეგობრობა შესთავაზა. მას ჩრდილოეთის მხრიდან ველური ტომების შემოსევის საშიშროება ჰქონდა და აღმოსავლეთით მშვიდობა სჭირდობოდა.
მაგრამ, სპარსთა შაჰმა შეურაცხყოფად მიიღო ფოკას ელჩიონს რომ მისი მეგობრისა და სიმამრის, მავრიკიოსის მკვლელი ხელმძღვანელობდა, ალბათ, ეს საბაბი იყო და გამოუცხადა ომი ბიზანტიას. ფოკა იძულებული გახდა ჩრდილოეთსა და დასავლეთში ველურ ტომებთან სამარცხვინო ზავი დაედო, რათა მთელი ჯარი აღმოსავლეთის ფრონტზე, სპარსეთის წინააღმდეგ გადმოესროლა.
სპარსთა ჯარი შეიჭრა ბიზანტიის სამფლობელოებში. სტეფანოზმა ვერ გაბედა წინ აღდგომოდა სპარსეთის ჯარს და მათ მხარეს გადავიდა.
ხოსროვმა არაერთი ქალაქი დაიკავა; მათ შორის, ქალკედონი, ედესა და სხვა. სპარსელებმა, ასევე, აიღეს იერუსალიმი, მოიტაცეს ქრისტეს ჯვარი და სპარსეთში წააბრძანეს ნადავლად. შაჰს ესმოდა, რამდენად ძვირფასი იყო წმიდა ჯვარი და დიდი პატივით თავის საგანძურში დააბრძანებინა.
როგორც მატიანე გვიამბობს, სტეფანოზის დროს მცხეთას მოაკლდებოდა და ტფილისი გაძლიერდობოდა, არმაზი აოხრდებოდა და კალა შენდებოდაო. მაშასადამე, დედაქალაქი ძლიერდებოდა და ძველი დედაქალაქი კნინდებოდა. სტეფანოზის ძმა, დემეტრე აშენებდა ჯვრის ეკლესიას მცხეთაში. სტეფანოზი იჯდა ტფილისში და ემორჩილებოდა სპარსეთის შაჰს.
610 წელს ფოკას აუჯანყდა აფრიკის ეგზარქოსი ჰერაკლე (ირაკლი) უფროსი. ფოკა დამარცხდა და ხალხმა ის ჩაქოლა. იმპერატორის ტახტზე ავიდა ჰერაკლე  ეგზარქოსის ვაჟი – ჰერაკლე კეისარი.
სპარსები ისევ წარმატებით უტევდნენ რომეების იმპერიას, ბიზანტიას. 616 წელს ისინი ქალკედონში იყვნენ, კონსტანტინოპოლის პირისპირ. მხოლოდ სრუტის გადაცურვა სჭირდებოდათ და ქალაქზე შეტევა. ჰერაკლე კეისარი გემზე ასული მიმართავდა სპარსებს, დაბრუნებულიყვნენ უკან. სპარსებს არ ჰყავდათ ფლოტი შავ ზღვაზე. რამდენიმე გემს კი მოუყარეს თავი, მაგრამ, ბიზანტიის ფლოტმა ადვილად გაანადგურა ისინი.
სპარსებმა ვერ აიღეს კონსტანტინოპოლი, მაგრამ, ეგვიპტეში წარმატებით გადავიდნენ. ბიზანტია კატასტროფის წინაშე იდგა.
ჰერაკლე კეისარმა თავისი ცხოვრების უმთავრეს მიზნად დაისახა მაცხოვრის ჯვრის გამოხსნა. ამ საქმისთვის და რომის იმპერიის დიდების აღსადგენად დიდძალი თანხები იყო საჭირო. ჯარს ყოველთვის დიდი ფული სჭირდებოდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეკლესიიდან გამოატანინა საეკლესიო საგანძური და იმპერატორს გადასცა.
მაცხოვრის ჯვარი იყო დასაბრუნებელი.
ქართლი ისევ ბრძოლის ველად უნდა ქცეულიყო.
скачать dle 11.3