კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-31(918)



– ოჰ, ჩვენს პატივცემულ ამერიკელებს ვახლავარ! – თქვა გურამმა და დააყოლა, – აქეთ მობრძანდით, ბატონებო.
მინისტრმა ეს ფრაზა რუსულად წარმოთქვა, რადგან ამერიკელები კარგად ფლობდნენ ამ ენას, ისევე, როგორც მოსკოვიდან ჩამოფრენილი რუსები – ინგლისურს.
საქართველოს უშიშროების მინისტრს თამადის ადგილი დაეკავებინა, მარჯვნივ ჰიუსტონ სოდა იჯდა, მარცხნივ კი – მოსკოვიდან ჩამოფრენილი  სტუმრები იყვნენ ჩამწკრივებულები. სოდას გვერდით სამი ადგილი იყო ცარიელი, სადაც „შემოსწრებული“ ამერიკელები უნდა დამსხდარიყვნენ, თუმცა  მათ „ჯიპის“ მძღოლი მანქანაში დატოვეს. გურამმა ჯერ სპირსი და ჰარისი მიუსვა გვერდით სოდას. შემდეგ მძღოლიც, რაც სპირსს არ ეპიტნავა. უშიშროების მინისტრმა წითელი ღვინით სავსე ჭიქა ასწია, ფეხზე წამოდგა და თქვა:
– ძვირფასო სტუმრებო, ჩვენო პატივცემულო კოლეგებო და მეგობრებო, სანამ ამერიკელებსა და რუსებს ერთმანეთს გაგაცნობთ, პატარა შესავალს გავაკეთებ. საქართველოში არის ერთი კუთხე, რომელსაც გურიას ეძახიან და სხვათა შორის, წარმოშობით მეც ამ კუთხიდან გახლავართ. ჩვენთან, სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს მშვიდობისას სვამენ. ამიტომ, გურულად დავიწყოთ და მშვიდობა ვადღეგრძელოთ. გაუმარჯოს მშვიდობას!
გურამმა რუსები და ამერიკელები ერთმანეთს გააცნო და იმავე სტილში შესვა მეგობრობის სადღეგრძელო, როგორც მშვიდობისა. იგივე გაიმეორეს სუფრის დანარჩენმა წევრებმაც.
დაახლოებით ერთი საათი იქნებოდა გასული, როდესაც გურამი წამოდგა და სუფრის წევრებს მიმართა:
– ძვირფასო მეგობრებო, დროებით დავასრულოთ ჩვენი სადილი. დაღლილები ბრძანდებით და დასვენება გჭირდებათ. ოთხი საათისთვის თათბირზე შევხვდებით ერთმანეთს. აბა, დროებით!
რუსები „ჯიპებით“ წაიყვანეს სასტუმროში და ისინი გურამმა მიაცილა. სპირსი და ჰარისი სასტუმროში უშიშროების ოფიცერმა ამერიკელებისვე მანქანით წაიყვანა. „ჯიპის“ მძღოლი სხვა მანქანას გააყოლეს.
***
ჰარისი რომ სათათბირო კაბინეტში შევიდა, ოთხს ხუთი წუთი აკლდა და ყველა ახლად ჩამოფრენილი რუსი იქ იმყოფებოდა, ისინი მშვენივრად გამოიყურებოდნენ, იქვე იყვნენ სოდა და ლინდა ჯექსონიც. გურამი კი მაგიდის თავში იჯდა. ისევე, როგორც რამდენიმე საათის წინ რესტორანში, როდესაც სუფრას თამადობდა. ჰარისი მიესალმა შეკრებილებს და თავის ადგილზე დაჯდა.
– ბატონი სპირსი მალე მოვა?
– ბატონო გურამ, მელორ სპირსი ცოტა ხანში შემოგვიერთდება.
– კარგი, ბატონებო. რადგან ასეა, მაშინ დავიწყოთ, – თქვა გურამმა, შემდეგ მისგან მარცხნივ მჯდომ სტუმარს მხარზე ხელი დაადო და დაამატა, – პოლკოვნიკი ვასილ მელია გააკეთებს მოხსენებას და მოვუსმინოთ.
ეროვნებით ქართველი, ორმოციოდე წლის ვასო მელია რუსეთის უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტული განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. თავის საქმეში მას ბადალი არ ჰყავდა და კოლეგები „ლისას“ ეძახდნენ, რაც ქართულად მელიას ნიშნავს. ეს მეტსახელი ქართველ პოლკოვნიკს რუსებმა გვარის გამო კი არა, იმ პროფესიონალიზმისა და ეშმაკობის გამო შეარქვეს, რასაც ახალგაზრდა ქართველი პოლკოვნიკი მტრებთან ბრძოლის დროს იჩენდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვასო მელია თავისთან იხმო და პირადად გამოაგზავნა თბილისში. სამშობლოში ჩამოსვლამდე ვასო მელია საფუძვლიანად მოემზადა. შემდეგ თავისი ხელქვეითები შეკრიბა და საქართვლეოს დედაქალაქში ერევნის გავლით ჩამოფრინდა.
პოლკოვნიკი ვასო მელია ფეხზე წამოდგა და შეკრებილებს მიმართა:
– ძვირფასო კოლეგებო, არ დაგიმალავთ და მოგახსენებთ, რომ საკმაოდ რთული, შეიძლება ითქვას, სახიფათო მდგომარეობაა შექმნილი და გამწვავება ყოველწამიერადაა მოსალოდნელი. ჩვენ დავუკავშირდით ირანულ მხარეს. მათ დაგვიდასტურეს, რომ ჩვენ მიერ მითითებული ბანკიდან მართლაც გაიტანეს ათი მილიონი დოლარი, თითქმის მაშინვე, როგორც კი იქ ეს თანხა გადაირიცხა. დადგენილია თანხის გამომტანიც, რომელიც ბიზნესმენია და ეს ფული სრულიად ლეგალურად გამოიტანა. თუმცა, გვაცნობეს ისიც, რომ ზემოხსენებულმა პიროვნებამ ირანი იმავე დღეს დატოვა და მანქანით პაკისტანის ტერიტორიაზე გადავიდა. საბაჟო პუნქტზე შემოწმებისას მას მცირე თანხა, სულ რაღაც ორი ათასი დოლარი ჰქონდა თან და ათი მილიონი არ გაუტანია. ამგვარად, სავარაუდოა, რომ ჯერჯერობით ათი მილიონი დოლარი კვლავ ირანის ტერიტორიაზეა. ირანელი ბიზნესმენი სახელად მაშიდ დანიაფორაა. ის ცხვრის ხორცის იმპორტიორია და ბევრს მოგზაურობს. მსოფლიოში ფართო კავშირები აქვს და სხვათა შორის, საქართველოშიც ორჯერაა ნამყოფი. ჩვენი ირანელი კოლეგები საქმის კურსში არიან და მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებთან მტრული ურთიერთობა აქვთ, ყველანაირად დაგვეხმარებიან. ამჟამად დანიაფორის ინტენსიური ძებნა მიმდინარეობს პაკისტანში და არა მხოლოდ იქ. ირანის უშიშროების სამსახური კი თავის ტერიტორიაზე ახორციელებს გამოძიებას, რომ დანიაფორის მეშვეობით გავიდეს ფულის კვალზე და მისი მეშვეობით – „ეშმაკის ამონასუნთქზე“. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად გვაცნობებენ.
– პოლკოვნიკო, შეიძლება, ერთი კითხვა? – ხელი ასწია ჰარისმა, რომ მელიას ყურადღება მიეპყრო.
– დიახ, ბრძანეთ, ბატონო ჰარის, – თქვა პოლკოვნიკმა.
– ხომ არაა შესაძლებელი, რომ ჩვენი ირანელი კოლეგები იტყუებიან? – იკითხა ჰარისმა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ირანელები ხელს უწყობენ ბაქტერიის გამტაცებლებს? – კითხვითვე უპასუხა „ლისამ“ ჰარისს.
– შეიძლება, არ უწყობენ ხელს, მაგრამ არც უშლიან, – თქვა ჰარისმა და დააყოლა, – თუმცა, ეს, ამ შემთხვევაში, ერთი და იგივეა.
– დიახ. ასეა, – დაეთანხმა ამერიკელს პოლკოვნიკი და დაამატა, – გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი რამ უნდა გამოვრიცხოთ.
– რატომ?
– იკითხა ჰარისმა.
– იმიტომ, რომ ირანის პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტმა პირადად სთხოვა დახმარება და დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო. ამ დონეზე კი ასეთი ტყუილი დაუშვებელია და ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენთან ჩვენი ირანელი კოლეგები პატიოსნად თანამშრომლობენ და მათზე დაყრდნობა შეიძლება.
ჰარისმა რომ ვასო მელიას პასუხი მოისმინა, გულში გაიფიქრა:. „თქვენ, რუსები თუ ხართ ამ შემთხვევაში პატიოსნები და ხომ არ ცდილობთ, გაგვაცუროთ“,  თუმცა, ხმამაღლა არ გამოუთქვამს თავისი აზრი. ახალგაზრდა ქართველი პოლკოვნიკი კი რისი „მელია“ იყო, რომ ამერიკელი კოლეგის აზრს ვერ მიმხვდარიყო და მყისვე უთხრა:
– ბატონო ჰარის, თქვენ იქნებ ჩვენშიც გეპარებათ ეჭვი, ისევე როგორც ირანელების გულწრფელობაში, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს  ასე არაა და ამ საქმეში შეგიძლიათ, ასი პროცენტით გვენდოთ.
– არა, რას ბრძანებთ, ბატონო პოლკოვნიკო, – იუარა ჰარისმა, რომელმაც გაიფიქრა, – ეს წყეული რუსი პოლკოვნიკი ჩემს გულში ხომ არ იჯდაო.
– კეთილი, მჯერა, – თქვა პოლკოვნიკმა და თათბირის მონაწილეებს მიმართა:
– მეგობრებო, თუკი შეკითხვები არ გაქვთ, მოდი, უახლოესი მოქმედების გეგმა შევადგინოთ.
– მე მაქვს შეკითხვა, – ხელი ასწია ლინდა ჯექსონმა.
– ბრძანეთ, ქალბატონო, – მიუგო ქალს მელიამ.
– ბატონო პოლკოვნიკო, დავუშვათ, რომ „ეშმაკის ამონასუნთქი“ პირველად თქვენ ჩაიგდეთ ხელში. ხომ არ მოხდება ინფორმაციის დამალვა ჩვენთვის და შეეცდებით თუ არა, დამოუკიდებლად იმოქმედოთ? – თქვა ლინდა ჯექსონმა და მელიას მწველი მზერა მიაპყრო.
„ლისამ“ კი ქალს გაუღიმა და მიუგო:
– ასეთი რამ გამორიცხულია. აქ ჩვენ ერთობლივი მოქმედებისთვის ვართ შეკრებილები და გარწმუნებთ, რომ ჩვენგან ვერაგობა გამორიცხულია. მჯერა, რომ ასევე იქნება თქვენგანაც.
– ბოდიშს გიხდით, პოლკოვნიკო. ნამდვილად არ მინდოდა თქვენი წყენინება, – უთხრა მელიას ჯექსონმა.
– არ მწყენია, – გაუღიმა მელიამ ქალს და დაამატა, – ახლა კი გეგმაზე გადავიდეთ.
უცებ სათათბირო ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე მელორ სპირსი გამოჩნდა.
ბიუროს მთავარი გამომძიებელი სახეწამოჭარხლებული შევიდა ოთახში. ხელში მას მობილური ტელეფონი ეჭირა. შუა ოთახში გაჩერდა და თქვა:
– „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელმა დამირეკა და დამემუქრა. ბოლოს კი მითხრა, ნახევარ საათში დაგირეკავო და აქეთ გამოვემართე.
შეშინებული მელორ სპირსის საქციელზე გურამსა და მელიას გულში გაეცინათ. მინისტრმა კი ამერიკელს ჰკითხა:
– რა გითხრათ სიმონ ბასილელმა, ბატონო სპირს?
– მითხრა, – ჩემს დევნას თავი დაანებეთ და საიდანაც ჩამოეთრიეთ, ისევ იქ წაეთრიეთო. ამას თუ არ იზამთ, ვაშინგტონში უბედურებას დავატრიალებ. ეს მე შემიძლია და კარგად იცითო.
– ნახევარ საათში რატომ გადმოვრეკავო, არ უთქვამს? – ჰკითხა გურამმა შეშინებულ სპირსს.
– მოსკოვიდან ჩამოსული რუსების მეთაურთან მინდა ლაპარაკი. მათი ტელეფონების ნომრები არ ვიციო, – უპასუხა სპირსმა.
– უცნაურია, – მხრები აიჩეჩა გურამმა და სპირსს ჰკითხა:
– ბასილელმა იცოდა, რომ აქ არ იყავით?
– დიახ. ჩვენი დილანდელი სუფრის შესახებაც იცოდა და ისიც, მე რომ სასტუმროში დავრჩი. გამოდის, რომ „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელს აქ ინფორმატორი ჰყავს, ვინც მას ყველაფერს ატყობინებს.
– არაა გამორიცხული, მაგრამ აქ უფრო სხვა რამაა მნიშვნელოვანი, – თქვა მინისტრმა.
– რა, ბატონო გურამ? – იკითხა შეშინებულმა სპირსმა.
მინისტრმა მობილურზე ნომერი აკრიფა, სპირსს კი მიუგო:
– ის, ბატონო სპირს, რომ ბასილელმა ჩემი ტელეფონის ნომერი იცის და თუ იცოდა, რომ „მოდულში“ თათბირი ტარდება, მაშინ მე დამირეკავდა და ჩვენს რუს სტუმრებთან დალაპარაკებას მე მთხოვდა. ვფიქრობ, რომ მას თქვენი გამოყვანა უნდოდა სასტუმრორს ნომრიდან.
– ჩემი გამოყვანა? – გაიმეორა სპირსმა. ამ დროს მინისტრის ზარს უპასუხეს და გურამმა ოპერატიული განყოფილების უფროსს უთხრა:
– სასწრაფოდ შეამოწმეთ ამერიკელების ნომერი  სასტუმროში.
– ახლა ვაპირებდი თქვენთან დარეკვას და დამასწარით, – უთხრა მინისტრს ოპერატიული განყოფილების უფროსმა.
– რა მოხდა? – მშვიდად იკითხა გურამმა.
– ამერიკელების ნომერში ძლიერი ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დაიწვა. მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს და არც მსხვერპლია და არც დაზიანებულია ვინმე, უფრო სწორად, დაშავებული, – უპასუხა მინისტრს ოპერატიულის უფროსმა.
– კარგი. ადგილზე მიდით და ყველაფერი გულდასმით მოიკვლიეთ. ვიდეოკამერების ჩანაწერები არ დაგავიწყდეთ, – უთხრა მინისტრმა ხელქვეითს და მობილური გათიშა. შემდეგ კი თათბირის მონაწილეებს ამცნო:
– ჩვენი ამერიკელი მეგობრების სასტუმროს ნომერი გადაიბუგა. მსხვერპლი არაა.
– ჩვენი სასტუმროს ნომერი? – „შეიცხადა“ სპირსმა.
– დიახ, – თქვა გურამმა და დააყოლა, – აი, რატომ გამოგიტყუათ ნომრიდან ბასილელმა.
სპირსს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მინისტრმა ხელით ანიშნა, გაჩუმდიო  და მობილურს უპასუხა:
– გისმენთ.
– მიცანით, ალბათ, ბატონო გურამ, – თქვა „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელმა.
– დიახ. გისმენთ, – თქვა მინისტრმა.
– ხანძარმა დიდი ზარალი ხომ არ მოგაყენათ? – ჰკითხა ბასილელმა მინისტრს.
– გავუძლებთ, – თქვა გურამმა.
– ხომ დარწმუნდით, რომ მოუხელთებელი ვარ და სირთულეებს რატომ იქმნით ჩემი დევნით? – თქვა ბასილელმა და პაუზის შემდეგ დაამატა, – ჯობია, უმტკივნეულოდ გადაიხადოთ დარჩენილი ოთხმოცდაათი მილიონი დოლარი და სხვა მოთხოვნებიც შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც შეგპირდით, აუცილებლად აგისრულებთ.
– ფულს ვინც იხდის, გადაწყვეტილებასაც ის იღებს. ასე რომ, მისამართი შეგეშალათ, ბატონო სიმონ, – თქვა გურამმა.
– ჰოდა, ამერიკელების გასაგონად ვიმეორებ, რომლებიც ახლა ჩვენს საუბარს ისმენენ, რომ თუ არ სურთ მათი დედაქალაქი ჯოჯოხეთად გადავაქციო, დარჩენილი ფული, მოთხოვნისამებრ, გადმომცენ და ტყუილად ნუ დამდევენ.
– კიდევ რის თქმა გსურთ?
– ქართველი ეროვნების რუს პოლკოვნიკთან დამალაპარაკეთ, – უთხრა გურამს სიმონ ბასილელმა.
მინისტრმა ტელეფონი პოლკოვნიკ ვასო მელიას გადასცა, რომელმაც  ბასილელს ქართულად უპასუხა:
– გისმენთ.
– გამარჯობა, პოლკოვნიკო.
– გაგიმარჯოს, დოქტორო. ყურადღებით გისმენთ, – თქვა ვასო მელიამ.
– მერწმუნეთ, პოლკოვნიკო, რომ ვერაფრით დაეხმარებით მაგ ჩასვრილ ამერიკელებს. მეტიც, ზარალს მოუტანთ როგორც მას, ასევე თქვენს, ბოდიში, ჩვენს სამშობლოს საქართველოსაც. ამიტომ, შეწყვიტეთ დახმარება და მოსკოვში გაემგზავრეთ, – უთხრა ბასილელმა მელიას.
– დოქტორო, ჩვენი სამშობლოსთვის ზიანის მიყენებას თქვენ აპირებთ და მე მაბრალებთ? – უთხრა ბასილელს მელიამ.
– მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გამო, პოლკოვნიკო. მე სხვა გზა არ მრჩება. მოთხოვნები უნდა შესრულდეს. თქვენ კი ხელს უშლით ამას.
– თქვენ არ  ამბობთ, დოქტორო, მოუხელთებელი ვარო და მე როგორ შეგიშლით ხელს?
– ნუ ცდილობთ, ფულის მეშვეობით მომიხელთოთ.
– კონკრეტულად?
– ირანის უშიშროებისთვის დახმარების თხოვნას ვგულისხმობ. გარწმუნებთ, რომ ისინი ვერ დაგეხმარებიან. ფული ჩემთანაა, ხოლო მაშიდ დანიაფორი კი – მკვდარი, – უთხრა ბასილელმა მელიას და პაუზა გააკეთა, პოლკოვნიკმა კი მიუგო:
– გასაგებია, დოქტორო, რომ საუცხოოდ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად მოქმედებთ, რომელიც შესანიშნავად არის ინფორმირებული. თუმცა გარწმუნებთ, რომ განწირულები ხართ და საშინლად დამარცხდებით. თქვენ უძლიერეს სისტემებს დაუპირისპირდით და გამარჯვების მიზერული შანსიც არ გაქვთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3