კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ფერები და ჩვენი ხასიათი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ალბათ შეამჩნევდით, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ფერები გვიზიდავს. ეს ძალიან ნორმალურია და ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში გადასვლებს ახლავს თან. როგორც კი იცვლება ინდივიდის ფსიქოლოგია, იცვლება მისი გემოვნებაც.
ფერების ფსიქოლოგია მთელი მეცნიერებაა და შეისწავლის, თუ როგორ გავლენას ახდენენ ფერები ჩვენს განწყობასა და ქცევაზე. ალბათ, არ იცოდით, რომ მაგალითად, პლაცებოს აბები ძალიან ფერადია, იმიტომ რომ უფრო ძლიერი ეფექტი ჰქონდეს პაციენტზე. დაიჯეროს, რომ სტიმულატორს იღებს, ცნობილია, რომ ღია ცისფერი ფერის აბებს დეპრესიის სამკურნალოდ იყენებენ, რადგან უფრო მეტად მოქმედებს ადამიანზე.
ზოგადად, ცისფერს და მწვანეს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ეს ფერები წყალთან, საკვებთან და მყუდრო თავშესაფართან ასოცირდება.
რას ნიშნავს თქვენი საყვარელი ფერი? ამაში გასარკვევად აარჩიეთ ფერების ის ჯგუფი, რომელიც უფრო ახლოსაა თქვენთან და ნახეთ შედეგები.
* შავი, წითელი, ყავისფერი ან ნაცრისფერი
ვისაც ეს ფერები იზიდავს, გარეგნულად შეიძლება, პირქუში ჩანდეს, მაგრამ გული ძალიან მგრძნობიარე აქვს.  ენერგიულია, ძლიერი და ვნებიანი.  
* ნარინჯისფერი
ის ადამიანები, რომლებიც ამ ფერს ანიჭებენ უპირატესობას, ძალიან დიდი შემოქმედებითი ნიჭი აქვთ, ამასთან, ჯანსაღად და ბედნიერად ცხოვრობენ. მოსწონთ თავგადასავლები და მიწიერი სიამოვნებები.
* ყვითელი
ისინი, ვისაც ყვითელი ფერი მოსწონთ და ხშირად ყვითელ ტანსაცმელს იცვამენ, ძლიერი და ქმედებებზე ორიენტირებული ადამიანები არიან. მათგან კარგი ლიდერები და კარგი ბიზნესმენები დგებიან.   ცოტა სიჯიუტეც  კი  ახასიათებთ,  ეს მხოლოდ დადებითად აისახება მათ საქმიანობაზე.
* მწვანე
მწვანე გულის ჩაკრისფერია. ეს ფერი იმ ადამიანებს უყვართ, ვინც ძალიან არის დაკავშირებული გულთან და ემოციურ ცენტრთან. ისინი კარგი მსმენელები არიან და კარგი მკურნალები. მათი ყველაზე დიდი სიხარული სხვა ადამიანების დახმარებაა.
* ცისფერი
კომუნიკაბელური ადამიანების ფერი. ისეთ ადამიანებს მოსწონთ, ვისაც ძალიან უყვარს ლაპარაკი და ყველასთან ახერხებს საერთო ენის გამონახვას. მათ კარგად ესმით სხვა ადამიანების და ცოტათი ექსცენტრიკულებიც  შეიძლება იყვნენ.
* იასამნისფერი
ეს ფერი ინტუიციური ადამიანების საყვარელი ფერია. მათ კარგი ფსიქოლოგიური შესაძლებლობები აქვთ და ძალიან მოწყურებულები არიან ცოდნის მიღებას.
* ვარდისფერი
ვარდისფრის მოყვარული ადამიანები ძალიან მხიარულები და სხვა ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭების მოსურნეები, კეთილები და გულღიები არიან. ისინი ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.
скачать dle 11.3