კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ჩემმა შვილმა გაიგო, რომ საყვარლისგან ორსულად ვარ და სახლში აღარ მიშვებს

რაც ქმარს გავშორდი და შვილთან ერთად მარტო დავრჩი, კაცისკენ არ გამიხედავს. უფრო სწორად, არავის საყვარელი არ მინდოდა გავმხდარიყავი. არ დავმალავ და სულ ვფიქრობდი, თუ კარგი კაცი გამოჩნდა, მეორედ გავთხოვდები, შევქმნი ოჯახს და მშვიდად ვიცხოვრებ-მეთქი. გავიდა წლები, მაგრამ ასეთი მამაკაცი არ გამოჩნდა, საყვარლობას კი ბევრი მთავაზობდა. ეტყობა, შვილიანი და უქმრო ქალი თუ ხარ, სერიოზულად არავინ გიყურებს, ყველას შენი „შებმა“ უნდა. მოგიხალისებს და მერე მიგაგადებს. მე კი, იმდენი ჭკუა მქონდა, ეს შეცდომა არ დამეშვა, მით უმეტეს, ბიჭი მეზრდებოდა. მოკლედ, ერთხელაც, ჩემს თანამშრომელთან მოვიდა ბიძაშვილი. მოვეწონე, დაინტერესდა ჩემით და დავიწყე მასთან  შეხვედრები. არ მინდოდა, ჩემს ბიჭს ენერვიულა და ამიტომ ვუმალავდი. თან, გიას ცოლი და შვილები ჰყავს. მართალია, რომ ამბობენ, არასდროს თქვა, არასდროსო. ახლაც ვერ ვიაზრებ, რომ ეს მე დამემართა. არადა, სულ იმას ვამბობდი, ცოლიან კაცს როგორ შევხედავ სერიოზულად, ამას არასდროს ვიკადრებ და გავაკეთებ-მეთქი. ჰოდა, ასე დამემართა, თუმცა გააზრებულად და არა შეცდომით. იმდენად შემიყვარდა გია, მასთან დავწექი. სიმართლე გითხრათ, არცერთი წუთით არ მინანია. თავს ბედნიერად და რაც მთავარია, ნამდვილ ქალად ვგრძნობდი. ისიც არაფერს მაკლებდა. თუმცა, ერთ დღესაც, როცა გავიგე ორსულად ვიყავი, თავზარი დამეცა,  მივხვდი, შარში გავყავი თავი. გიასთან პაემნებს კი ვმალავდი, მაგრამ მუცელი რომ წამომეზრდებოდა, ვის დავუმალავდი? თან, აბორტის გაკეთებას არც კი გავიფიქრებდი. მოკლედ, გიას რომ ეს ამბავი ვუთხარი, არც კი გაკვირვებია. მითხრა, გააჩინე და დაგეხმარები გაზრდაშიო. მაგრამ ჩემმა ბიჭმა რომ გაიგო, ერთი ამბავი დამაწია. მიყვირა, ეს რა გააკეთე, ხალხში თავი არ გამომეყოფა, სად ვთქვა, დედაჩემს საყვარელი ჰყავს და თან, ნაბიჭვარს აჩენსო. ვერაფრით ავუხსენი სიტუაცია. ისეა გაღიზიანებული, ჩემი მოსმენაც არ უნდა. მოკლედ, არჩევნის წინაშე დამაყენა, ან შენ წადი ამ სახლიდან და ან მე წავალო. 20 წლის ბიჭს ვერ გავუშვებდი საკუთარი ბინიდან, შემეშინდა, სად უნდა იწოწიალოს, გზას არ ასცდეს-მეთქი. უთქმელად ჩავალაგე ბარგი და გიას ნაქირავებ ბინაში გადავედი. გიამაც სცადა დალაპარაკება, იმის ახსნა, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ცოლს ვერ გასცილდება, შვილს მამობას გაუწევს და გვარსაც მისცემს, მაგრამ უშვერი სიტყვებით აგინა. მე კი გამაფრთხილა, აქ მოსული არ დაგინახო, გააჩინე და გაზარდე ეგ ბავშვი. ჩემი სახელი კი არ ახსენოო. ღამეები არ მძინავს, არ ვიცი, რას ჭამს, რას სვამს, როგორ ირეცხავს, იუთოვებს და, საერთოდ, როგორ ცხოვრობს დამოუკიდებლად ჩემი ნალოლიავები და ხელის გულზე გაზრდილი შვილი. მაგრამ გამოსავალს არ მიტოვებს. იმედია, ბავშვი რომ გაჩნდება, საკუთარ დას ან ძმას არ მოიძულებს, შეიყვარებს და მერე მაინც მოულბება გული. მისიც მესმის, რთულია ბიჭისთვის დედისგან ასეთი საქციელი, მაგრამ მეც ხომ ქალი ვარ, მინდა მამაკაცის სითბო და ყურადღება. თან, ისიც მიხარია, მეორე შვილს რომ ველოდები, სქესიც კი არ გამიგია, არ მაინტერესებს. მთავარია, ჯანმრთელი დაიბადოს და იქნებ, მან მაინც შემარიგოს ჩემს ბიჭთან.
ნათია, 44 წლის.скачать dle 11.3