კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: მართლია, გარდატეხის ასაკს გადავაბიჯე, მაგრამ, სახეზე საშინელი გამონაყარი მაქვს. ვიმკურნალე კიდეც, მაგრამ შედეგით კმაყოფილი არ ვარ. იქნებ მირჩიოთ, რა გავაკეთო, რომელი  შინაური რეცეპტები გამოვიყენო, რომ სახე გადამეწმინდოს?
პასუხი: ა
რსებობს სახეზე გამონაყრის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებები. მაგალითად: მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ლიმონის წვენი – ყოველდღიურად 7-8 ჭიქა წყლის მიღება, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებს კანის აღდგენის პროცესს. კანის სწრაფად აღსადგენად,  გამონაყარზე წაისვით თაფლი, ათი წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. A ვიტამინით მდიდარი პომიდორი ხელს უშლის გამონაყრის გაჩენას. რაციონში შეამცირეთ ან მთლიანად ამოიღეთ ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული, ცხოველური ცხიმები. დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ, ნელთბილი წყლით და ნაზი საპნით. ნუ შეეხებით სახეს ჭუჭყიანი ხელებით. დაძინებამდე, აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი. წაისვით გამონაყარზე ალოე ვერას გელი ან წვენი და დაიტოვეთ. თქვენს კანს სწრაფად აღადგენს, ასევე, ვაშლის ძმარი. ის კლავს გამონაყრის გამომწვევ ბაქტერიებს და მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს კანზე. სუფთა, მშრალ კანზე დაიდეთ ძმრიანი ბამბის ტამპონები (1 სადილის კოვზი ძმარი გააზავეთ 8 სადილის კოვზ წყალში) და გაიჩერეთ 10 წუთით.   ვაშლის ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი. არსებობს სპეციალური ნიღბებიც: პროტეინებით მდიდარი კვერცხის ცილის ნიღაბი კი, განკურნავს და აღადგენს თქვენს კანს. კვერცხის გულისგან განაცალკევეთ ცილა და წაისვით სუფთა სახეზე, დაიტოვეთ თხუთმეტი წუთით და ჩამოიბანეთ. მოამზადეთ შვრიის ფაფა წყლით და სუფთა სახეზე ნიღაბივით დაიდეთ. გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ. შედეგს, რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშნავთ.
კითხვა: დეკოლტეს და ყელის არეში კანი მომეშვა და მობერდა. რა გავაკეთო, რომ ეს პროცესი შევაჩერო?
პასუხი: 
ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ სეზონური ციტრუსები. მანდარინის ან ფორთოხლის წვენი აურიეთ ერთ კოვზ რძეში და ორ კოვზ ფქვილში. მიღებული მასა დაიტანეთ დეკოლტესა და ყელის მიდამოებში. გააჩერეთ დაახლოებით, 20 წუთით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ტანის ლოსიონი.

скачать dle 11.3