კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№32 კუჭ-ნაწლავის გამწმენდი შავი ქლიავის სამდღიანი დიეტა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ქლიავი დაბალკალორიულია, ნაკლები ოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, შაქარს და არ შეიცავს ქოლესტერინს. მდიდარია C და A ვიტამინებით, ასევე მასში დიდი ოდენობითაა მინერალები. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაში ეხმარება. ქლიავს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება. ის აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას და სწორედ, ამ გზით ახდენს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის პრევენციას. შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, სორბიტოლს, ისატინს და გამოიყენება შეკრულობის საწინააღმდეგოდ, წარმოადგენს ბუნებრივ საფაღარათო საშუალებას. ქლიავი შეიცავს ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით რკინას, კალიუმს, ფტორს.
შავი ქლიავის 3-დღიანი დიეტა, დაახლოვებით 2 კილოგრამს დაგაკლებინებთ. ამასთანავე, მოგიწესრიგებთ ნაწლავების მუშაობას და გაწმენდს ორგანიზმს.
პირველი დღე
საუზმე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, გრეიპფრუტი, უშაქრო ყავა და 4 ცალი შავი ქლიავი.
სადილი: ცოცხლად გახეხილი 1 ცალი სტაფილოსა და დაჭრილი ბულგარული წიწაკის  სალათა, 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 8 ცალი შავი ქლიავი.
ვახშამი: 1 ნაჭერი მოხარშული თევზი, 6 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: 1 ჭიქა მაწონი და  5 ცალი შავი ქლიავი.
სადილი: ბოსტნეულის სუპი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 5-6 ცალი შავი ქლიავი.
ვახშამი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, 6 ცალი შავი ქლიავი და მწვანე უშაქრო ჩაი.
მესამე დღე
საუზმე: 1 ულუფა შვრიის ფაფა, 6 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ყავა.
სადილი: ბოსტნეულის სუპი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 6 ცალი შავი ქლიავი.
ვახშამი: 1 ჭიქა რძე, 5 ცალი შავი ქლიავი.скачать dle 11.3