კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ დავამზადოთ თმის ნატურალური ნიღბები

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. საკუთარი ხელით დამზადებული ნატურალური ნიღბები თმას გააძლიერებს, დაუბრუნებს ბზინვარებას და ქერტლსაც მოგაშორებთ.
ნიღაბი ყველა ტიპის თმისთვის

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს კონიაკი და თაფლი. დაუმატეთ კვერცხის გული. კარგად მოურიეთ. მიღებული მასა წაისვით სუფთა თმაზე, გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ. ბოლოს გადაივლეთ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი.
თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგო ნიღაბი
ალოეს წვენი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ თაფლსა და კვერცხის გულს. მიღებული მასა წაისვით სუფთა თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
თმის ცვენის შემაჩერებელი და გაყოფილი ბოლოების აღმდგენი ნიღაბი
1 სუფრის კოვზ თაფლს შეურიეთ 1 კვერცხი და 2 სუფრის კოვზი ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მომზადებული ნიღაბი გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ  45 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.
თმის სიგრძეში გასაზრდელი ნიღაბი
ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია თვეში 3-ჯერ. მისთვის დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი დემიქსიდი, რომელიც თავისუფლად იყიდება აფთიაქებში და 3 სუფრის კოვზი ქაცვის ზეთი. შეათბეთ ქაცვის ზეთი, დაუმატეთ დემიქსიდი და კარგად შეიზილეთ თმის ძირებსა და თავის კანში. შეიფუთეთ კარგად პირსახოცით და გაიჩერეთ 2 საათი, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ. გარდა თმის სწრაფად ზრდისა, ეს ნიღაბი თმას განსაკუთრებულ ბზინვარებასა და ჯანსაღ იერს ანიჭებს.
თმის მზინვარებისა და დარბილების ეფექტის მიმნიჭებელი ნიღაბი
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ. 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა რძე კარგად ათქვიფეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
კარგია, თუ ყოველი დაბანის შემდეგ, თმაზე გადაივლებთ, თბილ წყალში გახსნილ ვაშლის ძმარს. ის თმას არბილებს, ქერტლს აშორებს და ანიჭებს ბზვინვარებას. ასევე, კარგია მაიონეზისა და ლიმონის წვენის ნაზავი, რომელიც თმას ამაგრებს და იცავს ნეგატიური ზემოქმედებისგან.скачать dle 11.3