კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რა მომენტში ზიანდება ადამიანის კარმა და როგორ აღვიდგინოთ ის

ზოგი ადამიანი ჰარმონიულად ცხოვრობს, უხარია, განიცდის და ტკბება ბედნიერებით. ზოგიც დადარდიანებულია, საყვარელ ადამიანთან პრობლემები აქვს, ცხოვრებისეულ ბარიერებს თავს ვერ ართმევს და მცირედი წინააღმდეგობაც კი, დეპრესიაში აგდებს.
ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაზე კარმა დიდ გავლენას ახდენს. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევთ შვილს, რადგან სახელი, მომავალში, ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას, მათ შორის, ბედნიერ სიყვარულზე, კარიერულ წინსვლასა და ჰარმონიულ ოჯახურ თანაცხოვრებაზე.
ცხოვრებაში ყოველთვის ისე არ ვითარდება მოვლენები, როგორც ჩვენ გვსურს ან წარმოგვიდგენია. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა, მთავარი, მაინც, ადამიანის კარმაა. ანუ, ჩვენ ცხოვრებაში იმას ვიღებთ, რასაც გავცემთ. სასიყვარულო ურთიერთობაზე კი, კარმა უდიდეს გავლენას ახდენს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, იქნებით თუ არა ამ მხრივ იღბლიანი და ბედნიერი და საერთოდ, რამდენად გიმართლებთ.
კარმა თქვენ მიერ წარსულში და წინა ცხოვრებაში ჩადენილი საქციელის ასახვის პრინციპია. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი ქმედებები და მცდელობები კარგ კარმას გვაძლევს, ცუდს კი – საწინააღმდეგო, ცუდი კარმისკენ მივყავართ. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, კარმის პრინციპები ცოტა უფრო რთულად აღსაქმელი ხდება. სიყვარული საკმაოდ რთული და ყველაფრის მომცველი გრძნობაა. მას შეუძლია ყველაზე გონიერ ადამიანსაც კი, დააკარგვინოს თავი და ისეთი სისულელეები ჩაადენინოს, რაც სხვისგან გაუკვირდებოდა. ამიტომ,  თუ ამ მხრივ სიფრთხილე და წინდახედულება არ გამოიჩინეთ, შეიძლება, ისე დააზიანოთ სასიყვარულო კარმა, აზრზეც ვერ მოხვიდეთ.
სასიყვარულო კარმის დაზიანება და დანგრევა შეუძლია ტყუილს, ღალატს, შეურაცხყოფას, დანაშაულის გრძნობას და ასე შემდეგ. ჰარმონიულ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობაში მცირედი ეჭვიანობაც ან რაიმე მიზეზის გამო წარმოქმნილი დანაშაულის გრძნობაც კი, სასიყვარულო კარმას საგრძნობლად აზიანებს და ის დანგრევამდე მიჰყავს.
თუ კარმის გამოსწორება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ როგორ იქცეოდით წარსულში. თუ ცუდი რამე ჩაიდინეთ, შეიძლება, მისი გამოსწორება ვერც მოხერხდეს, სამაგიეროდ, ამჟამინდელი პრობლემების მიზეზთა გაანალიზებით, შეგიძლიათ, სწორად განაგრძოთ წინსვლა და ჯანსაღი სასიყვარულო კარმის შექმნა თქვენი მომავლისთვის. გამოხატეთ გრძნობები. შეეცადეთ, მუდმივად ასიამოვნოთ პარტნიორს, არ დაიშუროთ კომპლიმენტები, იყავით კეთილი და მისი გრძნობების მიმართ ყურადღებიანი. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კარგი კარმის მოზიდვას თქვენს ურთიერთობაში. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, გადალახოთ ის გაღიზიანება, კონფლიქტური სიტუაციები და უარყოფითი ატმოსფერო, რაც თქვენ შორის იქმნება და რომელიც ეჭვიანობის, წყენის, გარიყულობის, მიტოვების მიზეზი ხდება. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. ამ დროს ჯობია, გულახდილად გაარკვიოთ სიტუაცია რჩეულთან, რადგან ეს თქვენს კარმაზე დადებითად აისახება.
როდესაც ადამიანების მიმართ წყენასა და ბოღმას აგროვებთ, ეს თქვენს სასიყვარულო კარმასაც დიდ ზიანს აყენებს. ამ უარყოფით ემოციებს კი უძლიერესი ენერგია აქვს, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვერ მოიშორებთ, ნელ-ნელა საკუთარ ცხოვრებასაც დაანგრევთ და ურთიერთობებსაც სწორად ვერ გააანალიზებთ. უბრალოდ, ისწავლეთ ადამიანების გაგება და პატიება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.скачать dle 11.3