კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ ააშენეს უზარმაზარი ბუნკერი მამა დავითის მთაზე, ბერიას საიდუმლო ბრძანებით

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას ყოველთვის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები ეკავა და სტალინის შემდეგ, საბჭოთა-კომუნისტური წყობის უპირველეს ბურჯს წარმოადგენდა, ის არასდროს ყოფილა ორთოდოქსი კომუნისტი. მეტიც, ბერია ეროვნული ცნობიერების მქონე პიროვნება იყო და ყველა ღონეს ხმარობდა ამ პოზიციის (ეროვნულობის) მაქსიმალური რეალიზაციისთვის.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იური ევსეევსკი წერს:  „დადასტურებული ფაქტია, რომ ლავრენტი ბერია ნაციონალურ პროზიციებზე იდგა და ყოველმხრივ ცდილობდა თავისი ქვეყნისა და ერის ფეხზე დაყენებას და ეს გამოუვიდა კიდეც. რა არის იმაში ცუდი, თუკი შენი ხალხი და ქვეყანა გიყვარს და მისი აღორძინებისთვის იღვწი? ბერიას ეროვნული ღვაწლი არასოდეს ეწინააღმდეგებოდა ხოლმე საბჭოეთის ინტერესებს. ბერია არასდროს ცდილობდა თავისი ერის კეთილდღეობა სხვის უბედურებაზე აეგო. თუმცა, არც სხვა ერების წურბელობას იტანდა და ყოველთვის საწყისშივე აშთობდა ხოლმე ანტიქართულ გამოვლინებებს. სწორედ ბერია იყო ის კაცი, ვინც სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული 30 ათასი მოძმე სომეხი შეიფარა  1933 წლის დეკემბერში და ქართველებმა ისინი ღირსეულად მიიღეს და გამოაზამთრეს. თუმცა, 1934 წლის ივლისის დასაწყისში, იმავე ბერიას ინიციატივით, აჰყარეს და ერთ ღამეში თავის ისტორიულ სამშობლოში დააბრუნეს. ეს კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ სომეხ ლტოლვილებს საქართველოში დარჩენა მოუნდათ და ადგილობრივი მთავრობის გვერდის ავლით, პირდაპირ მოსკოვში „აფრინეს კაცი“, თანაც სრულიად საიდუმლო ვითარებაში. მაგრამ ბერია რის ბერია იქნებოდა, რომ ასეთი რამ გამოჰპარვოდა. მისმა „ჩეკისტებმა“ სომეხი შიკრიკი საქართველოსვე ტერიტორიაზე შეიპყრეს და ათასობით სომხის ხელმოწერილი წერილი-თხოვნა საქართველოში დასახლების თაობაზე, ჩამოართვეს. შიკრიკი გაქრა. ის, სავარაუდოდ, „ჩეკას“ სარდაფში დახვრიტეს. სომხები კი იმავე ღამეს გაუყენეს ისტორიული სამშობლოს გზას...“
სომეხი ლტოლვილების უკან დაბრუნების სრულიად სამართლიანი ისტორია ხრუშჩოვმა და კამპანიამ ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე გამოიყენეს და მოწმედ რამდენიმე უკან გასახლებული სომეხი მოიყვანეს, რომლებიც ამბობდნენ: ბერიამ ჩვენი მიწიდან აგვყარა და გენოციდი მოგვიწყოო. არა და, მხოლოდ შიკრიკი აორთქლდა, 30 ათასი სომეხი კი ისე გადაიყვანეს საქართველო-სომხეთის მაშინდელ ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომ ერთ ადამიანსაც არ წამოსტკენია თითი, თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია თავიდან...
ევსეევსკი, ბერიას სასამართლოზე მომხდარ ეპიზოდს აღწერს: „როგორც ეტყობა, ბერიას ფალსიფიცირებული სასამართლოს ცრუმოწმეებმა მომენტის გამოყენება სცადეს. მას მერე, რაც გამომძიებლებისგან დაზუთხული ტექსტები წარმოსთქვეს სასამართლოზე, რომან რუდენკოს წერილი გადასცეს თხოვნით, რომ 30 ათასი სომეხი „თავიანთ ძირძველ მიწებზე“, საქართველოში დაებრუნებინათ, სადაც 19 წლის წინ „უსამართლოდ აყარეს“. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ ორმოცდაერთი აქტივისტი სომეხი დააპატიმრეს, გაასამართლეს და დიდი „სროკები“ მისცეს, თან გააციმბირეს. უმეტესი მათგანი საპატიმროში დაიღუპა. ხოლო ბერიამ კი ისე გაიყვანა უკან, 30 ათასი კაცი, რომ არავის არაფერი დაშავებია, გარდა ერთი თავხედი შიკრიკისა...“
 ბერიას პატრიოტიზმი მხოლოდ უკანონო მოთხოვნის წამომყენებელი სომხების სრულიად კანონიერ გასახლებაში არ გამოიხატებოდა. იყო ბევრად უფრო სარისკო, შეიძლება ითქვას, სიცოცხლისთვის საშიში აქციებიც და საქართველოს მოტრფიალე ლავრენტი ბერია ყოველივეს საკუთარი მარიფათის, გამჭრიახი გონებისა და რისკის ფასად ახორციელებდა.
ევსეევსკი წერს: „საბჭოთა რესპუბლიკის მეთაურთა შორის ლავრენტი ბერია ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ადგილობრივად ნაწარმოები პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდულიდან შემოსული ვალუტის ორმოც პროცენტს პირდაპირ ადგილობრივ ბიუჯეტში  იღებდა. ამგვარად, საქართველოს  თავისი სავალუტო ბიუჯეტი ჰქონდა და მისი განკარგვა დამოუკიდებლად შეეძლო. ეს მაშინ, როცა ყველა დანარჩენ სხვა რესპუბლიკას (მათ შორის, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას) სავალუტო ანგარიში რომ მიეღოთ, ცენტრისთვის დაწვრილებითი ანგარიში უნდა წარედგინათ, თან ხარჯთაღრიცხვაში არაფერი გამორჩენოდათ. ბერიას, რამდენადაც მტკიცე რკინის ხელი ჰქონდა და შეეძლო უკიდურესი სისასტიკითაც კი ემოქმედა, იმდენად გამჭრიახი გონება გააჩნდა და შეუდარებელი მეურნე იყო. სწორედ ბერიას დროს, მისი ინიციატივითა და სრულიად საიდუმლოდ, აშენდა თბილისის ფუნიკულიორის (მამა დავითის მთის) კლდეებში უზარმაზარი თავშესაფარი. ეს ობიექტი საიდუმლო დოკუმენტებში სამოქალაქო თავდაცვის სტრატეგიულ ობიექტად იყო ფიქსირებული. იმ პერიოდისთვის თანამედროვე სავენტილაციო სისტემა ჰქონდა და ფაქტობრივად, მიუდგომელ მიწისქვეშა ნაგებობას წარმოადგენდა. გარდა ამისა, იქ იყო ძვირფასი საცავი, სადაც ოქროსა და პლატინის ზოდები, ძვირფასი ქვები და მრავალი ეროვნული რელიკვია ინახებოდა, რომლებიც ამჟამად უკვალოდაა გამქრალი. საცავში, აგრეთვე, განთავსებული იყო იარაღის არსენალი და პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების დიდი მარაგი. ბერიას მკვლელობის შემდეგ უშიშროების სპეცნაწილებმა ამ საცავიდან ყველაფერი მოსკოვში გაიტანეს. ისინი ერთი კვირა განუწყვეტლად ეზიდებოდნენ ყველაფერს. ბოლოს კი  საცავის მისასვლელები ისე ააფეთქეს და ჩახერგეს, რომ იქ მოხვედრა დღემდე შეუძლებელია.
скачать dle 11.3