კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 სულიერი სრულყოფილება და ნეტარების მცნებები

ასე იწყება ნეტარების ათი მცნების სრულყოფილების საფეხურებზე აღსვლის პერიოდი.
ნეტარების შესახებ ქრისტე ხალხს ასე განსწავლიდა:
1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი.
2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ.
3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი.
4. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და წყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღნენ.
5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
6. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი.
9. ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდნენ და გდევნიდნენ, და თქუენ ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის (მათე 6, 3-11).

„ნეტარების“ გაგება „სიხარულის“ გაგებისგან უნდა განვასხვავოთ. სიხარული სამი სახისაა: სულიერი, ბუნებრივი და დემონური.
დემონური სიხარული არის ტკბობა ცოდვით მისი ჩადენის მომენტში, მანამდე ან მის შემდეგ.
სულიერი სიხარული, განსაკუთრებით მოსაგრეებთან, გარკვეულ ხარისხამდე მარადიულ ნეტარებას გვაგონებს.
ნეტარება ზეციურ სასუფეველში მართალი სულის განსაკუთრებული მდგომარეობაა; ეს უღრმესი სიხარულია, რომლის გამოხატვაც ადამიანურ ენაზე შეუძლებელია.
ბერი თავის დღიურში წერს: „ნეტარ არს მამობრივ მკვლავებში, ვინც მოიძულა ადამიანური დიდება უმეტეს დიდებით ტკბობისა! ნეტარ არს, ვინც შეიცნო ამაოება ამაოებათა უწინარეს ამაოებაში ჩაძირვისა! ნეტარ არს, ვინც განჭვრიტა ყოველგვარი ხრწნილება და ნაყროვანება უწინარეს განძღომისა ხრწნილითა და ნაყროვანებითა! ნეტარ არს, ვინც შეიცნო არარაობა არარაობისა და უსარგებლობა უსარგებლოსი – ნათელი, არანაყროვანი სულით, და ასეთი სულით მთლიანად მიეცა უფალსა და მიეწება მას!“
მადლი ცხოველმყოფელობს და გულს გამუდმებით განაახლებს; ამიტომ ადამიანი სულის სისრულეს, ბედნიერებასა და ნეტარებას გრძნობს, რამდენადაც ამის შეგრძნება შემოსაზღვრული გრძნობისთვისაა შესაძლებელი.
აი, რაში იმალება ქრისტიანის მიუწვდომელი სიმშვიდის მიზეზი დევნილების, ყოველგვარი განსაცდელებისა და ტანჯვის დროს. ისინი მზად არიან, ყველაფერი გაიღონ, რასაც მათგან მოითხოვენ. სიცოცხლეც კი, რამეთუ მარადიული მადლი და ნეტარება, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ მიწაზე ცხოვრებისას იხმევენ, მათთვის მთელი სამყაროს საგანძურზე აღმატებული და ძვირფასია. მათ ქრისტესთან ვერავინ დააშორებს, ნეტარებას ვერავინ წაართმევს. ეს მხოლოდ ცოდვას შეუძლია. მხოლოდ ცოდვას შეუძლია, წმიდანებს ნეტარება და სიწმიდე წაართვას, მაგრამ ისინი ცოდვას ცეცხლივით უფრთხიან, შეცოდებას უმალ სიკვდილს ამჯობინებენ. „გაქუთ ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხოვრებაი საუკუნოი“ (რომ. 6;22).
წმიდა მამები წერენ, რომ ეს გზა კეთილი საქმეების რაოდენობითა და ღვაწლის სიძნელით არ გაიზომება.
მთავარეპისკოპოსი ვარლაამი: „ღვაწლი შესაძლებელია, მაგრამ არა საკუთარი საქმეების გასამართლებლად, არამედ დიდი თავმდაბლობისა და სინანულის მოსახვეჭად. ამიტომაც, თუ ვინმემ იმარხულა და ილოცა არა თავმდაბლობის მოსახვეჭად, არამედ ღვთისთვის საამებლად და თავის გასამართლებლად, ძალზე ცდება...
ბევრი ფიქრობს: როგორ? ვილოცო და ამით (ან სხვა ღვაწლით) ვფიქრობდე, ღმერთს ვაამო – შეცდომაა?
დიახ, თუკი საკუთარ თავზე ფიქრობ, რომ სხვებს არ ჰგავხარ, არამედ განსაკუთრებულად ცხოვრობ და ამაღლებულზე ფიქრობ.
დიახ, თუკი მხედველობაში გყავს მხოლოდ საკუთარი თავი და თუნდაც იდუმალ ესიყვარულები თავს, სხვებს განიკითხავ ან თუნდაც უგულოდ ეკიდები სხვის მწუხარებასა და შეცდომებს“.
იგივე თემაზე წერს პატრიარქი სერგიც: „უფალი ღმერთი გარეგნულ ღვაწლსა და ადამიანის დამსახურებებს კი არ ეძიებს, არამედ იმას, რომ ამაოდ, ღვაწლის გარეშე არ უბოძოს მას ნეტარება მასთან მარადიულ ერთობაში; ის მხოლოდ ეძიებს უნარს მასთან ურთიერთობის მისაღებად და კი არ უბოძებს ამას იმდენად, რამდენიც თავად (უფალს) ძალუძს ან სურს მისცეს, არამედ რამდენის დატევაც ადამიანს შეუძლია“.
სქემიღუმენი საბაскачать dle 11.3