კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ აქვთ ადამიანებს დღეს ტაძრების მიმართ სამარცხვინო დამოკიდებულება და რატომ გადაიქცა ისინი სარიტუალო სახლებად

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ეკლესიას, ღმერთს შეუძლია შენი დაპურება, რომ მშიერი არ იყო. როცა ადამიანები ხორციელად პურდებიან, შემდეგ ცდილობენ, ის ადამიანი გააღმერთონ, რომელმაც ისინი დააპურა. რადგან ღმერთმა კარგად იცის ადამიანების ბუნება, ამიტომ იესო ქრისტე როდესაც აპურებს ხალხს, ის მათ განეშორება, რათა არ გაამეფონ, რაც თავის მხრივ, გარკვეულ აღშფოთებას გამოიწვევდა. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

​– მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლა არ არის ქვების პურად გადაქცევა, მისი მისია სულ სხვა რამ არის. როდესაც ის ჩაძინებულ მოციქულებთან მიდის წყალზე, მოციქულები მას ხედავენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, ვინ არის. მაშინ მაცხოვარი ეუბნება მათ: ნუ, გეშინიათ, მე ვარ. ეს სიტყვები მან ჩვენს გასაგონადაც წარმოთქვა. პეტრეს უბრძანებს წყალზე გადავიდეს, ისიც მიდის მაცხოვრისკენ, მაგრამ როგორც კი ქარიშხალი ატყდება, დაფიქრდება, შეშინდება, მაშინვე ჩაძირვას იწყებს. ჩვენს ცხოვრებასაც რომ გადავხედოთ, რამდენი პრობლემა გვაქვს. როგორც კი ჩაძირვას ვიწყებთ, მაშინვე ხელი უნდა გავიშვიროთ მაცხოვრისკენ, რომელიც გადარჩენის ხელს გამოგვიწვდის, მაგრამ თან გვისაყვედურებს: რატომ დაეჭვდით, მცირედმორწმუნენო. როგორც კი ქრისტე ნავზე ავა, ქარიშხალი მაშინვე ჩადგება. თანამედროვე მართლმადიდებლურ ტაძრებს დღეს სამარცხვინო, სხვა ადგილი აქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. ვხედავ, მთელი კვირის განმავლობაში როგორ შემოდიან ეკლესიაში რუსები, მუსლიმანები, მორწმუნე, ურწმუნო და ეკლესია მათთვის სარიტუალო სასახლედ, კულტურულ ძეგლად გადაიქცა. ყიდულობენ ხატებს, სანთლებს, ანთებენ, მაგრამ არავინ კითხულობს: მღვდელი სად არის, რომ დაველაპარაკო. ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალია, დახმარება მჭირდება, როგორ მოვიქცე. ჰგონიათ, ბღუჯა სანთლებს რომ დაანთებენ, შესაწირავს ჩააგდებენ, ყველაფერი კარგად იქნება. ამ წმიდანთან მივალ, ეს წმიდანი სწრაფად მომისმენს, ეს წმიდანი დამეხმარება სახლის ყიდვაში, ის – გაყიდვაში, ის – დაოჯახებაში, ფაქტობრივად, იესო ქრისტესა და მოძღვარს ჩვენ ფუნქციები წავართვით. მაცხოვარი და მით უმეტეს, მოძღვარი საერთოდ აღარ გვჭირდება. დღეს ყველგან, მაღაზიებში, ტელევიზიით ქადაგება მიდის: ეს იყიდეთ და კარგად იქნებით, ასე იცხოვრეთ და კარგად იქნებით, ასტროლოგი, მკითხაობა, ზოდიაქო... ყველაფერი ამსოფლიური ქადაგებაა: დიდხანს იცოცხლებ, ეს არ ჭამო, ის ჭამე და იქნები ჯანმრთელი. ვინც უნდა ქადაგებდნენ, ისინი არ ქადაგებენ. დღეს ძალიან ბევრ ეკლესიაში ვერ მოისმენთ ქადაგებას ან თუ ქადაგებენ, ვერაფერს ვერ იგებთ. ან თუ იგებ, არ ასრულებ. ბევრი ადამიანი არ ასრულებს მღვდლის ქადაგებას, გაყინულები ვართ ერთ ადგილზე. ტაძარში მოდიოდა ხალხი, ისმენდნენ და იკურნებოდნენ, დღეს კი შეიძლება მოუსმინო მოძღვარს და ვერაფერი გაიგო.
–  ეს რისი ბრალია?
– მთელი ღვთისმსახურება, მოციქულების საქმიანობა იყო ქადაგება, მთელი ღამე სახლებში იკრიბებოდნენ და ასწავლიდნენ ადამიანებს. ასე იყო მაცხოვარიც. დღეს კი მსგავსი რამ არ არსებობს. მოძღვრები ვიხვეწებით, რომ მოხვიდეთ, მოგვისმინოთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესი იყო. მაშინ მოუსმინეთ ცრუ მქადაგებლებს, ვინც 24 საათი გვატყუებს. ადრე ვინც ცუდად იყო, მონასტერში მიჰყავდათ, ლოცვებს უკითხავდნენ. კომუნისტების დროს კი ყველა ავადმყოფად მიაჩნდათ, ვინც ამბობდა: ღმერთი მწამსო. დღეს დადგა პერიოდი, როცა ადამიანებს შორის შეიძლება გაარჩიო, ვინ არის ეშმაკეული, ვინ – ავადმყოფი, ვინ – ჯანმრთელი. მონასტერში 4 ჭიქა წყალს დგამდნენ ხოლმე. ერთ ჭიქაში ესხა ნაკურთხი წყალი, მოვიდოდა ავადმყოფი ადამიანი, დალევდა და პრობლემაც არ ჰქონდა. მოვიდოდა ეშმაკეული ადამიანი, სამს დალევდა და რომელშიც ნაკურთხი წყალი იყო, იმას არ სვამდა და უკვე ყველაფერი ცხადი ხდებოდა. როცა ადამიანი აღსარებაზე, ზიარებაზე ხელებს ასავსავებს, მღვდელი, პატრიარქი არ უყვარს, ლანძღავს, ცილს სწამებს, ის უკვე ეშმაკეულია. ადამიანები დადიან და ახლოს არ ეკარებიან მოძღვარს, არ ეზიარებიან, ჯვარს არ ემთხვევიან, თან ეს გრძელდება წლების განმავლობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ეშმაკის ნებას აღასრულებ. თუმცა ეშმაკი გიშვებს ეკლესიამდე და ეკლესიაში რომ შემოდიხარ, ზოგჯერ ეზიარები კიდეც. იუდაც ეზიარა, მაგრამ ხომ გაყიდა მაცხოვარი?! როცა წლები გადის და იმავე ცოდვებში ხარ, ესე იგი, შენ შეყვარებული ხარ იმ ცოდვებზე, არ გინდა, რომ მოიშორო. რომ გეუბნებიან: იქ არ წახვიდე, ეს არ დალიო, ეს არ შეჭამო, ეს არ გააკეთო... მეუბნები: არ შემიძლია, ესე იგი, შენ ეშმაკის ნებას აღასრულებ. სულ სამი ნება არსებობს: ღვთის ნება, რომელიც მაცხოვნებელია, მეორე – ადამიანური ნება, რომელიც ყოველთვის ეშმაკის ნებისკენ არის გადახრილი და მესამე – ეშმაკის ნება, რომელსაც უნდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაწყმიდოს. ეშმაკმა უკვე იმასაც მიაღწია, რომ რელიგიური პიროვნებებიც ქადაგებენ, ეშმაკი არ არსებობსო. სანამ შენ ბოროტებას არ ჩაიდენ, ეშმაკი შენთვის არ არსებობს, მას არაფრის უფლება არ აქვს. როგორც კი ჩაიდენ რამე მომაკვიდნებელ ცოდვას, ის არის შენთან.
– მამაო, რა არის ეკლესიის, მოძღვრის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა?
– მოძღვრის, ეკლესიის პირველი მოვალეობაა, დაგანახოთ, რომ ღმერთი არსებობს, დაგარწმუნოთ მის არსებობაში. ქადაგებით, ცხოვრების წესით, ქველმოქმედებით, სიკეთით ღმერთი უნდა გამოისახოს მათში და მათი დახმარებით – ადამიანებში. ეშმაკის ყველაზე დიდი მიღწევაა, დაგაჯეროთ, რომ ის არ არსებობა. ბოროტება მაშინ იწყებს არსებობას, როდესაც შენს თავისუფალ ნებას, გემოვნებას, სურვილებს, აზრებს, ფიქრებს მისკენ მიმართავ. როგორც კი ღმერთს მიატოვებ, მაშინვე ხარ ბოროტებასთან. როცა დადიხარ ეკლესიაში, სულიერად არ იზრდები, ქადაგებას ისმენ, ვერაფერს იგებ, ან იგებ და არ ასრულებ, ეს ყველაფერი არ იკარგება და ფაქტი სახეზეა. ქვეყანაში რა მძიმე მდგომარეობაა და ეს არავის აინტერესებს, არც ხელისუფლებას და არც ეპისკოპოსებს. მინდა იმ ეპისკოპოსებს შევახსენოთ, რომლებიც სულ იწყევლებიან, მაცხოვარს არასდროს დაუწყევლია სხვა ადამიანები. ქრისტე ფარისევლებს როგორ ამხელს: ბრმანო, ფარისევლებო, შიგნიდან კი ნუ წმენდთ ჭურჭელს, გარედან გაწმინდეთო. ამას მოითხოვს ქრისტე: გარეგნულად ლამაზები რომ ხართ, იპრანჭებით, კარგად იცვამთ, შიგნიდან განიწმინდეთო. მიდით მოძღვართან, სთხოვეთ დახმარება, რომ განიკურნოთ, შეურიგდეთ სხვა ადამიანებს. ეს თუ არ მოხდა, ნაზიარები ისევ იგივე მგომარეობაში ხარ, ესე იგი, ეშმაკეულ მდგომარეობაში. ჩვენი მოვალეობაა ჩვეულებრივი ადამიანი ზექრისტიანად ვაქციოთ. მე ადამიანი უნდა ვაქციო ღმერთკაცად და არა ადამიანად. ხშირად გვიწევს: დამახინჯებული ადამიანის ადამიანად გადაქცევა. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ, მღვდლები, ჩვენს ფუქციას ვეღარ ვასრულებთ. ეცადეთ, სულიერი წაიღოთ ეკლესიიდან, თუმცა ეს ერთ კვირაში არ მოხდება, ამას დრო სჭირდება.
скачать dle 11.3