კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ზაფხული... მხოლოდ პოზიტივი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ზაფხული იდეალური დროა პოზიტიური ცვლილებებისთვის. მზე ენერგიის წყაროა და შესაბამისად, თქვენც არ უნდა უჩიოდეთ ენერგიის ნაკლებობას. პირიქით, მსუბუქი, თხელი სამოსი და საუკეთესო განწყობა ყველაფერში დაგეხმარებათ. ეს ის პერიოდია, როცა მთელი წლის ნაშრომით უნდა დატკბეთ, ანუ დაისვენოთ, დრო ისე გაატაროთ, მხოლოდ თქვენ რომ გინდათ და ახალი შთაბეჭდილებებით დაიტვირთოთ. ზაფხულში მოწყენილი ვერ იქნებით. გარშემო ხომ ყველა და ყველაფერი გიღიმით.
ვინ ამბობს, რომ ზაფხული არ არის აქტიური სეზონი – სწორედ ამ პერიოდში შეგიძლიათ, დაგეგმოთ მთელი მომავალი წელი ან ის პერიოდი, რაც წლის მიწურულამდეა დარჩენილი.
ზაფხული საუკეთესო პერიოდია გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. შთააგონეთ საკუთარი თავი მოტივაციით, რომ მიზანი უკვე დასახულია და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ წინ. მიზნის არჩევა წარმატებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ზაფხულში ვიკლებთ წონაში, ვირუჯებით... არ გვეშინია პრობლემების, იმიტომ, რომ მზე ანათებს და ენერგიით გვავსებს. ცხოვრება მშვენიერია, კეთილგანწყობილი, დადებითი ემოციებით სავსე. გარდერობი მკვეთრი ფერის ტანსაცმლით ივსება, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული შეუძლებელს რეალობად აქცევ...
გახსოვდეთ, ზაფხულში პოზიტიური ცვლილებების დროა.
განსხვავებები –
ეს საინტერესოა

 საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ და აუცილებლად გაეცანით.
უმნიშვნელოვანესია ურთიერთობა პარტნიორის პიროვნული თავისებურებების მიხედვით ააგოთ. მაგალითად,  კაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ...
• თუ ქალი მუშაობს, ეს მისი დამსახურებაა. მის პროფესიონალიზმსა და მიზანდასახულობაზე მეტყველებს. მაგრამ თუ მამაკაცი მუშაობს, ეს მისი მოვალეობაა.
• როცა  მამაკაცი არ მუშაობს, იგი უმაქნისია.  არ შეიძლება ენდოთ და ცხოვრება დაუკავშიროთ. ხოლო, თუ ქალი არ მუშაობს, სულაც  არ ნიშნავს, რომ უმაქნისია, რადგან ის სახლში საქმიანობს და ამაში გასამრჯელოს არ ითხოვს.
• როდესაც ქალი შვებულებას იღებს იმისთვის, რომ ბავშვს მოუაროს, ეს ლოგიკურია, იგი ხომ დედაა.
• როდესაც მამაკაცი იღებს შვებულებას, რათა ბავშვს მოუაროს, ეს დამამცირებელი არ არის. პირიქით, ნორმალურია და ძალიანაც საამაყო.
• როდესაც ქალი განსაკუთრებულად უვლის თავს, იგი ნამდვილი ქალია, ხოლო როდესაც მამაკაცი განსაკუთრებულად უვლის თავს, მიიჩნევენ, რომ მას გადახრები აქვს. რეალურად კი, ასე არ არის. თავის მოვლის სურვილი სრულიად ბუნებრივია ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც.
• როდესაც მამაკაცს არ მოსწონს კონკრეტული ქალი, ეს მისი პირადი აზრია, ხოლო როდესაც ქალს არ მოსწონს კონკრეტული ქალი, ეს ქალური ბოღმაა.
• როდესაც მამაკაცი ალკოჰოლს სვამს, მას აქვს განტვირთვის უფლება. როდესაც ქალი სვამს ალკოჰოლს, მას ლოთად მიიჩნევენ. მაგრამ გააჩნია, რამდენს სვამს, სად და ვისთან ერთად.
ერთი სიტყვით, მოუსმინეთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება.

  ღალატის
 მითოლოგია


ყველა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით (ყოველ შემთხვევაში, ასე წერენ), ქორწინებაში მყოფ მამაკაცთა მესამედი, ხოლო  ქალთა მეოთხედი ღალატისადმია მიდრეკილი   და  მეუღლისათვის ერთხელ მაინც უღალატია.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ევროპელი წყვილების უმრავლესობა ნეგატიურადაა განწყობილი ცოლქმრული ღალატისადმი, სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ დაქორწინებულ მამაკაცთა 25 პროცენტი და გათხოვილ ქალთა 17 პროცენტი მეუღლეს მუდმივად ღალატობს.
ღალატის შესახებ უამრავი მითი არსებობს.
მითი პირველი – ღალატი მხოლოდ სექსუალური ურთიერთობით განისაზღვრება.
სინამდვილეში ცოლქმრული ღალატი მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობას არ ნიშნავს. ძალიან ხშირად ქალებიც და მამაკაცებიც საყვარელთან იმ გრძნობებსა და დამოკიდებულებას ეძებენ, რომლებსაც ქორწინებაში მოკლებულნი არიან. მაგალითად, ურთიერთგაგებას, მზრუნველობას, აღფრთოვანებას...  ასეთ შემთხვევებში სექსუალურ ურთიერთობაზე მეტად ადამიანებს სწორედ ეს გრძნობები და სულიერი სიახლოვე ხიბლავთ.
მითი მეორე – ღალატისაკენ მიდრეკილება ადამიანის თვისებაა.
ადრე საზოგადოება ალკოჰოლიზმსაც იმავე პრინციპით უდგებოდა. ეს სუსტი ხასიათის გამოვლენად მიიჩნეოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მთლად ასეც არ არის. უამრავი გამოკვლევით მტკიცდება,  თუ  ოჯახში მშობლები ერთმანეთს ღალატობენ, მოგვიანებით, შვილებიც იმავეს იმეორებენ.
მითი მესამე –  ღალატი კურნავს.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასიყვარულო ინტრიგებით მეუღლეები იმ დანაკლისის შევსებას ცდილობენ, რასაც კანონიერ ქორწინებაში მოკლებულნი არიან. მაგრამ ეს სახიფათო შეცდომაა, რადგან სექსუალური პარტნიორების სიმრავლე სხვადასხვა დაავადების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ხშირი ღალატი შესაძლოა, ოჯახის დანგრევის მიზეზიც გახდეს.
მითი მეოთხე –  ღალატი უწყინარია.
უამრავ მხატვრულ ფილმში, რომლებიც კინომატოგრაფიის კლასიკადაა აღიარებული, ღალატი უწყინარად, ლამაზად, ვარდისფერ ფერებშია ასახული. რეალობაში, სამწუხაროდ, ღალატი მეუღლეებს შორის ურთიერთნდობას, სიყვარულსა და პატივისცემას ანადგურებს, ხშირ შემთხვევაში ოჯახისა და კარიერის დანგრევის საფუძველიც ხდება.  ამერიკის პრეზიდენტ ბილ კლინტონს  სასიყვარულო ურთიერთობა მონიკა ლევინსკისთან კინაღამ პრეზიდენტის პოსტის დატოვების ფასად დაუჯდა.
მითი მეხუთე – ცოლი (ქმარი) ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს.
ღალატის გამო მხოლოდ ოჯახთა მცირე ნაწილი გადაურჩება ხოლმე  დანგრევას. ფსიქოლოგთა აზრით, არაფერს ისე სწრაფად და მტკივნეულად არ შეუძლია გაანადგუროს ქორწინება და ოჯახი, როგორც ცოლქმრულ ღალატს.  სწორედ ესაა რეალობა.
скачать dle 11.3