კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რა პრობლემა ექმნება კაცს, ლიდერობას შეჩვეული ცოლისგან

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ქალებმა ძალიან გაააქტიურეს საკუთარი პოზიციები. დღეს მათი მოთხოვნები, პრიორიტეტები, საქმიანობის სფეროები მკვეთრად შეიცვალა. გაცილებით დამოუკიდებლები, აქტიურები, თამამები გახდნენ. ამაში თითქოს არაფერია ცუდი, მაგრამ მამაკაცები აშკარად არ დარჩნენ კმაყოფილები. ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობა აშკარად არ მალავს, რომ ზედმეტად აქტიურ ცოლს მორჩილი, სახლში უწყინარად „ჩამჯდარი“ დიასახლისი ურჩევნია. რა არის ეს? მამაკაცური შური, ფობია თუ მართლაც უჭირთ კაცებს დამოუკიდებელ ქალებთან კომუნიკაცია.

მარიკო (37 წელს): მე და ჩემს ქმარს დიდი სიყვარული გვაკავშირებდა. რვა წელი ვიყავით შეყვარებულები და ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვუგებდით. პრობლემა არასდროს შეგვქმნია, არც ქორწინების პირველ წლებში ვჩხუბობდით. ძალიან მიხაროდა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი ვიპოვე.
– ყველა წყვილი ასეა. თავიდან პრობლემები იშვიათად აქვთ. რა ხდება, სიყვარული მხოლოდ რამდენიმე წელი „ძლებს“?
– რამდენ ხანს ძლებს სიყვარული, არ ვიცი, მაგრამ მას ძალიან „ეშინია“ დამოუკიდებელი ქალის. სიყვარულში ხომ ორივე მხარეა ჩართული. ჰოდა, კაცის მხრიდან წამოსული გრძნობა „ფრთხება“, როცა ურთიერთობა ძლიერ ქალთან უწევს. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. გეუბნებით, ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ მე სახლში ვიჯექი, ბავშვებს ვუვლიდი და ოჯახში ქმარი ლიდერობდა. ეს იყო პირველი ხუთი წელი. თუმცა, მაშინაც იცოდა ჩემმა მეუღლემ, რომ მე აუცილებლად ვიმუშავებდი, მხოლოდ დიასახლისი და მომვლელი არ ვიქნებოდი.
– ქმარს ჰქონდა პრობლემა თქვენს მუშაობასთან?
– არა. ამაზე ლაპარაკიც კი არასოდეს ყოფილა. ცოლად რომ გავყევი, უკვე ვმუშაობდი და საკმაოდ წარმატებულადაც. მინდა, გითხრათ, რომ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, მიღწეულით რომ კმაყოფილდებიან. ძალიან მიზანდასახული, პრინციპული და „მიმწოლი“ ვარ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ქალი ხარ თუ კაცი – ცხოვრებაში რაღაცას უნდა წარმოადგენდე.
– კაცებს არ მოსწონთ ზედმეტად აქტიური ცოლები.
– სხვათა შორის, ჩემი ქმარი ყოველთვის ირონიით საუბრობდა იმ კაცებზე, რომლებსაც ცოლის მუშაობა და დამოუკიდებლობა აშინებთ. ახლაც მაგას ამტკიცებს, რომ პრობლემა სხვა რამეა და არა ჩემი სამსახური.
– არ აკონკრეტებს პრობლემის არსს?
– იცით, რაშია საქმე? მიჭირს, ვთქვა, როგორ მოვედით აქამდე, რა ეტაპები გავიარეთ და იყო თუ არა შესაძლებელი, პრობლემა მანამდე მოგვარებულიყო, სანამ კრიზისი გაღრმავდებოდა.
– თქვენს ურთიერთობაში ახლა კრიზისია?
– დიახ. თანაც, საკმაოდ სერიოზული. ერთმანეთის საერთოდ არ გვესმის. თითქოს სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი სიძლიერე მხოლოდ წაადგება ოჯახს. ვითომ უკეთესი იქნებოდა, რომ მე ჩემს ქმარზე ვყოფილიყავი ჩამოკიდებული? ბევრ კაცს სწორედ ეს უნდა, რომ ცოლზე გავლენა ჰქონდეს.
– საკუთარ ქმარზეც ამას იტყოდით?
– მიჭირს იმის თქმა, რომ ჩემი კონტროლის სურვილმა მიიყვანა კრიზისამდე. შეიძლება, რომ მიყვარს, ამიტომაც ვერ ვიმეტებ. მაგრამ უკვე ისეთ რაღაცებს მეუბნება, არაფერში „წერია“ – ან ძალიან სერიოზული დაბოღმილია და ეს საშინელებაა, ან აღარ ვუყვარვარ და პირდაპირ არ მეუბნება.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, დაბოღმილი რატომ უნდა იყოს?
– საქმეც მაგაშია, რომ წარმოდგენა არ მაქვს. მბრძანებლობას ხარ დაჩვეული, ლიდერობას თავს ჩემთან ურთიერთობისასაც არ ანებებ, ისეთი ცოლი არ ხარ, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მძიმეა ჩემი ყოველდღიურობა შენ გვერდითო. მგონი, ვერ მპატიობს, რომ ყველაფერზე არ ვწუწუნებ – ამით თავის სიძლიერისა და უპირატესობის დემონსტრირებას მოახდენდა. იცით, ახლა უფრო ვხვდები, რომ ჩვენს ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ჩემმა ქმარმა დაივიწყა, რომ მე მისი ცოლი ვარ და ჩვეულებრივი ბრძოლა გამომიცხადა პირველობისთვის.
– თქვენც ეომებით? იქნებ დათმობით მეტი მოიგოთ?
– იცით, რაშია საქმე? ასე მარტივი არ არის. მეც ხომ მაქვს ჩემი პიროვნული სიამაყე. შეურაცხყოფაზე აგრესიული და ჯიუტი ვხდები. ვაღიარებ, მორჩილი ცოლი არ ვარ. ძლიერი ხარო, ბევრს უთქვამს ჩემთვის და არც მე უარვყოფ. ზოგადად, გულზე არ მეხატებიან წუწუნა, თვალთმაქცი და მოჩვენებითად უსუსური ქალები, თავს რომ იშტერებენ და ქმრებს ასე მართავენ. კაცები სულელები არიან, მათ ტაქტიკას რომ ვერ ხვდებიან და ტყუვდებიან. რა ვქნა, ვერ ვითვალთმაქცებ. რაც ვარ, ეს ვარ და არაფერს შევცვლიდი.
– იქნებ, სწორედ ამ სიჯიუტის გამო არ მოსწონხართ ქმარს?
– ქმარს მოვწონვარ თუ არა, ამით ვერ ვიმსჯელებ. მაგრამ ფაქტია, რომ ჩემში მეტოქეს ხედავს. თითქოს სპეციალურად, მისი ნერვების მოსაშლელად დავიბადე ასეთი. სინამდვილეში, ძალიან მიყვარს და მინდა, კარგად იყოს.
– ოჯახში ლიდერობის ცდილობთ?
– არ ვიცი, რა არის ეს ლიდერობა. ამისკენ ნამდვილად არ მივილტვი, არაფერში მჭირდება. მაგრამ არის რაღაცები, რასაც მე ბევრად უკეთესად ვაკეთებ, ვაგვარებ – რაც გინდათ, ის დაარქვით. ამიტომ რა ვქნა, თავი დამნაშავედ ვიგრძნო?
– უჭირს თქვენს ქმარს ურთიერთობა მტკიცე ნებისყოფის ცოლთან... ეს არის პრობლემა?
– შეიძლება, ეს არის. მაგრამ რა გავაკეთო. ვცდილობ, ავუხსნა, რომ არც ლიდერობა მჭირდება რამეში და ოჯახის უფროსიც ის არის. ჯერჯერობით არ გამომდის. ჭირვეულობს და გამირბის. ხან ისეთი საყვარელია, ყველაფერს აპატიებ... მოკლედ, ვწვალობთ.

скачать dle 11.3