კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 „კამელინი მ-4“ – უნიკალური სანთლები, რომლის გამოყენება ეფექტურია ორსულ, მეძუძურ ქალებში და რომელიც დაგავიწყებთ ბუასილით, ვაგინალური ინფექციებით, საშვილოსნოს ყელის ეროზიებით გამოწვეულ პრობლემებს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

პრეპარატი „კამელინი“ მუდმივად იწვევს მეცნიერთა და ექიმთა ყურადღებას, ამიტომაც 15 ივნისს კომპანია „კამელინმა“ სხვადასხვა პროფილის ექიმებს უმასპინძლა და მათ  ქართული, ნატურალური წარმოების პრეპარატის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. კომპანიის დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა, მერაბ ფრუიძემ, მოწვეულ სტუმრებს გააცნო პრეპარატ „კამელინზე“ განხორციელებული ექსპერიმენტულ-კლინიკური კვლევების შედეგები, რომლებიც საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში ჩატარდა. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბორის კორსანტიამ ყურადღება გაამახვილა როგორი ეფექტურად მოქმედებს „კამელინი” ადამიანის იმუნურ სისტემაზე სხვადასხვა პათოლოგიების დროს. სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და წმიდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგის, გინეკოლოგ დავით ლანდიას ორმა მოხსენებამ – „ორსულთა და მელოგინეთა ჰემოროიდული კრიზების მკურნალობა „კამელინის“ მალამოსა და სანთლების გამოყენებით“ და „კამელინის“ სანთლების ეფექტურობა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის, ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამაზ მურთაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა „კამელინის“ ანტიოქსიდანტურ თვისებებზე. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ზრდასრულ ადამიანებში „კამელინის“ 3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს. ბატონმა თამაზმა, ისაუბრა „კამელინის“ ახალ ფორმაზე, კერძოდ, თვალის წვეთებზე, ასევე, მასზე ახლახან ჩატარებულ წინაკლინიკურ კვლევაზე, რომელიც ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრში განხორციელდა. რეკომენდაციებში ხაზგასმულია „კამელინის“ წვეთების ეფექტურობა თვალის უვეალური ტრაქტის ნებისმიერი მონაკვეთის ანთებითი დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.
საპატრიარქოს, წმიდა ანას და იოაკიმეს სამშობიარო სახლის, ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგე დავით ლანდია: დადასტურებულია რა პრეპარატ „კამელინის“ ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, იმუნომოდულატორული თვისებები, 2009 წელს „იმედის კლინიკაში“, ჩემი ხელმძღვანელობით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ „კამელინი მ 4-ის“ (სანთლების) გამოყენება ორსულებში გინეკოლოგიური ანთებითი პროცესებისა და ბუასილის სამკურნალოდ. სანთლები გამოიცადა 500-ზე მეტ ორსულსა და მელოგინეზე. ვაწარმოებდით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ნაცხების მიკროსკოპიულ კვლევას, რომლის საფუძველზეც „კამელინი მ 4-ის“ დადებითი მოქმედება ლეიკოციტებზე, ასევე, გრამ პლუს და გრამ მინუს ჩხირებზე აშკარა იყო. „კამელინის“ ხსნარით კი ვაწარმოებდით პოსტოპერაციული (გინეკოლოგიური და საკეისრო) ჭრილობების დამუშავებას. პრეპარატმა აქაც რეგენერაციის მაღალი უნარი გამოავლინა, „კამელინმა“ ხელი შეუწყო შეხორცებითი პროცესების დაჩქარებას ყოველგვარი გართულებების გარეშე. მისივე თქმით, „კამელინი მ 4“ ძალზე ეფექტური აღმოჩნდა ორსულებში ბუასილის დროს. ბუასილი ორსულებში, განსაკუთრებით უკანასკნელ ტრიმესტრში, ძალზე ხშირია. ორსულებზე კი მედიკამენტების მიღება, ჩვეულებრივ, შეზღუდულია. „კამელინი მ 4-მა” არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი გამოავლინა – 3-4 პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა უსიამოვნო სიმპტომების სრულიად გაქრობაში. ორსულები აღარ უჩიოდნენ ბუასილისგან გამოწვეულ სიმპტომებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „კამელინის“ სანთლებს არავითარი უკუჩვენება არ გამოუვლენია.
კვლევაში ჩართულები იყვნენ, აგრეთვე, მეძუძური დედებიც, რადგან აღნიშნული დაავადება მშობიარობის შემდეგაც ბევრს აწუხებს. „იმედის კლინიკაში“ ჩატარებული კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ „კამელინის“ სანთლები ძალიან კარგია ორსულებსა და მელოგინეებში ვაგინალური და პროქტოლოგიური გამოყენებისათვის. მისასალმებელი იქნება, თუ აღნიშნული სანთლები ფართოდ დაინერგება ქალთა კონსულტაციებში, რადგან „კამელინი მ 4“ არის სრულიად უსაფრთხო პრეპარატი ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. ის  შესანიშნავი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური და ანტიკანცეროგენული თვისებებით ხასიათდება და სწრაფ შედეგს იძლევა ვაგინალური ინფექციების, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ეროზიების და ანთებითი დაავადებების, პროქტიტების, ბუასილის შემთხვევებში.
გარდა ამისა, „კამელინის” გამოყენება კარგ შედეგს იძლევა ქიმიოთერაპიის დროს. ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტს მკურნალობა ყველა საჭირო საშუალებით ჩაუტარდეს. „კამელინთან“ შერწყმული კი აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს, ამცირებს ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის გვერდით მოვლენებს.
პაციენტი დ.ზ. (თბილისი): საშვილოსნოს სიმსივნის გამო საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, საშვილოსნოს ამოკვეთა. პაციენტმა პროფილაქტიკური მიზნით დაიწყო „კამელინით“ მკურნალობა. მოეხსნა ოპერაციის შემდგომი ყველა ჩივილი. თავს შესანიშნავად გრძნობს. ახლა „კამელინის“ კაფსულებს მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით იყენებს.
ნ.მ. (თბილისი), დიაგნოზი – მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე. ოპერაციის შედეგად მოიკვეთა მკერდი. ამის მერე განვითარდა მეტასტაზები. ქიმიოთერაპიის შემდეგ პაციენტმა დაიწყო მკურნალობა „კამელინით“. მესამე წელია, მდგომარეობა სტაბილური და საიმედოა. წელიწადში ორჯერ იტარებს კამელინოთერაპიას კაფსულებითა და სანთლებით.
P.S. ვისაც გსურთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, იმუნიტეტის გაძლიერება ან „კამელინთან“ დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 98-62-25 (ოფისი), 599 33-10-89; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 597 76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ¹49.
скачать dle 11.3