კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ ვებრძოლოთ სტენოკარდიას

გვესაუბრება მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი სერგო ორჯონიკიძე.
– ბატონო სერგო, რა არის სტაბილური სტენოკარდია და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის?
– სტენოკარდია მიოკარდიუმის (გულის კუნთის) იშემიით გამოწვეული კლინიკური სინდრომია, ხასიათდება დისკომფორტით ან ტკივილით გულმკერდის არეში, რომლის აღმოცენება დაკავშირებულია მოძრაობასთან ან ემოციურ სტრესთან და გადის 5-15 წუთში მოსვენებისას და/ან ნიტროგლიცერინის მიღებისას. წარმოადგენს, ეგრეთ წოდებული, გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთ კლინიკურ ფორმას. ხშირად ის განპირობებულია კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზით, სიცივით გამოწვეული სისხლძარღვების სპაზმით. სიკვდილის და ინვალიდობის მიზეზთა შორის ამ დაავადებას პირველი ადგილი უკავია, განსაკუთრებით უფროსი ასაკის მოსახლეობაში. სტენოკარდია გულის კუნთის იშემიის შედეგია. ის აღმოცენდება, როცა ადგილი აქვს შეუსაბამობას გულის კუნთის ენერგიაზე მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის. სტაბილური სტენოკარდიის მქონე ავადმყოფი, როგორც წესი, არ განიცდის დისკომფორტს მოსვენების მდგომარეობაში. სტენოკარდიული შეტევა ანუ შემაწუხებელი, შებოჭვითი ტკივილი გულმკერდის არეში მისი ფიზიკური ან ფსიქოემოციური დატვირთვის დროს წარმოიქმნება. ასეთი მდგომარეობა მნიშვნელოვნად ზღუდავს სტენოკარდიით შეპყრობილი პირის ჩვეული ცხოვრების წესს: მცირდება ფიზიკური აქტივობის უნარი – ადამიანს უჭირს ხანგრძლივად მოძრაობა, აღმართში სიარული, კიბეზე ასვლა; წარმოიქმნება სტენოკარდიული შეტევის განვითარების შიში, რასაც ხშირად თან ახლავს დეპრესიული გუნება-განწყობაც.
– როგორია სტაბილური სტენოკარდის გავრცელება და მკურნალობის რა გზებს გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა?
 – სტენოკარდიით დაავადებულ პირთა რაოდენობა მკვეთრად მატულობს. ასაკის მატებასთან ერთად თითქმის თანაბრად გვხვდება მამაკაცებშიც და ქალბატონებშიც.  მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, რომელიც სტენოკარდიის პროფილაქტიკაზეა მიმართული, ეს დაავადება კვლავ არის მოსახლეობის ფართო ფენების სენი და კარდიოლოგიის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს.
 გულის იშემიური დაავადების, როგორც ერთიანი პათოლოგიის მკურნალობაში, ასევე მიოკარდიუმზე დამაზიანებელი გავლენის შემცირებაში კვლავაც შეუცვლელი როლი აკისრია ფარმაკოთერაპიას. ლოკალური დაზიანებისას კი  თანამედროვე მედიცინა ანგიოპლასტიკასა და ინტერვენციულ მიდგომას ირჩევს. თუმცა ფარმაკოთერაპია არც ამ დროს კარგავს აქტუალობას.
– რა პრინციპით წარმოებს სტაბილური სტენოკარდიის მედიკამენტური მკურნალობა?
– ზოგადად, სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის მიზანია ავადობისა და სიკვდილობის შემცირება, პირველ რიგში კი, მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენცია, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას იწვევს და სტენოკარდიის სიმპტომების შემცირება, რაც სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს.
 არსებობს სხვადასხვა კლასის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის იშემიური დაავადების მართვის დროს, რომელიც ავადმყოფთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ გახლავთ მიმართული. მათ შორის ერთ-ერთი არის მეტაბოლური თერაპია. იშემიის დროს, მიუხედავად პათოგენეზური ფაქტორების მრავალფეროვნებისა, კარდიომიოციტების დაზიანების ძირითადი მექანიზმი ენერგეტიკული კრიზისია. ამიტომაც, ლოგიკურია, აქცენტი გაკეთდეს კარდიომიოციტების (გულის უჯრედების) დაცვის სტრატეგიაზე, ანუ მიდგომაზე, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის სინთეზის გაუმჯობესებას.
 დღეისთვის ერთადერთ მეტაბოლურ პრეპარატს, რომლის მოქმედების მექანიზმი სრულადაა შესწავლილი, ხოლო კლინიკური ეფექტურობა დადასტურებულია მრავალრიცხოვანი ევროპული კვლევით, წარმოადგენს ახალი ერთჯერადი მიღების ორიგინალი პრედუქტალი OD 80 მგ. ის რეკომენდებულია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების კარდოლოგთა ასოციაციების მიერ, როგორც მკურნალობის აუცილებელი კომპონენტი, პაციენტებისათვის გულის ქრონიკული იშემიური დაავადებითა და გულის უკმარისობით.
პრედუქტალი OD 80 მგ. თავისუფლად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერ ანტიანგინალურ პრეპარატთან კომბინაციაში.
მიღების წესი მარტივია – 1 კაფსულა დღეში საუზმის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ სტენოკარდია ქრონიკული დაავადებაა, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.скачать dle 11.3