კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 საიმონ სიმონდუევი – „ვანგას მემკვიდრე“ ისრაელიდან თბილისშია

ნინო კანდელაკი თამარ ჩხენკელი

რამდენიმე დღეა, თბილისში სპეციალური მოწვევით იმყოფება ისრაელის მოქალაქე საიმონ სიმონდუევი, რომელსაც მისი ფენომენალური ნიჭის  გამო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყენაში „ვანგას მემკვიდრე“ უწოდეს. ის, რომ საიმონი საოცარი უნარის მფლობელია, საკუთარ თავზე გამოვცადე – ისეთ დეტალებს ხედავს ჩვენი ცხოვრებიდან, რასაც ხშირად უახლოესი ადამიანებისგანაც კი  საიდუმლოდ ვტოვებთ. 38 წლის საიმონი არა მარტო ხედავს, ცვლის კიდეც ადამიანების ბედისწერას და წარმატება მოაქვს მათთვის.  საიმონის  თვალებისა და ხელების ძალა აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ექსტრასენსებმა, რის გამოც მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უამრავი მიმდევარი ჰყავს.  
საიმონ სიმონდუევი: თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ვარ დაბადებული და გაზრდილი. 14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. საქართველოში 24 წელი არ ვიყავი ნამყოფი. სამი წლის წინ ერთ-ერთ პოპულარულ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად დამპატიჟეს და პირველად მაშინ ჩამოვედი თბილისში. მას შემდეგ წელიწადში რამდენიმე თვეს აქ ვატარებ. ისე მომწონს თბილისი, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში აქ ვიცხოვრო. ენერგეტიკულად აქ ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ხშირად მიწევს ყოფნა ბაქოში, მოსკოვში, სადაც საქმიანი ვიზიტებით მიწვევენ ხოლმე.  
– როდის და როგორ აღმოგაჩნდათ ნათელხილვის ის უნარი, რომლის შესახებაც ლეგენდები დადის და რის გამოც მოსკოვში, ბაქოში, თელ-ავივში „ვანგას მემკვიდრეც“ კი გიწოდეს.
–  პატარაობიდან ყველასგან  განსხვავებული ბავშვი ვიყავი, უცნაურიც კი. შუშას „ვჭამდი“ და არაფერი მემართებოდა, ამას მაშინ ჩემს სიცელქეს აბრალებდნენ. ალბათ, 17 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. პირველი ჩემი გარდაცვლილი ბებიის გამოცხადება იყო. მამაჩემი ყუბელი ებრაელია, მისი დედა გამომეცხადა, რომელმაც ყუბურ ებრაულ ენაზე დამიწყო საუბარი.  მითხრა, არ შეგეშინდეს, შენ ისეთი ნიჭი გაქვს, დრო მოვა, ყველა შენზე ილაპარაკებსო. ბავშვი ვიყავი და ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. ეს იყო ჩემი პირველი კომუნიკაცია სულთან, რაც აქამდეც მომყვება. სულებთან  ხშირად  ვლაპარაკობ. მათგან ბევრ ინფორმაციას ვიღებ. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ერთ დღეს, ოთახში მყოფმა,  ჩვენი სახლის წინ მდებარე მთაზე ომი, ცეცხლი, მკვლელობები დავინახე. დედა გვერდით მყავდა – მივუტრიალდი და ვუთხარი, დედა, ამ მთაზე ომს ვხედავ, შენ რატომ არ ხედავ-მეთქი. დედა გაოცებული მიყურებდა. ერთი წლის შემდეგ იმ მთაზე მართლაც ის მოვლენები განვითარდა, რაც მაშინ დავინახე. ამან მეც კი შემაშინა. დედას ასევე წინასწარ ვუთხარი, ვინ იქნებოდა ჩემი მეუღლე, როდის დაიბადებოდნენ ჩემი შვილები, რაც ზუსტად ახდა.  ვხედავდი ყველას ცხოვრებას, ვინც ჩემ გვერდით იყო. არადა, ერთი ჩვეულებრივი ფარმაცევტი ვიყავი, აფთიაქში წამლებს ვყიდდი, მრცხვენოდა ხოლმე, ადამიანებისთვის, ვინც ჩემგან წამალს იღებდნენ, მეთქვა, რა ელოდათ მათ. იმ პერიოდში ძალიან ცუდად გავხდი, ექიმებთან  მატარეს, მაგრამ ვერაფერი დამიდგინეს. არ ვიცოდი, რა მჭირდა, ვხედავდი ადამიანებს და მათ ცხოვრებაზე ლაპარაკს ვიწყებდი. ეს ამბავი გახმაურდა, უამრავი ხალხი მოდიოდა ჩემთან შესახევედრად, მაგრამ მათ არ ვიღებდი. მერე ისრაელის მაღალი წრის სასულიერო პირებმა მითხრეს, შენ ისეთი ძალა გაქვს, სალოცავში ხომ არ წამოხვალ, დრო მოვა, ათასობით ადამიანს უმკურნალებო. მაშინ ეს ვერ გავბედე.  თანამშრომლობა შემომთავაზეს ცნობილმა ექსტრასენსებმა. მე ჩემი პროფესიით  ვმუშაობდი, გარდა ფარმაცევტობისა, ჩეხეთში საბანკო საქმეც ვისწავლე  და არ ვფიქრობდი ცხოვრების შეცვლას, მაგრამ გვიან მივხვდი, რომ არც ფარმაცევტობა იყო ჩემი მოწოდება და არც საბანკო საქმე და ფინანსები. მირჩევნია, ასე ვემსახურო ადამიანებს და ვიხსნა ისინი განსაცდელისგან. ასეთი ისტორიები კი, როცა ადამიანები სხვადასხვა უბედურებას გადავარჩინე, ძალიან ბევრი იყო.
–  რისი დანახვა შეგიძლიათ ადამიანის ბედისწერაში?    
– იმ შეცდომების, რაც დაუშვეს მათ წარსულში და რასაც აწმყოშიც უშვებენ, რის გამოც არ ეწყობა მათი კარიერა, პირადი ცხოვრება,  მატერიალური კეთილდღეობა. ეს არის ჩირქი, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოიშოროს. მე ვიწყებ ადამიანის ცხოვრებას წარსულიდან და შემდეგ გავდივარ მომავალში. ძალიან ბევრს შევხვედრივარ, რომლებიც ტირიან ჩვენი შეხვედრის დროს, მუხლებზე დგებიან, განიცდიან, მაგრამ უჩნდებათ იმედი. ისინი  შემდეგ მეუბნებიან ხოლმე, რომ ჩვენმა შეხვედრამ მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ჩემთან შეხვედრის შემდეგ ისეთ რამეზე იწყებენ ფიქრს, რაზედაც საერთოდ არ უფიქრიათ. ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი ისტორია: მოსკოვში შევხვდი ერთ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ჭაობში იყო ჩაფლული. მე მას მივეცი ძალა, თუ როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება. დღეს ის მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. როდესაც ეს ამბავი გახმაურდა, ჩემთან შეხვედრა    მოითხოვა მოსკოვის ცნობილმა მალახატმა. ის სახელგანთქმული ქალია, მასთან აუდიენციაზე პრეზიდენტები და მსოფლიოს ცნობილი ლიდერები დადიან. ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ მან აღიარა, რომ მე ის თვისებებიც კი მაქვს, რაც მას არ გააჩნია. ამ აღიარების შემდეგ, ჩვენ საუკეთესო მეგობრები გავხდით.    
საიმონ სიმონდუევთან დაკავშირების მსურველებმა დარეკეთ ტელეფონზე:   558 61 07 17.

скачать dle 11.3