კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რა დამატებით საფრთხეს უჩენს საქართველოს სომხეთში პოლიტიკური გადატრიალება და რას ელის სამაგიეროდ მოსკოვი ერევნისგან

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ჩვენს მეზობელ სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია და სერჟ სარგისიანის დიდი პოლიტიკიდან გაცილება არ იკმარეს, რომ აწ უკვე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი დააკავეს, მიაყოლეს „ოდეკაბეს“ გენმდივანიც, თავდაცვის ყოფილი მინისტრიც და მისი მოადგილეებიც. იმიტომ რომ 2008 წელს, ჯერ კიდევ, პრეზიდენტმა ქოჩარიანმა საპროტესტო მიტინგის დარბევა ბრძანა, რასაც ადამიანების სიცოცხლეც კი შეეწირა. ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ სომხეთში მიმდინარე პროცესებს ჩვენი რეგიონის კონტექსტში.
– რა მოვლენის მომსწრენი ვართ სომხეთში?
– უპირველესად, ეს არის სამართლიანობის აღდგენა და პასუხის მოთხოვნა იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც სომხეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა 2008 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოაწყო საპროტესტო მიტინგი, რომელიც სისხლიანი მეთოდით დაირბა და ამაში მონაწილეობა მიიღო სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა. დაიღუპა ათამდე მოქალაქე, დაიჭრა 200-მდე ადამიანი, დააპატიმრეს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის, ფაშინიანიც, რომელსაც შვიდი წელი მიუსაჯეს. მან სამი წელი მოიხადა და ციხიდან სერჟ სარგისიანის ამნისტიით გამოვიდა. 2008 წელს ქოჩარიანმა და ყარაბაღის კლანმა, რომლის წარმომადგენელიცაა სერჟ სარგისიანი, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ასევე, დაპატიმრებულია, „ოდეკაბეს“ გენერალური მდივანი ხაჩატურიანი, ის, უბრალოდ, გირაოთი გაათავისუფლეს, რამაც მოსკოვსა და ერევანს შორის სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია. მაშინ ხაჩატურიანი ერევნის სამხედრო გარნიზონის მეთაური იყო, მისი ბრძანებით გამოვიდა ქუჩაში  სომხეთის საარმიო ნაწილები სისხლიან დარბევაში მონაწილეობის მისაღებად. ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილება კი რობერტ ქოჩარიანმა მიიღო.
– სარგისიანის გამო?
– ეს ერთიანი გუნდი იყო. ამასთან, სერჟ სარგისიანი მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი იყო.
– რას გულისხმობთ სტრატეგიულ პარტნიორობაში?
– სწორედ სარგისიანმა გადასცა სააკაშვილს სომხეთის უმაღლესი ჯილდო. 2013 წელს ვანო მერაბიშვილიც ჩუმად სწორედ სომხეთში გარბოდა მამალაძის ყალბი საბუთებით. სხვათა შორის, საინტერესოა, რატომ გარბოდა ვანო მერაბიშვილი პრორუსულ სივრცეში?!
– რაღაცის გამო ხომ მისცა ის ჯილდო სარგისიანმა სააკაშვილს. რისთვის?
– მიხეილ სააკაშვილმა სომხეთს სამხედრო ტრანზიტი მისცა. ეს ხელშეკრულება 2009 წლის ბოლოს დაიდო, რის მიხედვითაც, რუსეთს მიეცა უფლება, საქართველოს გავლით, სომხეთისკენ გაეტარებინა რუსი სამხედრო მოსამსახურეები და სამხედრო ტვირთი, რაც სომხეთის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მეორე მხრივ, სომხეთის ხელისუფლება ლობირებდა მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან სახალხო დიპლომატიის განვითარებისთვის. ანუ პარტნიორობა ორმხრივი იყო. ახლა უკვე მაქვს მტკიცებულება, რომ 2012 წელს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამნისტიით გაათავისუფლა პოლიტპატიმრები, სერჟ სარგისიანმა მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრებს აუკრძალა სომხეთის ტერიტორიაზე შესვლა, მაგალითად, მე სომხეთის ტერიტორიაზე შესვლა 2012 წლიდან ამეკრძალა.
– აბსოლუტურად დამოუკიდებლები დიდი სახელმწიფოებიც არ არიან, არათუ მცირე სახელმწიფოები. სამართლიანობის აღდგენასაც სჭირდება გეოპოლიტიკური ინტერესი. ისე არ ხდება, რომ მოვიდა გულანთებული პატრიოტი და აღადგინა სამართლიანობა. ამას უნდა დაეთანხმოს ერთი გეოპოლიტიკური მოთამაშე მაინც. რომელი ბანაკის ზურგი იკვეთება ფაშინიანის ამ აქტივობებში?
– შევთანხმდეთ, რომ, რაც სომხეთში მოხდა, არის არა ფერადი, არამედ ხავერდოვანი რევოლუცია. ფერადი რევოლუციის დროს იცვლება არა მარტო რეჟიმი, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია, როგორც ეს მოხდა საქართველოში 2003 წელს. ედუარდ შევარდნაძე ატარებდა რუსეთთან დაბალანსებულ პოლიტიკას, სააკაშვილიც ეცადა დასაწყისში, რუსეთთან ჰქონოდა მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომ ჩაჭრა ყველანაირი ურთიერთობა და ანტირუსული საგარეო პოლიტიკური კურსი ააწყო; ისევე, როგორც ეს მოხდა უკრაინაში, როდესაც იანუკოვიჩის რეჟიმი შეიცვალა „მაიდნით“, რამაც შეცვალა უკრაინის პოლიტიკური კურსი და უკრაინის პრორუსული პოლიტიკა მთლიანად გადავიდა ანტირუსულ პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსში. ხავერდოვანი რევოლუციის დროს კი საგარეო პოლიტიკური კურსი არ იცვლება.
– იმას ამბობთ, რომ სომხეთში მომხდარი გადატრიალების უკან რუსეთის ინტერესი დგას?
– რუსეთის ინტერესი იდგა, ბუნებრივია. ერთი თვით ადრე, სანამ სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია მოხდებოდა, რუსეთმა სომხეთში შეიყვანა „გე რე უს“ სპეცდანიშნულების ნაწილები, რაც არ იყო შემთხვევითი და მეორეც, ფაშინიანმა უფრო განამტკიცა სომხურ-რუსული ურთიერთობა და, თუკი რუსეთი აჭიანურებდა სომხეთისთვის 200 მილიონის შეიარაღების გადაცემას, ახლა რუსეთმა მთლიანად შეასრულა ეს ვალდებულება. ამის შესახებ განცხადება გააკეთა სომხეთის ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა.
– რატომ გაწირა რუსეთმა თავისი პარტნიორები – ქოჩარიან-სარგისიანის დაჯგუფება, მათ ხომ არ უღალატიათ პრორუსული კურსისთვის?
– არ უღალატიათ, მაგრამ აფერხებდნენ რუსული ინტერესების გატარებას. მაგალითად, სარგისიანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროასოცირების შესახებ. მოსკოვმა მისცა თანხმობა, მაგრამ კბილების ღრჭიალით. სარგისიანმა უარი თქვა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შეყვანაზე და რუსეთმა ეს აღიქვა, როგორც ანტირუსული ქმედება. ბევრი ნიუანსი იყო, მათ შორის, ეკონომიკურიც. მეორეც, სარგისიანის რეჟიმი მოსახლეობას ყელში ჰყავდა ამოსული. არ დაგავიწყდეთ, რომ უკრაინაში „მაიდანი“ დაიწყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აიძულა იანუკოვიჩი, არ მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისთვის. როცა იგივე სიტუაცია განმეორდა სომხეთში, მოსკოვმა დროებით თავი შეიკავა…
– და სომხური ხელით გააკეთა გასაკეთებელი ხავერდოვანი რევოლუციის სახით?
– არ უნდოდა, უკრაინის მსგავსი პროცესი დაწყებულიყო სომხეთშიც და გარკვეულწილად ხელი შეუწყო ნიკოლ ფაშინიანის მოსვლას, თუმცა თვითონ მოსახლეობის განწყობაც ასეთი იყო.
– ანუ მოსკოვისა და სომეხი ხალხის მიზნები ამ მომენტში დაემთხვა.
– ისევე, როგორც იგორ ივანოვის ჩამოსვლით საქართველოში ხელი შეეწყო შევარდნაძის უსისხლოდ წასვლასა და სააკაშვილის მოსვლას. იგივე ხდება ახლაც სომხეთში.
– სქემა, დავუშვათ, იგივეა, მაგრამ რომ არა გარე მხარდაჭერაც, რაოდენ დიდიც უნდა ყოფილიყო სომეხი ხალხის ნება, ფაშინიანი ხელისუფალი ვერ გახდებოდა. რა დამატებითი ვალდებულებები დაეკისრება ფაშინიანს მოსკოვისადმი? რის გაკეთება მოუწევს მას მადლიერების ნიშნადაც და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით? ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დეზავუირებას მოახდენს თუ რუს სამშვიდობოებს ჩააყენებს ყარაბაღში? ვიცით, რომ რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ჩაყენება.
– მით უმეტეს, რომ აგვისტოში ყველა ელის ყარაბაღში სიტუაციის დაძაბვას. ორივე მხარე იმუქრება, რომ დაარტყამს ერთმანეთის სტრატეგიულ ობიექტებს. მაგალითად, სომხეთმა განაცხადა, რომ დაარტყამს მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც წალეკავს ნახიჭევანსა და ყარაბაღის ნაწილსაც, აზერბაიჯანმა კი თქვა, რომ დაარტყამენ სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს და, რაც მთავარია, ორივე მხარეს აქვს შესაბამისი ტექნიკური საშუალებები. ორივე ქვეყანამ შეიძინა ბირთვული ტრიადის შემადგენელი კომპონენტი, რომლებსაც თეორიულად, შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება და ამით რეგიონში უსაფრთხოების ახალი დილემის შექმნა. ანუ ორივე ქვეყანა ემზადება ასეთი სცენარებისთვისაც კი და მათ საამისო საშუალებებიც აქვთ. ჩვენ მათ, ორივეს, ჩამოვრჩებით ამით: ასეთი საშუალებები არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, საქართველო არის სუსტი წერტილი კავკასიის სამხედრო გეოსტრატეგიულ ბალანსში.
– იმედი მაქვს, საქმე არ მივა სამხედრო დაპირისპირებამდე ბაქოსა და ერევანს შორის, თან, ეს არ მგონია, იყოს რუსული ინტერესი. ჩემი აზრით, მისი მთავარი მიზანი ყარაბაღში სამშვიდობოების ჩაყენებაა სომხეთი უფრო და უფრო ვალდებული და დამოკიდებული ხდება რუსეთზე, ჩვენ რა დამატებით საფრთხეს გვიქმნის ეს?
– ჩვენთვის საფრთხე ის არის, რომ რუსეთი ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამავე კონტექსტშია ცხინვალიდან წამოსული მუქარა, რომ დაიკავებენ თრიალეთისა და მთიულეთის ტერიტორიას და ის, რომ ისევ განაგრძობენ მცოცავ ოკუპაციას. მეორეც, რუსეთმა კასპიის ზღვაში ჩაატარა საკმაოდ სერიოზული სამხედრო საზღვაო წვრთნები, რომელზეც მოწინააღმდეგის ფლოტის ჩაძირვის იმიტაცია მოახდინა.
– ჩვენ არ გვყავს ფლოტი და რა უნდა ჩაგვიძიროს?
– სააკაშვილის დანაშაულია, რომ მან გააუქმა საქართველოს საზღვაო ფლოტი და ჩვენ ზღვიდან თავს ვერ დავიცავთ ვერავითარ შემთხვევაში. ჩვენ არც ავიაცია გვყავს და სამხედრო-საჰაერო ძალები მძიმე მდგომარეობამდეა მიყვანილი, რასაც შეიძლება, „სტინგერებმაც“ ვერ უშველოს. 2008 წლის ომიდან გაკვეთილებიც ვერ გამოვიტანეთ, რომ იმ მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, ერთი ნაბიჯი მაინც გადაგვედგა წინ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სამოქალაქო პირები არიან უსუსურები და, თუმცა გვყავს ღირსეული სამხედროები, მათ არ ეძლევათ საშუალება, თავიანთი კუთხით განავითარონ შეიარაღებული ძალები და რომ არა ამერიკელების დახმარება, ჩვენი მდგომარეობა კატასტროფულად სავალალო იქნებოდა. ეს ჯერ კიდევ ობამას დროიდან მოდის, თორემ ტრამპი ჩვენდამი უკვე არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს. მან გამოყო 300-მილიონიანი დახმარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ბალტიისპირეთისა და უკრაინისთვის და საქართველო იქ არ არის მოხსენიებული.
– მე როგორც მახსოვს, საქართველოსთვისაც არის ცალკე გამოყოფილი დახმარება.
– არა. 300 მილიონი გამოყო ბალტიის სახელმწიფოებისთვის და უკრაინისთვის. მეტიც, უკრაინას უფასოდ გადასცემენ „ჯაველინებს“, ჩვენ კი მოგვყიდეს. თუმცა ამერიკელები გაგვიწვრთნიან 9 ბატალიონს. ეს გადაწყვეტილება ობამას დროს მიიღეს და დღესაც ის პროექტი გრძელდება. ეს არ არის ამერიკის ბრალი, არამედ იმის, რომ ჩვენები არ მუშაობენ ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამდენად, მხოლოდ ჩვენი ბრალია, უნდა დავაინტერესოთ. მაგალითად, პოროშენკო თვეში სამჯერ ჩადის ოფიციალურ ვიზიტად ვაშინგტონში და უკრაინული ინტერესების აქტიური ლობირება მიდის. მართალია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ, თუ უკრაინას სრული სამხედრო პაკეტით ეხმარებიან, ჩვენთან ეს დახმარება ასეთი მასშტაბის არ არის.
– უკრაინა ომობს, ჩვენ კი არ ვომობთ, ომი არ გვინდა, მარიხუანის მოწევის თავისუფლებით ვტკბებით.
– ჩვენ უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე უკრაინა. უკრაინა ომობს, მაგრამ რუსეთთან არც დიპლომატიური ურთიერთობა გაუწყვეტია და არც ეკონომიკური. ჩვენ და რუსეთი კი ოფიციალურად ვართ სამხედრო მტრები, არ გაგვიფორმებია სამშვიდობო ხელშეკრულება და ჩვენ შორის ომი გრძელდება: მცოცავი ოკუპაცია იგივე ომია; არჩილ ტატუნაშვილის გატაცება და მისი საზარელი მკვლელობა ომია. რუსეთი ეწევა, კლასიკური გაგებით, ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, რასაც ემატება მუქარაც: ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოტანილი აქვს „ისკანდერები“, „ეს სამასები“, რაც პირდაპირი სამხედრო მუქარაა, ესე იგი,  ჩვენ, ისევე, როგორც უკრაინა, საომარ მდგომარეობაში ვართ.
скачать dle 11.3