კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ აღარ არსებობს ცნება „ქართველი ერი“, რატომ აღარ ტყუვდება დევი და რაში აჯობეს სომხებმა ქართველებს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გვისტოს ტრაგიკული ხუთდღიანი ომი ორ აღიარებულ „სახელმწიფოდ“ დაგვიჯდა, მართალია, რუსეთის გვერდით ამღიარებელთა რიცხვში ამ სამყაროს მაჩანჩალა და ერთგვარად კეთროვანი ქვეყნები არიან, მაგრამ ეს ჩვენს გასაჭირს მალამოდ მაინც ვერ ედება. რა მოცემულობა გვქონდა ათი წლის წინათ დე-ფაქტოდ, რა მივიღეთ დღეს დე-ფაქტო და დე-იურედაც, როგორი პირი უჩანს ამ პროცესს სამომავლოდ და რა როლი შეასრულა დამოუკიდებელი საქართველოს თითოეულმა ხელისუფალმა ამ შედეგამდე მისვლაში? – ამ მტკივნეულ თემას გუბაზ სანიკიძესთან ერთად განვიხილავთ.
გუბაზ სანიკიძე: 2008 წელი იყო კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის ყველანაირი გაგებით. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება ჩვენთვის იყო კატასტროფა, იმიტომ რომ რუსეთისთვის ახალი წითელი ხაზი გაჩნდა და აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. მანამდე წითელი ხაზი ის იყო, რომ აფხაზებსა და ოსებს არ უნდოდათ საქართველოში ცხოვრება და 2008 წელს ამას რუსეთის აღიარება დაემატა. ეს იყო ჩვენი მაშინდელი ხელისუფლების დიდი შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია და ჩვენს საზოგადოებას დღესაც არ აქვს შეფასებული, რა მოხდა მაშინ. არადა მოხდა გეოპოლიტიკური მიწისძვრა და მიუხედავად იმისა, რომ  დასავლეთი გვიჭერდა მხარს და ემუქრებოდა რუსეთს, თბილისში არ შეხვიდეო, მაშინ საქართველო მაინც მარტო აღმოჩნდა და იმ უმძიმესი შედეგიდან დასკვნები არცერთმა მხარემ არ გამოიტანა – არც საქართველომ და, სხვათა შორის, არც დასავლეთმა. მაშინ რომ რუსეთისთვის რეალური პასუხი გაეცათ, რა თქმა უნდა, ყირიმის პრობლემა აღარ იქნებოდა და უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა. დამაწყნარებელი პრიზი მოგვცეს – 4,5 მილიარდი დოლარი, რომელიც არავის მოუკითხავს, რაში დაიხარჯა. მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ზერელედ ეკიდება საკუთარი სახელმწიფოს არსებობას და, ჩემდა სამწუხაროდ, არ მახსენდება ასეთი რამ, რომ ქვეყანას ასე არ მოხდომოდეს დამოუკიდებლობა. საქართველო დაპყრობილიც ყოფილა, გაჭირვებაშიც, მაგრამ ყოველთვის იცავდა თავს და დღეს, დამოუკიდებლობის პირობებში, გადაშენების პირას მიდის. ეს ერთ რამეზე მეტყველებს, ჩვენ არ გვაქვს გააზრებული ის სიკეთე, რასაც ჰქვია საკუთარი სახელმწიფო. მსოფლიოში, დაახლოებით, 5 000-მდე ენა და 3 000-მდე ერი და ხალხია, ზუსტი ციფრი და არც ერის დეფინიცია არ არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ 3 000-მდე ერია. მათგან თავისი სახელმწიფო მხოლოდ  200-მდე ერმა შექმნა, მათ შორის, ჩვენც და მე რასაც ვუყურებ, ეს არის ჩვენი წინაპრებისა და ისტორიის დამსახურება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, შევქმენით სახელმწიფო, მაგრამ მისი შენარჩუნების სურვილი არ აღმოგვაჩნდა. დღევანდელი დამოკიდებულებაც ასეთია: ყველაზე ბოლო ადგილზეა ქართული სახელმწიფოს სვე-ბედი. ყველაფერზე ვფიქრობთ, იმას გარდა, თუ რა ვუყოთ ამ ჩვენს სახელმწიფოს.
– წინაპრების დამსახურება მხოლოდ ის არ არის, რომ სახელმწიფო გვაქვს, არამედ ჩვენი დღევანდელი შემოსავალიც: ტურიზმი ვითარდება, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, მათ შეინარჩუნეს ეს ადგილი, მეორეც – შექმნეს ის კულტურა, რომლის ჩვენებაშიც ჩვენ დღეს ფულს ვიღებთ.
– ამასაც ვერ ვიყენებთ ჭკვიანურად. ტურიზმის მთავარ ფაქტორად ითვლება ხაჭაპური და ხინკალი. 25 წელია, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და საქართველოს იცნობენ, როგორც ხინკლისა და ხაჭაპურის ქვეყანას. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი  ძველი ლიტერატურის, ჩვენი ანბანის, ჩვენი ხუროთმოძღვრების, ჩვენი ფოლკლორის, ძველი ქართული ფილოსოფიის წარმოჩენა. დაახლოებით ხუთი წლის წინათ ნიუ-იორკში ჩატარდა ბიბლიის დღე. ძალიან საინტერესო სათაური ჰქონდა: ბიბლია ათას წელს, როდესაც ათასი წელი შესრულდა ქრისტეშობიდან. დღეს ბიბლია ნათარგმნია 1 500 ენაზე, მაგრამ ათასი წლისთვის ბიბლია მხოლოდ 14 ენაზე იყო ნათარგმნი და ერთ-ერთი იყო ქართული. წარმოდგენაც არ გვაქვს, როგორი კულტურის მემკვიდრეები ვართ. უარს ვამბობთ ყველაფერ ქართულზე, ეროვნულზე. შეხედეთ ჩვენს მედია-საშუალებებს, რამდენი ხანია, თქვენ კარგი გადაცემა არ გინახავთ საქართველოს ისტორიის შესახებ?! ჩვენ მულტფილმიც ვერ გადავიღეთ, აღარ არის საუბარი, თავიანთი ისტორიის როგორი პროპაგანდა მიდის ჩვენს სამეზობლოში, იღებენ სერიალებს, იგონებენ ტყუილებს. იგივე თურქული „დიდებული საუკუნე“ არის პროპაგანდის იარაღი. სულეიმანი მანიაკი და ჰომოსექსუალი იყო, ის და იბრაჰიმ ფაშა საყვარლები იყვნენ, არადა, გამოყვანილია, როგორც დიდი მოაზროვნე, ფილოსოფოსი და ჰუმანისტი. ჩვენ სად ვართ ამ დროს?! ჩვენს ტელევიზიებში სომხური არხიც გადის და აზერბაიჯანულიც. ყოველი მესამე გადაცემა მათი ისტორიის შესახებაა. ჩვენ ეს არ გვინდა, რატომღაც, დავიღალეთ ჩვენი მემკვიდრეობით. მე ხშირად გამიგია, მათ შორის, სოციალურ ქსელებში, როდესაც ამბობენ, დაგვანებეთ თავი, არ გვინდა ეს ჩვენი ისტორია. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გაწყვიტოს ის სამიათასწლიანი ჯაჭვი. ქვეყანა ეკუთვნით არა მარტო ცოცხლებს, არამედ გარდაცვლილებს და მომავალსაც, რომელიც ჯერ არ დაბადებულა.
– მაღიზიანებს, როდესაც ერზე უარყოფით კოტექსტში ლაპარაკობენ, ლანძღავენ, კრულავენ და ვერც ხვდებიან, რომ ამით შეურაცხყოფას აყენებენ წინაპრებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ და მომავალ, ჯერ არდაბადებულ თაობებსაც.
– პროგრესს უპირისპირებენ ტრადიციას, შვილიშვილს – პაპას. ეს სიბრიყვის ბრალიცაა, მაგრამ არის გეგმაზომიერებაც. სამწუხაროდ, ძალიან გაუნათლებელი საზოგადოება ვართ, იმ დონეზე, რომ ვერ ვარჩევთ, ვინ წიგნიერია და ვინ – უწიგნური. ჩვენ არ გვაქვს შრომის მორალი, რაც აქვთ ჩვენს მეზობელ სომხებს. შევხედოთ ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც ტრიალ მინდორზეა და დენთის კასრზეა შედგმული – მაინც როგორ ვითარდება. ჩვენ კი არაფრის სურვილი არ გვაქვს. ქართველი მამაკაცები შეეჩვივნენ იმას, რომ მათი ცოლები წლობით მუშაობენ უცხოეთში და ინახავენ ოჯახებს. მუქთახორობა გახდა ჩვენი ცხოვრების წესი. როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ორი არჩევანი გვქონდა: ან ნაცარქექია, ან ავთანდილი. ნაცარქექიობა გადავწყვიტეთ.
– ნაცარქექიას ვერ დავაკნინებ: ის დევებს ამარცხებდა, ატყუებდა.
– ავთანდილიც ატყუებდა ვიღაც-ვიღაცებს.
– ავთანდილი უფრო მაღალი ხარისხის ნაცარქექიაა.
– მაგრამ ორი დიდი სხვაობაა მათ შორის: ავთანდილს ჰქონდა ზენა მიზანი და ღირსების გრძნობა. ნაცარქექიას მიზანი კი ნაცრის ქექვაა, რასაც აკეთებს ჩვენი დღევანდელი საზოგადოება: ჩვენ მივეჩვიეთ წაგებას, ჩვეულებად გვექცა. ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც მეგობრები უწერენ, უღებენ, აქვეყნებენ, კომპრომატებს დებენ ერთმანეთზე. ეს არის ქვეყანა, რომელშიც სიმართლეს აქვს მოკლე ფეხები და ჭორსა და ტყუილს კი – ძალიან გრძელი. ამიტომ, რაც გვჭირს, ის დავიმსახურეთ. მე ვხედავ, რა ტიპის ხალხი მართავს ქვეყანას.
– თითოეულმა მმართველმა რა წვლილი შეიტანა იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით?
– მოდი, ასე დავარქვათ, ეს არის პერიოდი მერაბ კოსტავადან ბიძინა ივანიშვილამდე. ზვიად გამსახურდიას დამხობა იყო კოლექტიური ღალატი, პერსონებს თავი დავანებოთ: ეს იყო შემთქმულება საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ისევ გავიმეორებ, დინამიკა ასეთია, დავიწყეთ მერაბ კოსტავათი და ვამთავრებთ ბიძინა ივანიშვილით. დავიწყეთ მაღალი, ქრისტიანული კატეგორიებით, თვითშეწირვით, სამშობლოს სიყვარულით და საბოლოოდ, თუმცა გამოკითხვით, ქართველების 95 პროცენტი მართლმადიდებლად განიხილავს თავს, აღმოჩნდა, რომ მთავარი ღმერთი მამონაა, ოქროა, ვერცხლია. ასეა, შევციცინებთ ამ ვერცხლს, არ ვამბობ, რომ ყველა, მაგრამ საზოგადოების გადამწყვეტი ნაწილი. მაგრამ არც ის ვერცხლი არ იქნება, იმიტომ რომ ვერც ერთი უზნეო საზოგადოება მატერიალურ დოვლათს ვერ ქმნის. ეს ცნობილი ფაქტია. უზნეო საზოგადოება კარგად არ ცხოვრობს. დაუკვირდით ჩვენს დინამიკას: ტერიტორიის 20 პროცენტი დავკარგეთ და დავკარგეთ ეთნიკურადაც, უკვე იქ ქართველები აღარ ცხოვრობენ. საქართველო ხშირად იყო დაპყრობილი, მაგრამ ქართველების გავრცელების არეალი გაცილებით დიდი იყო. ასეთი მცირე საქართველო არასდროს ყოფილა. ზოგი ამერიკას აბრალებს, ზოგი – რუსეთს, ზოგი მასონებს დასდევს, მაგრამ ჩვენი მთავარი შეცდომა არის ის, რომ ვართ ძალიან უწიგნური საზოგადოება. პარაზიტულად ვაზროვნებთ: ხან რუსეთმა შეგვინახოს, ხან – ამერიკამო.
– ივანიშვილმა შეგვინახოსო, ეს მოლოდინიც იყო.
– როგორ არ იყო და ისეთი ტალღით არა, მაგრამ დღესაც არის ნაწილობრივ. ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება და ეს ვაკუუმი დიდხანს ვერ გაძლებს, ადგება და ამ ტერიტორიას სხვა დაიკავებს. ამ სამოთხეს ასე არავინ დატოვებს. ერები მძიმე დარტყმებს სხვადასხვანაირად იტანენ: ან იფანტებიან, როგორც ებრაელები და სომხები, ან მკვიდრდებიან და ფეხს ვერ მოაცვლევინებ. ასეთები ჩვენ ვიყავით, ჩვენი დაფანტვა თითქმის შეუძლებელი იყო, ვერ გაგვასახლეს აქედან, არ გავიქეცით, მაგრამ დღეს, მშვიდობიანობის დროს, დავიცალეთ. დღესვე რომ გახსნა საზღვრები, რაც კი ქართული მოსახლეობაა, სულ გაიკრიფება.
– საზოგადოებას მთლიანად ეხება ეს საყვედური: მხოლოდ ხელისუფლება რომ აფუჭებდეს საქმეს, ეს მცირე უბედურება იქნებოდა, თითქმის ყველა თავის ადგილზე აფუჭებს იმას, რაზეც ხელი მიუწვდება: ის ტყეს მიჰყიდის უცხოელს, ეს კი, რით ვარ ჩინელზე ნაკლებიო და ხეს ჩუმად მოჭრის და გაყიდის.
– ოფიციალურად გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა, რომ კვირიკაშვილის ხელისუფლებამ გააქრო 700 მილიონი. ვინმე ხმას იღებს ამაზე?! 18 მილიარდამდეა სახელმწიფო ვალი. ქართველებს რომ გვკითხო, ყველაფერი შვილებისთვის გვინდა, მაგრამ ვუმატებთ და ვუმატებთ ვალებს ჩვენს შვილებს და როცა ვერ გადაიხდიან, მათ კულტურულად და ლამაზად ეტყვიან, ვალს ვერ იხდით და, უკაცრავად ამ გამონათქვამისთვის, „აახვიეთ“ აქედანო. ხომ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ ქვეყნის ფასის დემპინგს ატარებს და რომ დააგდებს, ადვილად გაიყიდება. რა პრობლემაა?! არაფერი კეთდება და რაც გაკეთდა, ისიც ინგრევა. ქვეყანაში არის კორუფცია. ნახეთ, ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ?! ყველაა დამნაშავე, ოღონდ ის არის უბიწო. საქმე რომ გაფუჭდა, თურმე, ყველას ბრალია და ის არაფერზე აგებს პასუხს. ჩვენ ამას კარგად ვხარშავთ და ვინელებთ.
– თქვენ როდის შენიშნეთ ეს მას?
– მე პირველი რეაქცია გამოვხატე, როცა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მურუსიძე სისტემის მსხვერპლია, სკეფსისი იქიდან დაიწო.
– მანამდე ვერაფერი შეატყვეთ?
– მე სულ ვამბობდი, მაგრამ არავინ უყურებს პარლამენტის სხდომებს. არც ერთ ჟურნალისტს არ უკითხავს ჩემთვის, ამ კაბინეტში რომ ზიხართ, რას აკეთებთ ქვეყნისთვის?! იმ დროს, როდესაც ძალიან სერიოზულ კომიტეტს ვხელმძღვანელობდი. ჩვენ ვართ გართობის ხალხი, ძალიან გვიმძიმდება გონება, როცა პრობლემებზე ვსაუბრობთ. საქართველო არის დაავადებული ქვეყანა და, როგორც ვატყობ, ეს უკვე მოურჩენელია. რამდენი ხანია, არ გაგიგონიათ ცნება „ქართველი ერი“?! იმიტომ რომ ეს აღარ არის ქართველი ერი, ეს არის საქართველოს მოსახლეობა. ბრექი გვჭირს და ვიღაც რომ დინგში მოგვდებს, მაშინვე მოვიკუნტებით. ნახეთ, რა მოხდა სომხეთში, რუსები რომ გამოვიდნენ სამხედრო ბაზიდან და სროლა დაიწყეს სოფელში?! იმ სოფლის მოსახლეობამ უიარაღოდ გააჩერა კოლონა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ქართველებმა მსგავსი რამ გააკეთონ?! 200 ჩეჩენი რომ შემოვიდეს, კაციშვილი ხმას არ ამოიღებს, ისე აიღებენ თბილისს. ესაა განსხვავება სომხეთსა და ჩვენ შორის. შიშების გამართლებაა, მუდმივად იმის ძახილი, ვინ ჩაგვიდგება სათავეში. არც არავინ: რაღაც რომ არ მოგწონს, შენ ჩაუდექი შენს თავს სათავეში და გამოდი. ეს ნაცარქექიების ქვეყანაა, ოღონდ საქმე ისაა, რომ დევი აღარ ტყუვდება, ჩვენ უკვე იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ნაცარქექიაზე ჭკვიანი დევია.
скачать dle 11.3