კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ ადარებს საკუთარ თავს გიორგი სააკაძეს „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე და რატომ ჰყავს მას ოჯახი გარიყული

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

მას შემდეგ, რაც ბათუმში მეჩეთის  მშენებლობის თემა ისევ  გააქტიურდა, მოვლენების ეპიცენტრში კვლავ აღმოჩნდა „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, რომელიც მუსლიმთა სამლოცველოს მშენებლობის საინიციატივო ჯგუფსაც ხელმძღვანელობს. რამდენიმე დღის წინ   გაკეთებულ განაცხადს – თუ დაგვჭირდება, მესამე მეჩეთსაც ავაშენებთ, მეოთხესაც, მეხუთესაც, ფეხებზე მკიდია თქვენი კონსენსუსიო, საკმაოდ დიდი ხმაური  მოჰყვა, რაც  მას  პროვოკაციად და დაპირისპირების მცდელობად ჩაუთვალეს. ტარიელ ნაკაიძე ამ თემაზე „თბილისელებთან“  საკუთარ პოზიციას განმარტავს.     
ტარიელ ნაკაიძე: ეს  იყო ემოცია, რომელიც გამოვხატე ხელისუფლების მიმართ. მე მათ ვუთხარი მკაცრად, ლოგიკურად,  თქვენ კი ნუ მიედ-მოედებით ამ თემებზე, ეს არ არის ჩვენთვის  საინტერესო,  თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ შუალედური პოზიციის მქონე. ხელისუფლება ვალდებულია, მიიღოს  გადაწყვეტილება და აღასრულოს კანონი. საზოგადოებამ, რომელმაც ისე გაიგო ჩემი ნათქვამი, თითქოს მე ქრისტიანების ან სხვა სარწმუნოების წარმომადგენელებს მივმართავდი, ასეთი რამ  არც მიფიქრია.  ეს იყო უბრალო აჟიოტაჟი გარკვეული ჯგუფისგან, რომლებიც პროვოცირებულია და ძაბავს სიტუაციას, რომ სათავისოდ გამოიყენოს და საზოგადოება დააპირისპიროს.   მათ სხვა ჭრილში გადაიტანეს ჩემი ნათქვამი, რომელშიც სინამდვილეში,  ძალიან კარგად ჩანს, მე ვის ვეუბნებოდი. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს,  მაქვს უფლება, ჩემს ხელისუფლებას ველაპარაკო ნებისმიერი ენით, რითიც მას გავაგებინებ. რაც შეეხება საზოგადოებას, მე მას საზოგადოებისთვის გასაგები ენით ვესაუბრები. საქართველოში ცხოვრობენ ქართველი მუსლიმები და არა მარტო ქართველი მუსლიმები, საქართველოს მოქალაქე სხვა ეროვნების მუსლიმები. კონსტიტუციით  ყველას აქვს გარანტირებული რწმენის თავისუფლება, ყველა უნდა მივყვეთ კანონს, შესაბამისად, ქართველი მუსლიმები და საქართველოს მუსლიმები გადავწყვეტთ, რამდენი მეჩეთი  გვჭირდება, რამდენ მეჩეთს ავაშენებთ თუ არ ავაშენებთ. საქართველოს კონსტიტუცია გვაძლევს უფლებას, ავაშენოთ იმდენი სამლოცველო, რისი საჭიროებაც  დაგვიდგება. ჩემი საუბრის ლაიტმოტივიც სწორედ ეს იყო – იმ განცხადების შესაბამისად, რაც ხელისუფლებამ გააკეთა.  
– რას ნიშნავს, მაინც აშენდება, ეს არ არის მუქარა ხელისუფლების მიმართ? თუ ხელისუფლების ნება არ იქნება, რას იზამთ,  ძალით ააშენებთ?  ბოლო პერიოდში შეამჩნევია, რომ  თქვენი ტონი საკმაოდ ხისტი გახდა.
– უკვე გითხარით, როგორ დაველაპარაკები ხელისუფლებას, ეს ჩემი პირადი გადასაწყვეტია, ფორმას და ტონს მე თვითონ შევარჩევ. თუ ჩემს განცხადებაში რამე  არაკანონიერი და არაკონსტიტუციურია, ხელისუფლებამ ამასაც უნდა მიხედოს, ეს არაა საზოგადოების განსჯის საგანი. მე მესმის მოსახლეობის ნაწილის აზრი, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს, მათ აქვთ ამის თქმის უფლება, ისვე როგორც მეც მაქვს უფლება ვთქვა, რომ არ უნდა აშენდეს რაღაც, ვთქვათ სახლი, სასტუმრო, რომელიც შესაძლოა, არ მომწონდეს.   ხელისუფალი ასე ვერ იზამს – მან უნდა გადახედოს კანონს და აღასრულოს. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რას ამბობს ხელისუფლება ბოლო წლებში.  20 წელია, ერთ დღეს ამბობენ, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს, მეორე დღეს – არა არ უნდა აშენდესო. მათ ბევრჯერ სცადეს მოტყუება.  ჩვენ კი ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი უფლებების დასაცავად. ჩვენი სტრატეგია ცნობილია – საქმე გვაქვს სასამართლოში, ველოდებით სასამართლოს განაჩენს, რომლის შესაბამისადაც მოვიქცევით. თუ სასამართლო არ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, არსებობს სხვა ინსტანციები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივმართავთ. არ დავუშვებთ, ვინმემ შელახოს ჩვენი უფლებები, თუნდაც ეს იყოს სახელმწიფო. ეს არის მუსლიმი მრევლის გადაწყვეტილება.
–  როდესაც  თქვენ საუბრობთ მუსლიმი მრევლის სახელით, ოპონენტები  ამბობენ, რომ ორად გახლიჩეთ მრევლი, არ ცნობთ სამუფთო სამმართველოს და მუფთს.
– ბევრს უნდა მუსლიმი მრევლი ორად გაყოფილად წარმოაჩინოს, მათ შორის ხელისუფლებასაც, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. ჩვენ არ ვართ ორად გახლეჩილები, მეჩეთის ირგვლივ ერთ მუჭად ვართ შეკრული. ჩვენს ორგანიზაციას ემორჩილება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყველა იმამი, საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებულია როგორც ჩვეულებრივი მრევლი, ასევე სასულიერო პირები, რომლებიც დღეს სხვადასხვა მეჩეთში მუშაობენ, შესაბამისად, არანაირი დაყოფა და გამოყოფა არ არსებობს. ხელისუფლებამ არ უნდა ჩაყოს ცხვირი მუსლიმების შიდა საქმეებში, კანონით არ აქვს ამისი  უფლება.   მუსლიმი მრევლი გონიერია,  მან კარგად იცის, როგორ უნდა იმუშაოს ამ ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარებისთვის, შესაბამისად, ვცდილობთ, ყველა წესისა  და ნორმის დაცვით მივიდეთ საბოლოო შედეგამდე, რომელსაც ბევრი არ აკლია – ის, რაც არის მნიშვნელოვანი, უკვე გვაქვს, ამ ადგილზე, პრაქტიკულად, არსებობს სივრცე  ლოცვის თვალსაზრისით. დარჩენილია ბოლო ეტაპი – ახალი, კარგი  შენობის აგება. ჩვენ გათვლილი გვაქვს, რომ ბრძოლა შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, მაგრამ ის შედეგით დასრულდება. რა თქმა უნდა, როცა ხელისუფლება  მუსლიმ მოქალაქეებს თავზე დაახევს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ უფლებებს და ანალოგიურ მდგომარეობაში ლოიალობას გამოიჩენს უმრავლესობის მიმართ – გადასცემს დიდძალ ქონებას, ხოლო მუსლიმებს საკუთარ მიწაზეც კი არ მისცემს საშუალებას, ააშენოს სამლოცველო, ვერ იქნება ყოველთვის მომთმენი და ვერც კორექტული. მათ მოთმინებასაც აქვს ფიალა.
– ძალიან ბევრი ლაპარაკია დაფინანსების წყაროებზე, რა თანხებით არსებობს თქვენი კავშირი და როგორ  აშენდება მეჩეთი, არის საუბრები პირადად თქვენს ურთიერთობაზე სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან, ეს არ არის მარტივი ბრალდებები. ამაზე რა პასუხი გაქვთ?
– როცა დარწმუნებული ხარ იმ საქმეში, რასაც აკეთებ, ლანძღვა, გინება, თუნდაც აგენტის იარლიყი, არ გაშინებს, მე ვიცი, რასაც ვაკეთებ და როგორც იტყვიან, ენას ძვალი არ აქვს, თქვან რაც უნდათ. მე, ტარიელ ნაკაიძე, იმის გამო, რომ დავითრგუნო, ჩემზე რამე არ თქვანო, მაშინ თავი უნდა დავანებო, ჩემს საქმიანობას. ამას კი არ ვაპირებ. ისტორია იტყვის თავის სათქმელს. მე თავიდანვე მქონდა გათვლილი, მოვითმინო ადამიანების ლაყბობა. აგენტს ეძახდნენ გიორგი სააკაძეს, არსებობს ეს ცნობები ისტორიულ წყაროებში. მე არავის მივცემ უფლებას, გამაძევოს ამ ქვეყნიდან, ისე როგორც აძევებდნენ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოსთვის საქმეს აკეთებდა. ვინ რას იტყვის ჩემზე, გვერდზე მაქვს გადადებული. მირჩევნია, ჩემს სამშობლოში ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდრო, რომ  ქართველ მუსლიმებს, თავისი სახელმწიფოს, საქართველოს  მიმართ აქვთ უფლებებიც და ვალდებულებებიც, ეს ბრძოლა ამად მიღირს. კი ბატონო, შეისწავლონ  ჩემი კავშირები, პრობლემა არ არის. ის ხალხიც შეისწავლონ, ვინც ჩვენ გვემუქრება. სიმართლე გითხრათ, არც კი ვკითხულობ, ვინ არიან. უსაფრთხოების სამსახურებმა ხომ იციან, ვინც არიან ისინი. სახლში არავინ შემომმვარდნია, მაგრამ გადახედეთ ჩემს გვერდს სოციალურ ქსელში და ნახავთ, როგორ მემუქრებოდნენ ადამიანები. მე შუღლს ვაღვივებ და ისინი რომ ძალადობენ, ჩაქოლვით იმუქრებიან, ეს არაფერია? ჩვენ ვართ რელიგიური ორგანიზაცია, გვაქვს კავშირი მსოფლიოს ძალიან ბევრ რელიგიურ ორგანიზაციებთან. არაფერს ვმალავთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს მეჩეთის მშენებლობის ფონდში, სადაც არსებობს სპეციალური კომისია, ჩვენ ეს ვალდებულება არ გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ მსურველს მივცემთ საშუალებას ჩაიხედონ საბუთებში და შეამოწმონ ყოველდღიური  შემოწირულობები. მეჩეთის მშენებლობისთვის თანხები გროვდება შემოწირულობით, როგორც ბანკში, ასევე, მეჩეთში, სპეციალურ თანხის მოსაგროვებელ ყუთში. მე არ დავინტერესებულვარ, რა რაოდენობის თანხაა მობილიზებული ამ ეტაპისთვის.
– თქვენ მაინც უფრო იდეოლოგიას და სტრატეგიას უძღვებით. რას საქმიანობდით იქამდე, სანამ მუსლიმთა კავშირს დაუკავშირებდით ცხოვრებას?  
– ორგანიზაცია 2001 წელს დავაფუძნეთ. „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, პირადად მე, წლებია, ვმუშაობთ, რომ სხვადასხვა  რელიგიის ადამიანები დაიცალონ საკუთარი ემოციებისგან და ერთმანეთს მეტი სიყვარულით და თანადგომით შეხედონ. მუსლიმი არის ბუა, რომელიც მოვა და შეჭამს ქრისტიანს – ეს მიდგომა  ამ ქვეყანას არ სჭირდება. ჩვენ ვატარებთ სერიოზულ ღონისძიებებს, გვაქვს ერთობლივი ინტერრელიგიური ბანაკები ბავშვებისათვის, სადაც სხვადასხვა რელიგიების მქონე ბავშვები ერთად ისვენებენ. ასევე, ვარ სახალხო დამცევლთან არსებული რელიგიის საბჭოს წევრი, საკმაოდ აქტიური კავშირი მაქვს სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებთან. დარმუნებული ვარ, რასაც მე ვაკეთებ, ამ ქვეყანას სჭირდება სანამ მუსლიმთა კავშირს დავაარსებდი,  ვმუშაობდი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგარეო ურთიერთოებებში, ვიყავი თურქეთის და ირანის მიმართულების წარმომადგენელი. ასევე,  2005 წლამდე ვმუშაობდი ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევით ინსტიტუტში, შეგიძლიათ, გამოითხოვოთ ჩემი კვლევები ინსტიტუტის არქივიდან.   პარალელურად, ვეწეოდი  მთარგმნელობით ბიზნესს და დღესაც  ორი ოფისი მაქვს ბათუმში, სადაც თარჯიმნები მუშაობენ. პროფესიით ფილოლოგი ვარ,   ანკარისა და რიზეს უნივერსიტეტები მაქვს დამთავრებული, შემდეგ  ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ასპირანტურა გავიარე, მაგრამ ჩემი პედაგოგის, აპოლონ სილაგაძის გარდაცვალების გამო, დისერტაციის დაცვა ვერ მოვასწარი.
– ოჯახი ჩართული გყავთ „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ საქმეებში?
– ისინი მგულშემატკივრობენ, თუმცა ჩემს საქმიანობაში აქტიურად არ არიან ჩართული. მეუღლე დიასახლისია, სახლში რომ მივდივარ, კარგ, გემრიელ კერძებს მახვედრებს. თუ  კერძი გემრიელი არ გამოსდის,  ამის გამო, პატარა უსიამოვნებაც შეიძლება, მოხდეს. (იცინის) უფროსი ბიჭი ევროპის უნივერსიტეტში საინჟინრო არქიტექტურას სწავლობს, შუათანა – სკოლაში დადის. უმცროსი – გოგონა, ჯერ პატარაა. ოჯახში ჯერჯერობით არ მყავს მიმდევრები,  ჩემგან გარიყულები  არიან (იცინის).
скачать dle 11.3