კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ჩაცუცქული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„ … შენ კი არა, გადარია ტარიელი“

​ბათუმში მეჩეთის აშენების თემა კვლავაც აქტუალურია, იმდენადაც კი, რომ აჭარის ავტონომიის ახლად არჩეული თავკაციც გამოეხმაურა და ამჯერად განაცხადა, რომ მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს. ცხადია, ამ განაცხადმაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა (პირადად, ჩემი აზრით, მეჩეთი უნდა აშენდეს, თუ აჭარის მუსლიმანებს არ ჰყოფნით სალოცავები, ხოლო, თუ ჰყოფნით, საქმეს უკვე სულ სხვა სურნელი უდის).
ამასობაში კი ტარიელ ნაკაიძემ („ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა) თავისი აზრი სოციალური ქსელით გაგვაცნო, არც მეტი, არც ნაკლები, შემდეგი ფორმით: „ფეხზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები და კონსერსუსები (სავარაუდოდ, კონსენსუსს გულისხმობდა პატივცემული ტარიელი). მეჩეთი გაიხსნა და მალე დავიწყებთ მის აშენებას. თუ ვინმეს „ერთი ადგილი“ აქვს შეუშალოს ხელი. ვისაც არ სურს თურქული მეჩეთი აშენდეს, შემოგვიერთდეს და ქართული ავაშენოთ. არავინ გეკითხებათ თქვენ, რას ავაშენებთ მუსლიმები. ვფიცავ, ეს არ იქნება ბათუმში პირველი მეჩეთი. ამის გარდა კიდევ თუ დაგვჭირდება, მესამესაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც. და ნუ ლაყბობთ, რომ თითქოს ქართველი მუსლიმები სხვა რამეს ფიქრობდნენ. ან რომელიმე ქვეყანას უძვრებოდნენ, თქვენგან განსხვავებით. თურქებს და რუსებს თქვენ უძვრებით ერთ ადგილას. აქვე მივაწერ. ვინც ამ პოსტის შემდეგ იბილწსიტყვავებს და არაკორექტულად დაწერს და მახსენებს, მას უკან ვუბრუნებ მისივე სიტყვას, თან ქმედებით გაათმაგებულს, თან ადგილზე მისვლის სერვისით“.
მართალია, პატივცემულმა ტარიელმა მოგვიანებით გვაუწყა, რომ აღელდა (სხვა რა გზა ჰქონდა, როდესაც დანარჩენი საზოგადოება ფრიად ააღელვა ბ-ნი ნაკაიძის მიმართვის ფორმამ) და თავისი სტატუსიც წაშალა (თუმცა, აქედან ვერ ამოშლი!), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: რომ ინატრებს სასულიერო პირი, სწორედ ისეთი ლექსიკა აქვს პატივცემულ ტარიელს (აქვე ერთ უფასო რჩევასაც მივცემ: სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც არ იცის, უმჯობესია, არ გამოიყენოს), იმას გარდა, რომ წამოცდენაც იკითხებოდა მის მუქარაში (თურქული ფულის როლზე ჩვენს მიწაზე მეჩეთების მშენებლობაში) და ბირჟაზე ჩაცუცქულის პათოსიც (ადგილზე მისვლის სერვისი სხვა არაფერია, თუ არა, მოვალ და ცხვირ-პირს მიგინგრევთო).
ასეა თუ ისე, ისევ და ისევ აქტუალურია გამონათქვამი: „სიყვარულმა (უბრალოდ ბ-ნი ნაკაიძის შემთხვვაში დასადგენია, სახელდობრ, რის სიყვარულმა) შენ კი არა, გადარია ტარიელი“.
скачать dle 11.3