კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 „ეშმაკი ხუანი (ანუ ზურაბი)“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

დეზერტირობის ხიბლი

მარიხუანის თავისუფლად მოხმარების პერსპექტივა არ ჰქონდა მონელებული აქეთ – მომხმარებლებს (სიხარული), იქით – გონიერებს (მწუხარება ან კი რა მოუნელებთ?!), როცა შევიტყვეთ, რომ, მაგალითად, ხაშურში 150 ახალგაზრდიდან, რომლებიც ჯარში გაიწვიეს, 145 გამწვევ პუნქტში „გირჩის ეკლესიის“ ცნობით გამოცხადდა.
მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეებს აძლევს უფლებას, აღმსარებლობის გათვალისწინებით, უარი თქვას ჯარში სამსახურზე, შესაბამისად, ომში წასვლაზეც, ვინაიდან თითქოს ისეთი ზეჰუმანურები არიან, ჭიანჭველასაც კი ვერ დააბიჯებენ ფეხს, არათუ მტერს მოაკვდინებენ.
მეორე მხრივ, სექტა „გირჩის“ მესვეურებს არც დაუმალავთ, რომ რელიგიური ორგანიზაცია სწორედ დეზერტირებისთვის თავშესაფრის შექმნის მიზნით შექმნეს.
საერთო ჯამში კი, სულ რაღაც, ერთ წელიწადში 5 900 წვევამდელიდან 4 400-მა სწორედ „გირჩის“ „ღმერთის“ თაყვანისცემით დაიძვრინა თავი ჯარიდან (ვითომ ომის შემთხვევაში მტერს პირდაპირ დანებდებიან?!).
ვინაიდან დღესავით ნათელია, თუ რატომ ირჩევენ „გირჩის“ თაყვანისცემას ეს ჯანიანი ახალგაზრდები და საკონსტიტუციო სასამართლოს ვნებანიც ცნობილია (უზენაესი ღირებულებაა: ჩემს სხეულს, რასაც მინდა, იმას ვუზამ), არც ისაა გამორიცხული, მალე საკონსტიტუციომ ისიც დაგვიდგინოს, რომ ჯარში სამსახური ადამიანის უფლებების შელახვაა.
ხოლო, თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, იმდენი დეზერტირი გვყოლია, უმჯობესია, ახლავე გამოვაცხადოთ კაპიტულაცია და დავნებდეთ დამორჩილების მსურველთ, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, კანის ფერისა, აღმსარებლობისა და პოლიტ თუ სექსუალური ორიენტაციისა.

скачать dle 11.3