კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ზეგამოგირჩებული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მარიხუანის ჭირისუფლები

რაკი საკონსტიტუციო სასამართლო უკვე იქცა უხერხული (რბილად რომ ვთქვა, თორემ, თუ გულზე ხელს დავიდებთ, ანტისახელმწიფოებრივი უფრო მოუხდება) გადაწყვეტილებების სამჭედლოდ, არც მარიხუანა დააგდო ბედის ანაბარა.
მართალია, უცნობია, მოსამართლეთა კვარტეტს (ტურავა, ნიკოლაიშვილი, კვერენჩხილაძე, გოცირიძე) სინდისი აქვთ შესაბამისი (ანუ უხერხული, მაშასადამე, ანტისახელმწიფოებრივი), თუ ვინმეს უგორებენ წითელ-მწვანე კოჭებს, მაგრამ ცნობილია, რომ დააკმაყოფილეს აწ უკვე თვით პრეზიდენტობის კანდიდატის, ზეგამოგირჩებული ჯაფარიძისა და ერთი მისნაირის (მთლად ზე არა, ოღონდ მაინც გვარიანად გამოგირჩებული ვინმე მეგრელიშვილის) სარჩელი და მარიხუანის მოხმარებაზე სანქციები გააუქმეს.
ზედაც, კონსტიტუცია დაიმოწმეს და დაადგინეს, რომ თავის სხეულს, ვისაც როგორც მოესურვება, იმას ავნებს (სიამოვნებას ვერ აუკრძალავო).
რთული მისახვედრი არ არის, რას მოუტანს ნარკოტიკისადმი ასეთი თავაღებული დამოკიდებულება ამ ჩვენს ისედაც რამსებარეულსა და ფასეულობადამსხვრეული ქვეყანის მოქალაქეებს, თუმცა ზემონახსენებმა კვარტეტმა სხვაგვარად განსაჯა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მანქურთზე (ანუ გამოგირჩებულებზე) უმანქურთესი (ანუ საკონსტიტუციოს მოსამართლე) არ დაილევაო. 
скачать dle 11.3