კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 არითმიების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა „ჰელსიკორის“ არითმოლოგიის დეპარტამენტში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ისრაელ-საქართველოს ერთობლივი, ევროპის სტანდარტების შესაბამისი უახლესი აპარატურით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმთა გუნდით დაკომპლექტებული კლინიკა „ჰელსიკორის“ არითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტის, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სერთიფიცირებული სპეციალისტის - გიორგი პაპიაშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში ჩატარებული არაერთი რთული სამედიცინო პროცედურა, მათ შორის: ეპიკარდიული, ანუ გულის გარეთა ზედაპირის კარტირება და აბლაცია, წინაგულთა ფიბრილაციის ე.წ ”მოციმციმე არითმიის” აბლაცია ფაზური რადიოსიხშირის კათეტერით, კათეტერული აბლაცია სრულად რენტგენო დასხივების გარეშე, ჰისის კონის სტიმულაცია და სხვა.  
გიორგი პაპიაშვილი: წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 2000 წელს გავხდი კარდიოლოგიის პირველი რეზიდენტი და 2003 წელს მივიღე კარდიოლოგის სერთიფიკატი. არითმოლოგია ყოველთვის მაინტერესენდა, მაგრამ იმ პერიოდში  საქართველოში ეს მიმართულება ჯერ მხოლოდ  ჩანასახის მდგომარეობაში იყო, შესაბამისად, არც სწავლის საშუალება მქონდა,  ამიტომ,  მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 120 კლინიკას გავუგზავნე წერილი, სადაც ვწერდი, რომ მინდოდა არითმოლოგიის სწავლა და ვეკითხებოდი თუ იყო საშუალება, რომ ჩავსულიყავი მათთან. ძალიან ცოტა გამომეხმაურა და მათი უმეტესობა მეუბნებოდა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შეძლებდა ჩემს მიღებას. თითქმის უკვე გადაწურული მქონდა იმედი, როცა მომივიდა წერილი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული კარდიოლოგისგან- ჯოზეფ ბრუგადასგან, რომლის სახელი და გვარიც ნებისმიერმა კარდიოლოგმა იცის. ეს არის უდიდესი პიროვნება, რომელმაც  თავის დროზე აღწერა ახალი დაავადება კარდიოლოგიაში, რომელიც  დღეს ბრუგადას სინდრომის სახელითაა ცნობილი. მან მიმიწვია ბარსელონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თავად მოღვაწეობს, 2005 წელს წავედი ბარსელონაში, სადაც პროფესორ ბრუგადას ხელმძღვანელობით ვსწავლობდი გულის ელექტროფიზიოლოგიისა და არითმოლოგიის მიმართულებას და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე.
-საქართველოში დაბრუნების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
-2006 წელს დავბრუნდი საქართველოში, მაშინ ჩვენთან არც ერთ კლინიკაში არითმოლოგიის სერვისი ფართოდ არ იყო დანერგილი,  პირველად   ჯოენის სამედიცინო ცენტრში დავიწყე მუშაობა, იქ ჩამოვაყლიბეთ არითმოლოგიის სამსახური, რომელსაც ჩავუდექი სათავეში და დღემდე ვხელმძღვანელობ. 2007 წელს  დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე გაიხსნა ე.წ ემერჯენსი და იქაც მე ჩამოვაყალიბე პირველი არითმოლოგიური სამსახური.  2009 წელს  წავედი ბელგიაში, სადაც გავიარე ერთწლიანი ტრენინგი რთული არითმიების აბლაციებზე და 2010 წელს ისევ დავბრუნდი  საქართველოში. 2011 წელს ჩემს ქართველ კოლეგებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია, რომლის პირველ პრეზიდენტად ამირჩიეს და დღემდე მიკავია ეს პოზოცია.
-ჰელსიკორში როდის მოხვდით და როგორ დაახასიათებთ არითმოლოგიის დეპარტამენტის მუშაობას?
-ჰელსიკორში 2017 წელს მოვხვდი. ამ კლინიკაში მუშაობაზე არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ ჰელსიკორს ჰქონდა კარგი რეპუტაცია, აქ მუშაობდა ბევრი
ჩემი მეგობარი-კოლეგა და ვიცოდი, რა კვალიფიკაციის გუნდი დამხვდებოიდა,  ყველა სერვისი  გამართულად და ძალიან წარმატებულად მუშაობდა,  ამიტომ ეს იყო ჩემთვის სტიმული, რომ შევერთებოდი ამ გუნდს. აქ დამხვდნენ ძალიან გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც ფაქტობრივად ყველა სფერო ქონდათ მოცული,  ერთადერთი არითმოლოგია აკლდა ამ ჩამონათვალს და 2017 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, უკვე გავაკეთეთ რამდენიმე უნიკალური პროცედურა, მათ შორის პირველი აბლაცია სრულიად რენტგენო-დასხივების გარეშე (როგორც წესი, აბლაციები სტანდარტულად გარკვეული დოზით დასხივებას გულისხმობს-ხოლმე).  ჰელსიკორში გვაქვს შესაბამისი აპარატურა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ეს ყველაფერი დასხივების გარეშე გაგაკეთოთ. გასული წლის ნოემბრიდან დავიწყეთ ასევე კრიოაბლაციები, რასაც დიდი რაოდენობით და წარმატებით ვაკეთებთ. ამ კლინიკამ შემომთავაზა იმ დანაკლისის შევსება აპარატურის სახით რისი საშუალებაც აქამდე არ მქონდა.
-რამდენად საშიშია არითმიები?
-არითმიები ძალიან გავრცელებული დარღვევებია, არის როგორც მარტივი და უწყინარი, ასევე ძალიან სახიფათო და საშიში არითმიები, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი პირველი მიზეზია, ამიტომ არითმიების ეფექტური მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიოში ამ მიმართულებით კონსერვატიულ მკურნალობას სულ უფრო და უფრო ნაკლები როლი აკისრია და პირველ ადგილზე  ინტერვენციული ჩარევები დგას, როგორიცაა აბლაცია სხვადასხვა მეთოდით და სპეციალური აპარატების იმპლანტაცია, რომლებიც მკურნალობენ ამა თუ იმ არითმიას.
-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-ცხადია, არითმოლოგია  ერთ ადგილას არ დგას და მუდმივად ვითარდება, არსებობს მკურნალობის  ახალი მეთოდები, რასაც ჩვენც მუდმივად ვითვისებთ, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ერთ-ერთი ასეთი მეთოდის გამოყენება, რაც გულისხმობს ჰისის კონის სტიმულაციას. ეს არის უფრო ფიზოლოგიური კარდიოსტიმულაციის სახე რომელიც სტანდარტულ სტიმულაციასთან დაკავშირებულ უარყოფით ეფექტებს გვარიდებს თავიდან. სამომავლოდ ვგეგმავთ უკაბელო სტიმულატორების იმპლანტაციას, რაც ასეევ ახალი სიტყვაა მედიცინაში.
                                                                                                               

скачать dle 11.3