კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ იყო მარიამ ჩაჩხიანთან შეყვარებული მამაკაცის მიახლოება საშიში და რა აუკრძალა მან დაქალებს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

23 წლის მომღერალი, ჯგუფ „გუფი ლენდის“ სოლისტი, მარიამ ჩაჩხიანი, საზოგადოებამ ოთხი წლის წინ, ტელეპროექტ „ვოისის“ კონკურსიდან შეიყვარა და გამარჯვებულიც გახდა. დღეს მის პირად ცხოვრებაში სიახლეა – როგორც თავად ამბობს, პირველად არის შეყვარებული და თვალებიც სხვანაირად უციმციმებს. რატომ მალავს რჩეულის ვინაობას მარიამი, როგორ სცემდა ის მასზე შეყვარებულ ბიჭებს და აპირებს თუ არა საქართველოდან წასვლას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარიამ ჩაჩხიანი: ბავშვობაში ერთადერთი ოცნება მქონდა, მინდოდა ძაღლების თავშესაფარი გამეხსნა, მაგრამ ეს ოცნება დღემდე ვერ ავიხდინე. ამის საშუალება ჯერ არ მაქვს. გულწრფელად რომ გითხრათ, მათხოვრებზე მეტად, უპატრონო ძაღლები მეცოდებიან. თავადაც სულ მყავდა ცხოველები და ახლაც მყავს. წარმოიდგინეთ, ძაღლსა და კატას რომ თავი დავანებოთ, დათვის ბელიც კი მყავდა და ვზრდიდი (იცინის).
– დათვის ბელი საიდან მოხვდა შენთან და ახლაც სახლში გყავს?
– ბაბუამ იყიდა და მოიყვანა. კერძო სახლში ვცხოვრობდით, ეზოში გალია გვედგა და იქ გვყავდა. რომ გაიზარდა, ზოოპარკში ჩავაბარეთ. ძალიან მიყვარდა და გამიჭირდა მასთან განშორება, მაგრამ ზოოპარკში უკეთესი პირობები შეუქმნეს და ვიწრო გალიასაც დააღწია თავი. ძალიან კი მიყვარდა, მაგრამ მეშინოდა და სათამაშოდ ახლოს ვერ მივდიოდი.
– თქვი, ბავშვობიდან ძაღლების თავშესაფრის გახსნაზე ვოცნებობდიო. დავიჯერო, სცენაზე დგომა, მომღერლობა და პოპულარობა არ გინდოდა?
– კი, როგორ არა. დავდგებოდი სარკის წინ, ხან სავარცხელი მეჭირა ხელში, ხან პულტი, ხან სუნამოს ფლაკონი, ვითომ მიკროფონი იყო და თავგამოდებით ვმღეროდი. დიდ სცენაზე და პოპულარობაზეც ხშირად ვოცნებობდი, მაგრამ ეს ეტაპი, რაც ახლა დგას ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად ვერ წარმომედგინა.
– რა ეტაპი დგას ახლა შეს ცხოვრებაში?
– ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი მაქვს, როგორც მუსიკალური, ასევე, პირადი.
– როგორც მივხვდი, შეყვარებული ხარ, თვალებიც სხვანაირად გიციმციმებს. ხომ არ ვცდები?
– დიახ, მგონი, შეყვარებული ვარ და არ ცდებით (იცინის). ეს ჩემი პირველი სიყვარულია, ცოტა დაბნეული ვარ, ცოტაც – გაურკვევლობაში. არ ვიცი რას ეძახიან სიყვარულს, მაგრამ მგონი, ეგ მჭირს (იცინის).
– ვინ არის შენი რჩეული?
– საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია, დიჯეი, მაგრამ მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ. არ მინდა, ზედმეტი კითხვებით შეაწუხონ. როცა ჩამოვყალიბდებით, გავერკვევით ურთიერთობაში, ისედაც გაიგებს ხალხი. პრინციპში, გარკვეული კი გვაქვს, მაგრამ, ჯერ არ მინდა, გავამხილო.
– რატომ მალავ მის ვინაობას, მით უმეტეს, ამბობ, ურთიერთობა გარკვეული გვაქვსო, ჭორების ხომ არ გეშინია?
– ჭორები ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ, იმ ადამიანს ვუფრთხილდები, რადგან ცნობილია და შეაწუხებენ. ჯობია, ასე დარჩეს. ერთს გეტყვით: ძალიან სიმპათიური ბიჭია და საჩუქრებით მანებივრებს.
– როგორც ვიცი, კონკურსები არ გიყვარს, თუმცა, „ვოისის“ კონკურსმა მთლიანად შეცვალა შენი ცხოვრება, საზოგადოებამ გაგიცნო და სცენაზე თამამად დგახარ.
– მართალია, არ მიყვარს საკონკურსო პროექტებში მონაწილეობის მიღება და არც „ვოისზე“ ვაპირებდი მისვლას, რადგან დიდი სტრესია და, თავს ვარიდებდი. მაგრამ მაინც გავედი კონკურსზე და ღმერთს მადლობა, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, რადგან ახლა რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, არ იქნებოდა. ასე რომ, გამოვიდა – ჩემი წარმატება სტრესის დამსახურებაა (იცინის). ზოგადად, თუ არ განიცადე, ინერვიულე და სტრესი არ მიიღე, ისე წარმატება არ მოდის.
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. ალბათ, რას არ აკეთებენ, რომ შენი გული მოიგონ. ასეა?
– ბევრი თაყვანისმცემელი მწერს, მაგრამ პასუხს არ ვუბრუნებ. ხომ ამბობენ, ყველა ქალში მამაკაცური საწყისები დევს და გარკვეულ დროს იღვიძებსო. ეს თვისება ზედმეტად არ მქონია, მაგრამ ცოტა კაცური ნამდვილად ვიყავი და სკოლაში სანდრიკას მეძახდნენ (იცინის). ბევრი ბიჭიც მიცემია. ვერ ვიტანდი და მეზიზღებოდა ყველა ბიჭი, ვისაც მოვწონდი ან ვუყვარდი და ეგრევე, აგრესია „მერთვებოდა“. მოკლედ,  ვინც მითხრა, მიყვარხარო,  ყველა ვცემე (იცინის). ჩემთან მოახლოება საშიში იყო. რომ ვამბობდი, არ მყოლია შეყვარებული-მეთქი, ყველა იმას მეუბნებოდა, შენ შიშით ვინ მოგეკარებაო (იცინის). არ დამავიწყდება, გამოსვლა მქონდა, იქ მომისმინა ერთმა ბიჭმა და ვარდები მომართვა. პირველად ცოტა ვარდი იყო, მაგრამ მეორე მოსვლაზე ასი ცალი წითელი ვარდი მომიტანა. რა იცოდა, რომ არ მიყვარს და ამით ჩემს გულს ვერ მოიგებდა (იცინის).
– მახსოვს, მამულიჩამ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი: მარიამი ნაცემიაო. ვინ გცემა?
– ვიღაცამ დაწერა ჭორი, მარიამი ნაცემიაო. მე, მამულიჩა და გიორგი მახარაშვილი, ერთად ვიყავით კახეთში. სუფრასთან ვისხედით. გიორგიმ წაიკითხა ეს პოსტი და ეს სისულელე მამულიჩამ გააზიარა. ბევრჯერ გამლანძღეს – ეს გოგო ვერ მღერისო, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას. ეს კი ისეთი სასაცილო პოსტი იყო, გავაზიარეთ (იცინის). ზოგადად, ყველა ჩემს მეგობარს ავუკრძალე ჭორების ჩემამდე მოტანა.
– შენი შეყვარებული არ ეჭვიანობს თაყვანისმცემლებზე?
– მგონი, სიყვარული ეჭვიანობის გარეშე არ არსებობს. ჩემს მეგობრებს სულ ვეუბნებოდი, როცა ვინმე შემიყვარდება, მე ისეთი არ ვიქნები, როგორებიც თქვენ ხართ-მეთქი და აღმოჩნდა, რომ თურმე, მეც ეჭვიანი ვყოფილვარ. სიყვარულმა, რაღაც დონეზე შემცვალა, მგონი თვალებში ნაპერწკლები გაჩნდა (იცინის).
– უცხოეთში გეგმავდი კარიერის გაგრძელებას. იმიტომ ხომ არ გადაიფიქრე და დარჩი საქართველოში, რომ შეყვარებული ხარ?
– არ გადამიფიქრებია და არც არასოდეს გადავიფიქრებ, დიდი ხანია, მინდა წავიდე და უცხოეთში ავიწყო კარიერა. ვიცი, ამას ბევრი სწორად არ მიიღებს, მაგრამ ასეა. ისიც ვიცი, რომ ყველაფერი კარგად არ იქნება და ცხოვრების თავიდან დაწყება მომიწევს, მაგრამ მე მზად ვარ. იმდენად მინდა უცხოეთში წასვლა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა.
– მაინც, რომელ ქვეყანაში გინდა ძალების მოსინჯვა?
– თავიდან, ამერიკაზე არც ვფიქრობდი, რადგან შიში მქონდა – ცოტა დაუნდობელია. თუმცა, ახლა მზად ვარ ამ დაუნდობელ ქვეყანაში წავიდე. როგორც კი ამის ფინანსური საშუალება მექნება, აუცილებლად წავალ და ჩემს ოცნებებს, სამშობლოდან შორს, ავიხდენ.
– „გუფი ლენდის“ სოლისტი ხარ. ამბობენ, ჯგუფის ბიჭები ხელის გულზე ატარებენო. ასეა?
– უსაყვარლესი ბიჭები არიან, დიდ პატივს მცემენ და მართლა ხელის გულზე მატარებენ. ვამაყობ, რომ „გუფი ლენდის“ სოლისტი ვარ. მთელი ზაფხული გადატვირთული გვაქვს, ფაქტობრივად, ბათუმში, ზღვისპირეთში გადავსახლდით.
скачать dle 11.3