კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ხატია სიჭინავას ქმარმა დასვენების ნაცვლად მეოთხე შვილის გაჩენა შესთავაზა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ზაფხულში დასვენება და დამღლელი ყოველდღიურობისგან მოწყვეტა ყველას საზრუნავია. ხატია სიჭინავამ უკვე მოახერხა ბავშვებთან ერთად ეგვიპტეში მოგზაურობა და ახლა კიკეთში ისვენებს, აგვისტოსთვის კი, მეუღლესთან ერთად ზღვაზე წასვლას გეგმავს.
ხატია სიჭინავა: უფროსი თავის კლასელებთან ერთად ეგვიპტეში მიდიოდა დასასვენებლად და შუათანაც წავიყვანეთ. ეს მათი პირველი გასვლა იყო უცხოეთში და ძალიან მოეწონათ. სასტუმრო „ოლ ინკლუზივი“ იყო და ესენი მიუჩვევლები რომ იყვნენ, ყოველ წამს მორბოდნენ: დედა, ეს გვიყიდე... დედა, ის გვიყიდე... ვერ დავაჯერე, რომ ყველაფერი უფასო იყო, სანამ მე არ მიმიყვანდნენ, ისე არაფერს იღებდნენ. მერე, რომ დაიჯერეს, რომ მართლა უფასო იყო, ხუთი ნაყინი ერთად მოჰქონდა, კოქტეილები აითვისეს და ჭკუაზე არ იყვნენ. ისე მოეწონათ, უკვე მეორე ზაფხულს გეგმავენ. საფარიზე მყავდა წაყვანილი. მეგონა, მძღოლს უნდა წავეყვანეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საჭესთან მე თვითონ უნდა დავმჯდარიყავი და ბავშვები გვერდით დამესვა. აბსოლუტურად დაუცველი მანქანა იყო და ძალიან დაძაბული ვატარებდი უდაბნოში. ცხვირ-პირზე აფარებული უნდა გქონდეს, რადგან საშინელი მტვერია, მაგრამ კონცენტრირებული რომ ვყოფილიყავი, მოვიხსენი ყველაფერი და გამომეტენა კიდეც მტვრით ცხვირი და პირი. ჩემს დასვენებაზე არც იყო ლაპარაკი, აქედან რომ მივდიოდი ორი ბავშვით, მაშინვე ვიცოდი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი (იცინის). ცხოვრებაში პირველად მივიღე მესამე ხარისხის დამწვრობა. აუზსა და ხმელეთს შორის დავრბოდი სულ, რომ ბავშვებისთვის კრემი წამესვა და თავზე დამეფარებინა. ათი პირი ტყავი გადამძვრა და ვეფხვივით აჭრელებული ჩამოვედი (იცინის). პირველი სამი დღე ისე ისმოდა ჩემი ხმა ეგვიპტის სანაპიროზე, ყველამ დაიზეპირა ჩემი შვილების სახელები, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ნამეტანი მომდიოდა და ცოტა მივუშვი, რადგან დიდი, მაგრამ ჩაკეტილი და მაქსიმალურად დაცული ტერიტორია იყო.
– ემოციური დედა ხარ?
– იმდენად ემოციური ვარ, რომ ზოგჯერ ჩემი თავი მღლის. სულ იმას ვუმეორებდი, არ ჩაყვინთოთ და წყალი არ ჩაყლაპოთ-მეთქი. ათი დღე მშვენივრად გავატარეთ, მაგრამ რომ ჩამოვედით, იმ ღამით შუათანა გამიხდა ცუდად, ამდენი წყლის ყლაპვისგან დიზენტერია დაემართა. ირანელებით იყო იქაურობა სავსე, ისინი ხომ ტანსაცმლით ბანაობენ და ეტყობა, შეჰყვა რაღაც ჩხირი, მაგრამ მადლობა ღმერთს, აქ დაეწყო და იქ არა. დიზენტერიით თვითმფრინავშიც არ ამიშვებდნენ და რა პირობებში ვიქნებოდი, ღმერთმა იცის. თუმცა, საერთო ჯამში, იმდენად მოგვეწონა სიტუაცია, მომავალ წელს, ალბათ, ოჯახურ დასვენებას დავგეგმავ.
– შენ და რამაზი არ აპირებთ სადმე გაძრომას?
– დაიწყო თუ არა ზაფხული, შვილები წავიყვანე ეგვიპტეში, ჩამოვედი და ისეთი ამინდები დამხვდა თბილისში, სამივე ბავშვს მოვკიდე ხელი და კიკეთში ამოვიყვანე. აქ სამივესთან ერთად გაასმაგებული ყურადღება მჭირდება. დღეს ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, თუ ერთი კვირით მარტო არ წამიყვან დასასვენებლად, ტყეში გავიჭრები და ერთი კვირით დავიკარგები-მეთქი (იცინის). ძალიან დავიღალე, ცოტა ხანი ყველას სჭირდება დასვენება, ჩემს თავს ვატყობ, რომ ენერგია მეცლება და „აბდეითის“ გასაკეთებლად ცოტა დრო მჭირდება. ჩემმა ქმარმა, იმის მაგივრად, ეთქვა სადმე წაგიყვანო, შემომთავაზა: მოდი, მეოთხე გავაჩინოთო (იცინის). იმედია, აგვისტოს ბოლოსკენ სადმე წავალთ.
– სად გირჩევნია, მთა თუ ზღვა?
– საერთოდ ზღვაზე ბიდონივით გდება უფრო მომწონს (იცინის). როცა  გაუნძრევლად ვწევარ და არაფერს ვაკეთებ, ეს ბევრად სასიამოვნოა, იმიტომ, რომ ევროპაში ძალიან ბევრს დავდივართ ფეხით დილიდან საღამომდე და ბოლოს, ისეთი დაღლილი ვარ, ფეხებს ძლივს მოვათრევ ხოლმე. სასიამოვნო დაღლაა, მაგრამ უკვე ისე დავიღალე, სჯობს, ბიდონივით ვეგდო სადმე (იცინის). ამიტომ ზღვისკენ ავიღებ გეზს. მაგრამ არა საქართელოში. აქ რომ დაგიჯდება დასვენება, იმდენი დაგიჯდება სადმე წასვლაც. ეგვიპტეში უამრავი ირანელი იყო და გადავწყვიტე, აწი ისეთი ქვეყანა შევარჩიო, სადაც ეგენი არ იქნებიან (იცინის). პირდაპირი მნიშვნელობით ნერვზე მაწვნენ. ბანაობენ აუზში, სადაც ჩემი შვილებიც ბანაობენ, 50 გრადუს სიცხეში ჩაცმულები ჩადიან. რომ ამოდიან, ხომ ოფლიანდებიან და უკან რომ ჩადიან, წარმოიდგინეთ, წყალს რას უშვებიან?! თან იმდენი იყვნენ, გატენილი იყო იქაურობა და ყველაფერთან ერთად, აუზიდან რომ ამოდიოდნენ, ასე ჩაცმულ-დახურულები წვებოდნენ შეზლონგზე და „ზაგარს“ იღებდნენ – ალბათ, ფეხის გულებზე. მართლა ვერ ვხვდები, რატომ იხრუკავდნენ თავს. რასისტი არასდროს ვყოფილვარ და ასაკმა, მგონი, ესეც მოიტანა (იცინის).
– ზღვიდან რომ ლამაზ და ცხელ ფოტოებს დებ ხოლმე, საცურაო კოსტიუმში, რამაზი არ ეჭვიანობს?
– არა მგონია, სამი შვილის დედა ისეთ ფორმაში ვიყო, რომ ვინმემ რამე თქვას (იცინის). ამაზე არც გვაქვს ხოლმე საუბარი. ისეთ ფოტოს მეც არ დავდებ, რომ გავაღიზიანო და ძალით გამოვიწვიო უთანხმოება. თან, სულ ბავშვებთან ერთად ვარ გადაღებული.
– მან თუ ლამაზ გოგოს გააყოლა სანაპიროზე თვალი, არ ეჭვიანობ?
– პირიქით, თვითონ ვანიშნებ ხოლმე, ნახე, რა ლამაზი გოგოა-მეთქი, ამაზე საერთოდ არ მაქვს პრობლემა. რომ ვუთხრა: არ გახედო, იმიტომ რომ ლამაზია-მეთქი, არ გახედავს? ყველა ვარიანტში გახედავს. ეგ კი არა, მე ვუყურებ ხოლმე.
– რამდენი წელია ერთად ხართ?
– მეცხრე წელი დაიწყო. წლებთან ერთად უკეთ გავიცანით ერთმანეთი. მკითხეს, ურთიერთობაში პაუზა არ არის საჭირო, მაგალითად, ცალ-ცალკე დასვენებაო? პირიქით, არჩევნის წინაშე რომ დამაყენო, დაქალებთან თუ ქმართან ერთად, რა თქმა უნდა, ქმართან ერთად დასვენებას ავირჩევ, იმიტომ რომ ერთად ძალიან მაგარ დროს ვატარებთ. რომ ამბობენ, კრიზისულ წლებზე, მაგალითად, მეშვიდეზე, ჩვენს ურთიერთობაში ეს ეტაპი რომ დადგა, ერთმანეთს ვეკითხებოდით, მოხდა რამეო? მაგრამ ვერაფერი შევატყვეთ. ახლა კიდევ მომდევნოს ველოდებით (იცინის). დედას ახალდაბადებული შვილის მიმართ არ აქვს ისეთი სიყვარული, როგორც ხუთი ან ათი წლის შემდეგ, დროსთან ერთად უფრო საყვარელი ხდება ეს ადამიანი შენთვის და ასეა ცოლქმრობაც. კამათის გარეშე ოჯახი არ არსებობს, მაგრამ როცა მიხვდები, რომ კონფლიქტში გადადიხართ, ერთ-ერთმა უნდა დათმოს. ოჯახის ოქროს წესი პირის დროულად მოკუმვაა, უნდა მიხვდე, რომ ახლა შენი დრო არ არის. ის, რაც იმწუთას გინდოდა გეთქვა, შეიძლება, ერთი კვირის შემდეგ კონფლიქტის გარეშე მიაწოდო. ამასაც, ალბათ, თავისებური მიდგომა და ჭკუა უნდა, რაც შინაგანად უნდა გქონდეს, თორემ „ვერძი“ ვარ და შემიძლია, ნებისმიერ თემაზე წამოვხტე და რქებით მივაწვე, რაც ძალიან ცუდად, ჩხუბით დამთავრდება. მაგრამ ჩვენ ჩხუბს გვირჩევნია, ან ერთი გავჩერდეთ, ან მეორე. არც იმ ცოლების კატეორიას მივეკუთვნები, ვინც ქმარს, თუ სახლში დააგვიანებს, ყოველწუთას ურეკავს, კითხვებით – სად ხარ, როდის მოხვალ, რატომ დააგვიანე? თუ აგვიანებს, ვიცი, რომ მეგობრებთან ერთადაა. მასში ეჭვი არ მეპარება, ამაზე ფიქრით თავს არ შევიჭამ, რადგან საბაბი არ მოუცია. თუმცა, ეშმაკს არ სძინავს, მაგრამ არც ეშმაკის ეშმაკს სძინავს, ორივე ფხიზლად ვართ და მე და ეშმაკი ერთმანეთს ვუყურებთ თვალებში (იცინის).
скачать dle 11.3