კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№31 ვისზე დაქორწინდა თემო საჯაია შეყვარებულთან დაშორების შემდეგ და რის მისაღწევად წავიდოდა ის ყველაფერზე

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

თემო საჯაიასა და ვერიკო ტურაშვილის დუეტი „თოვს“ „ოქროს ტალღის“ ორი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი თავად თემოა და ის უახლოეს მომავალში კიდევ ორი ახალი სიმღერის ჩაწერას აპირებს.
თემო საჯაია: ვერიკო ტურაშვილისა და ჩემი დუეტი „თოვს“, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორიც მე ვარ, „ოქროს ტალღაზე“ სამ ნომინაციაში იყო ნომინირებული და აქედან ორში – „ტელეკომპანია „მიუზიკ-ბოქსის“ რჩეული ვიდეო“ და „წლის დუეტი“ – გაიმარჯვა. ეს მთავარი მუსიკალური დაჯილდოებაა და ყველა მუსიკოსისთვის სტიმული, ამიტომ, ყველას ძალიან დიდი მადლობა.
– სხვა რა სიახლეები გაქვს შემოქმედებაში?
– ვმუშაობ ორგანიზაცია „ინტერნეიშენალ ჯორჯიაში“ მუსიკალურ პროდიუსერად. ბათუმში ვატარებთ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსს – „აღმოაჩინე აბრეშუმის ვარსკვლავი“, რომელშიც თოთხმეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და ბევრთან მიწევს მუშაობა. ასევე, გამზადებული მაქვს ორი სიმღერა და მალევე ვგეგმავ გადაღებას.  
– დატვირთული ზაფხული გქონია და არ წუწუნებ, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში არაფერი ხდება.
– ქართულ შოუ-ბიზნესში ყველაფერი ხდება, მაგრამ შოუ-ბიზნესიც ისეთივე გვაქვს, როგორიც სახელიმწიფო. თუ ვინმე ელოდება, რომ აქ ისეთი შოუ-ბიზნესი უნდა იყოს, როგორიც დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში, ძალიან შემცდარა.
– ასეთ ქვეყნებში წასვლის სურვილი არ გქონია?
– 2012 წელს მქონდა ძალიან სერიოზული შემოთავაზება უკრაინიდან, მაშინ რაღაც არ გამოვიდა, მაგრამ ზოგადად, ფერნანდო მაგელანის ტიპაჟი არ ვარ. არიან ადამიანები, რომლებიც რისკავენ და სადღაც ალალბედზე მიდიან. შეუძლიათ, მტვირთავად იმუშაონ, სანამ საკუთარ ოცნებას არ აიხდენენ და ეს ძალიან მაგარი თვისებაა. მაგრამ მე არ ვარ ასეთი რისკიანი და არც 18 წლის აღარ ვარ, მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვიყო. აქ შემდგარი ტიპი ვარ და იქ ყველაფრის თავიდან დაწყებას გადავიტან თუ არა, არ ვიცი. ბავშვობიდან მინდოდა, მუსიკოსი ვყოფილიყავი, არცერთ სხვა პროფესიაზე არ მიოცნებია და ყველაფერზე წავიდოდი, რომ ამისთვის მიმეღწია, რა თქმა უნდა, რაც თავმოყვარეობას და ღირსებას არ შემილახავდა.
– არის მომენტები, როცა ძალიან ბევრს შრომობ, მაგრამ რაც გინდა, ის მაინც არ გამოდის. გაიხსენე ასეთი პერიოდები.
– გახსენება კარგ მომენტებს სჭირდება, თორემ ეგეთი მომენტი იმდენია, ფიქრი არ სჭირდება. ცოტა ხნის წინ ბავშვობის მეგობარი შემხვდა და მეუბნება: შენ მღერი და ხარ, რა გენაღვლება, ტელევიზორში გხედავო. მეცინება ასეთ დამოკიდებულებაზე, რა მენაღვლება კი არა, უკან რომ დამაბრუნო, შეიძლება, ბუღალტერია ავირჩიო პროფესიად. იმდენი ხელისმოცარვა, წარუმატებელი ნაბიჯი და წინაღობა გამოვიარე, ისეთი ტიპი რომ ვიყო, ვინც მაშინვე ხელს ჩაიქნევს, დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა ეს, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა უკეთესის გასაკეთებლად.
– როგორც ვიცი, მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულს დაშორდი. რა მოხდა?
– ხუთი წელი საერთოდ არ მგონია ბევრი. დედაჩემი და მამაჩემი 38 წელია ერთად ცხოვრობენ და ხუთი წელი ამასთან არაფერია. თუ ადამიანი გიყვარს, იქ ხუთი წელი უმნიშვნელო თარიღია. რა მოხდა, ამაზე არ ვისაუბრებ. ამაზე არავინ საუბრობს და მე ხომ არ დავარღვევ ტრადიციას? (იცინის). თუმცა, ურთიერთობები არ მთავრდება, უბრალოდ, წყდება და შენს ქვეცნობიერში რჩება. ფროიდი ამბობს, ადამიანის ქვეცნობიერი სხვენს ჰგავს, კარს გამოაღებ და იმდენ უაზრო ნივთს ნახავ დამტვერილს, თუმცა ერთ დროს ყველა საჭირო იყოო. კავშირის გაწყვეტა, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მაგრამ ასეთ დროს იწერება კარგი სიმღერები.
– როგორ გამოარე დაშორების შემდგომი პერიოდი?
– ხელოვანს რაღაც ღირებულის შესაქმნელად დიდი ფასის გადახდა უწევს. შემოქმედებას, ნიჭის გარდა, მარტოობაც ქმნის. ღირებულის შესაქმნელად ძვირი უნდა გადაიხადო. ბედნიერ ადამიანს ძალიან იშვიათად გამოსდის მაგარი რაღაცები, ამისთვის ის მარტო უნდა იყოს.
– იმის თქმა გინდა, რომ შეყვარებულს როცა დაშორდი, ფიქრობდი, მარტოობა ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, კარგიაო?
– არა, კარგი კი არაა, სამწუხაროდ, ასე ხდება ხოლმე. თუმცა ზოგადად, კი ბატონო, შეყვარებულთან და საერთოდ, შენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან დაშორებას მოსდევს დეპრესიული პერიოდი. თუმცა, ეს ჩემ გარშემო ბევრს არ გაუგია. მუსიკოსი რომ ხარ, ემოციურიც ხარ და ემოციური ადამიანების ხვედრია დეპრესია, თუმცა ეს შენია და მას მარტო უნდა ებრძოლო.
– ახლა რა ხდება სიყვარულის ამბებში?
– მუსიკაზე ვარ დაქორწინებული (იცინის). სერიოზული არაფერი ხდება და ადამიანს არასერიოზული გჭირდება (იცინის). იყო პერიოდი, სტუდენტობისას, როცა ყველა ლამაზი გოგო მომწონდა, განსაკუთრებით ქერები. დღემდე მაქვს გულში შერონ სტოუნის იდეალი, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალია და მისი გავლენით ყველა ქერა მომწონდა, თუმცა სერიოზული სიყვარულები არ მქონია. უბრალოდ, უნივერსიტეტში ყველაზე მაგარი გოგო ვინც „გაიჩითებოდა“, აუცილებლად ის უნდა „დამეკერა“ და თუ ამას გავაკეთებდი, მაგარი ტიპი ვიყავი (იცინის). დაუღვინებელი მაჭარი რომ ხარ, სანამ დადუღდები, ეგეთი იდიოტობებით გაქვს ტვინი გამოტენილი. თუმცა იმ ასაკისთვის ეს კარგია. თვრამეტი წლის ასაკში რომ ძალიან კონსტრუქციულად საუბრობენ და სათვალის ზემოდან იყურებიან. ჩემი შვილი ეგეთი რომ გამოვიდეს, გავგიჟდები (იცინის).  
– ხელოვანი ადამიანებისგან გოგონებიც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვენ: ცეკვა, სიმღერა, გიტარა და ასე შემდეგ.
– სტუდენტობისას ძალიან მოგვწონდა სახლებში ქეიფი და რა თქმა უნდა, რომ დავიჭერდი ხელში გიტარას, ერთი-ორი ისეთი სიმღერა მქონდა, მაშინვე რომ ეფექტს ახდენდა (იცინის). ერთი გოგო იტყოდა, ვგიჟდები, ბიჭი რომ გიტარაზე უკრავსო... იქ ერთ-ორ ლექსსაც წავიკითხავდი და ვსიო, მაგ კუთხით, განსაკუთრებით პოპულარული ვიყავი (იცინის).
– ახლა აღარ იყენებ ამას?
– ახლა იმდენად დაღლილი ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მეზარება (იცინის). შევხედავ, მომეწონება, ნაპერწკალივით გაიელვებს 22 წლის თემო, მაგრამ ისე მეზარება, უცებვე ქრება (იცინის). ახლა თუ ვინმე თვითონ გამოიჩენს ინიციატივას, თორემ მე ძალიან დაღლილი ვარ. ხუთ საათამდე რომ სტუდიაში მუშაობ, მანამდე ათასი საქმე გაქვს, მერე ინტერნეტით ყაზახეთში ელაპარაკები ვიღაცას სამი საათი და სახლში დილის ოთხ საათზე მიდიხარ, დაიღლები.
– შეგეცვალა გოგოების მიმართ დამოკიდებულება?
– ადრე თუ ქერები მომწონდა, კარგა ხანია, მივხვდი, რომ გოგოების საკითხში „დიეტაზე“ არ უნდა იყო. რატომ უნდა შეიზღუდო თავი, შავგვრემანიც მოგეწონოს და წითურიც. მაგრამ ერთი განსაკუთრებული კრიტერიუმი მაქვს გოგოების მიმართ, ჭკვიანი და ძლიერი გოგოების არ მეშინია. ჩემი თავი არასრულფასოვნად არ მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ კაცისთვის ძალიან მაგარია, თუ გვერდით ინტელექტუალი ქალი ჰყავს. ასეთ ქალებსაც გამარჯვებული მამაკაცები უყვართ. ყოველდღიურად ვცდილობ, გამარჯვებული და შემდგარი მამაკაცი ვიყო, თუმცა მარტო იმიტომ არა, რომ ქალებს ასე მოსწონთ. მე მინდა ასე და თუ ამის გამო ვინმეს მოვეწონები, რატომაც არა.
скачать dle 11.3