კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 თენგო ჩიკვაიძე – ახალგაზრდა, წარმატებული ექიმი ქართული პლასტიკური ქირურგიის სამსახურში

ნინო კანდელაკი ნინო კიკვაძე

სილამაზის აღქმა ინდივიდუალურია და ბევრი ფიქრობს, რომ ულამაზო ადამიანი არ არსებობს, თუმცა, მათთვის, ვისაც საკუთარ გარეგნობაში ცვლილებების შეტანა სურს, არსებობს პლასტიკური ქირურგია და ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან ბევრი ადამიანი (განსაკუთრებით, ქალბატონები) მიმართავს ამ საშუალებას. მეორე საკითხია კარგი პლასტიკური ქირურგის პოვნა, რომელსაც ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუშის შექმნა უწევს, სწორედ ასეთ პროფესიონალს, ახალგაზრდა პლასტიკურ ქირურგს, წმიდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატკლინიკის ექიმს, საუკეთესო პროფესიონალს – თენგო ჩიკვაიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც საქართველოში 2016 წელს პირველმა დაიწყო ცხვირის პლასტიკის ახალი მეთოდის – ულტრაბგერითი პიეზოტომის გამოყენება. თენგო ჩიკვაიძემ  თავისი პროფესიის ირგვლივ რამდენიმე საინტერესო და აქტუალურ კითხვაზე გვიპასუხა.
თენგო ჩიკვაიძე: როცა სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი, თავიდანვე ვიცოდი, რომ ან პლასტიკური ქირურგი ვიქნებოდი, ან საერთოდ არ გავყვებოდი ამ პროფესიას. საქართველოში პლასტიკური ქირურგია, ძირითადად, მკერდთან და ცხვირთან ასოცირდება. სინამდვილეში კი, ამ დარგის უშველებელი ნაწილი, რეკონსტრუქციული ქირურგია, როგორც წესი,  თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება.
– ყველაზე ხშირად რომელი ოპერაციების გაკეთება გიწევთ?
–  საქართველოში ყველაზე ხშირად ცხვირის პლასტიკა, იგივე რინოპლასტიკა კეთდება.  
– თქვენ იყავით  პირველი, ვინც  საქართველოში ულტრაბგერითი რინოპლასტიკისთვის პიეზოს აპარატის გამოყენება დაიწყეთ, გვითხარით, რა უპირატესობა აქვს ამ ტექნიკით რინოპლასტიკას და პაციენტისთვის როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?
– დაახლოებით 10-12 წელია, რაც პიეზოს აპარატი  აქტიურად გამოიყენება რინოპლასტიკაში. საქართველოში ამ ტექნოლოგიით მუშაობა 2016 წელს დავიწყე. ულტრაბგერითი რინოპლასტიკა ქირურგიული ტექნიკაა, რომელიც ეგრეთ წოდებული პიეზოტომის ულტრაბგერითი მოწყობილობის გამოყენებით, საშუალებას იძლევა ოპერაციის დროს აღარ გამოვიყენოთ სატეხი და ჩაქუჩი. ულტრაბგერითი ოსტეოტომი ძალიან ადვილად და გარშემო მყოფი ქსოვილების დაზიანების გარეშე  მაღალი სიზუსტით კვეთს ძვალს და მას იოლად ვანიჭებთ სასურველ ფორმას (კეხის მოცილება, ძვლოვანი ნაწილის დავიწროება, სხვადასხვა დეფორმაციის გასწორება). ძვალი იჭრება იქ, სადაც საჭიროა, გაუთვალისწინებელი ბზარების გარეშე. სილურჯეები და დასიებაც გაცილებით ნაკლებია, შესაბამისად, გაადვილებულია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი.
– როდესაც საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო პაციენტი მოდის თქვენთან, მისი გადარწმუნება თუ გიცდიათ?
– ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მხოლოდ მაშინ დგას ნებისმიერი ოპერაციის აუცილებლობა, როცა საქმე ჯანმრთელობის პრობლემასთან გვაქვს. სხვა შემთხვევაში ესთეტიკური ჩარევა მხოლოდ თითოეული მათგანის სუბიექტური გადაწყვეტილებაა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს აუცილებელიც კი არის. რაც შეეხება პაციენტის გადარწმუნებას, კონსულტაცია იმისთვისაა, რომ დავრწმუნდე, რამდენად არის მზად პაციენტი გარეგნული ცვლილებებისთვის და რა არგუმენტები აქვს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რისთვის სჭირდება ეს. უნდა დავრწმუნდე, რომ მას ნამდვილად უნდა რაღაცის შეცვლა. მეც და პაციენტმაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა.   
– რაში ეხმარებათ პლასტიკური ქირურგია მათ?
– თვითრწმენა რომ აიმაღლონ და კიდევ უფრო მეტად თავდაჯერებული გახდნენ. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა პაციენტს ოპერაციის შედეგი მოსწონს. ნებისმიერ ასეთ ჩარევას ქირურგისთვის სპორტული აზარტი აქვს. არაჩვეულერბრივი განცდაა, როდესაც შენი ნამოქმედარით შეგიძლია, ადამიანის გარეგნობა და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო. ასე რომ, პაციენტზე ნაკლებად არ განვიცდით ამ ამბავს. როცა პაციენტი შედეგით კმაყოფილია, ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგ შედეგებს არანაკლები სიხარული მოაქვს ექიმისთვის.
– კონსულტაციაზე მოსულ პაციენტებს როგორ ურჩევთ ცხვირის სასურველ  ფორმას?
– თითოეულ პაციენტს ცხვირის ფორმას ინდივიდუალურად ვურჩევ,  ყოველი ადამიანის სახის ფორმა, პროპორციები და ნაკვთები განუმეორებელი და ინდივიდუალურია. ყოველთვის ვითვალისწინებ, როგორი ფორმის ცხვირი მოუხდება მას და ამიტომ, არცერთი პაციენტის ცხვირი ერთმანეთს არ ჰგავს. კონსულტაციაზე მოსულს, უპირველესად, ვაჩვენებ   შედეგებს (როგორც წესი, მანამდეც ნანახი აქვთ ხოლმე)  და ამის შემდეგ ვიწყებთ საუბარს. ვყალიბდებით ვიზუალურ მხარეზე. პაციენტს შესაძლო ვარიანტებს ოპერაციამდე ვუხატავთ, მოდელირებას ვუკეთებთ და ერთად ვარჩევთ როგორი ფორმის ცხვირი მოუხდება მის სახეს. პაციენტთან საუბრისას, გარდა ვიზუალური მხარისა, არსებითია ხასიათი. მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ არ დაიკარგოს. სწორად შერჩეული ცხვირის ფორმით ადამიანებს წლები აკლდებათ, ლამაზდებიან და რაც მთავარია, ბევრად უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. რა თქმა უნდა, ვეხმარებით გაუარესებული სუნთქვის აღდგენაშიც.  ეს ფუნქცია უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია.
– პლატიკური ქირურგი ხელოვანიცაა, რაიმე შეხება თუ გაქვთ ხელოვნებასთან?
– ვხატავ და ვუკრავ.
– რა შემთხვევაში ეუბნებით უარს პაციენტს რინოპლასტიკაზე?
– პაციენტი, კლიენტი არ არის, რომ ყოველთვის მართალი იყოს, ამიტომ ხანდახან უარის თქმაც შეიძლება და ვამბობ კიდეც. არის შემთხვევები, როცა პაციენტის ცხვირის ფორმა დამაკმაყოფილებელია და განსაკუთრებულს ვერაფერს შევმატებთ. ასეთ დროს, უმჯობესია, დავარწმუნოთ, რომ მას არ სჭირდება ოპერაცია. ცვლილება ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესობას და ზოგჯერ ეს სიახლე შეიძლება, დადებითად ვერ მიიღოს პაციენტმა. ამიტომ, ექიმმა და პაციენტმა მოსალოდნელი შედეგები ერთად უნდა აწონ-დაწონონ.
– რამდენად ხშირად გიწევთ რეკონსტრუქციული ქირურგიული ოპერაციების კეთება?
– რეკონსტრუქციული ქირურგია ძალიან საინტერესო სფეროა, რა დროსაც ხდება დაზიანებული ფუნქციის ან ორგანოს აღდგენა. უამრავი გამოყენება აქვს ამ დარგს. საკმაოდ ხშირად ვმუშაობთ ონკოლოგებთან და ტრავმატოლოგებთან  ერთად. მაგალითად, როდესაც ონკოლოგები ამოკვეთავენ დაზიანებას, ჩვენ აღვადგენთ დეფექტს.
– ვინ ითამაშა გარდამტეხი როლი თქვენს პროფესიულ გზაზე?
– პედაგოგებში ძალიან გამიმართლა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ. პირველი მასწავლებელი იყო ბატონი ნოდარ ხოდელი, რომელთანაც მეორე კურსზე აღმოვჩნდი. უნივერსიტეტმა ყოფილი   წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში მოგვცა ფართი კათედრისთვის და მეორეკურსელი სტუდენტები ცარიელ კედლებში აღმოვჩნდით, სადაც ჩვენი კათედრა უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენს ლექტორებთან ერთად დავიწყეთ ფიზიკური მუშაობა – გამოგვქონდა ნარჩენები, ვლესავდით კედლებს… ჩვენი ხელით შევქმენით აუდიტორიები, ექსპერიმენტული საოპერაციო და დავიწყეთ საქმიანობა. ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდით. ბატონმა ნოდარმა გარდა იმისა, რომ განათლების მხრივ მოგვცა უშველებელი მასალა და ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, ჩამოაყალიბა ძალიან მჭიდროდ შეკრული, მეგობრული ჯგუფი და ჩვენი ნაკადიდან დღეს ყველა წარმატებული ექიმია. შემდეგი იყო ბატონი ბესიკ იაშვილი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი და ბოლოს რეზიდენტურაში – ბატონი ივა კუზანოვი. დიდი მადლობა ყველა ამ ადამიანს. ჩამონათვალში კიდევ ბევრი ჩემი პედაგოგი მოიაზრება.
– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
– თუ გინდა, რომ ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიო, აუცილებელია, გიყვარდეს საქმე, რასაც ემსახურები – ეს პირველი და უმთავრესი პირობაა და, რა თქმა უნდა, საჭიროა ბევრი შრომა. რამდენსაც იშრომებ, იმდენი დაგიბრუნდება.
скачать dle 11.3