კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 სად ინახავდნენ ქურდული საკნის პატიმრები „პლანს“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ნოდარ დუმბაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი გაუგებრობა, რომ ციხეში ჯდომა მომიწია. საპყრობილე, რა თქმა უნდა, კურორტი არაა, მაგრამ ადამიანი იქ დიდ გამოცდილებას იღებს, რაც მთელი ცხოვრება ეყოფა. ციხე იმითაცაა საინტერესო, რომ „შავებს“ შორის ნამდვილ ტალანტებსაც შეხვდებით და რომ არა ბედის უკუღმართობა, ამ ადამიანთა უმეტესობა, ალბათ, კეთილ საქმეში გამოავლენდა თავის ნიჭს. ასეთი ტალანტი იყო ჯიბგირი, მეტსახელად „სკრიპკა“, რომელიც ისე „სუფთად“ იპარავდა, რომ ფაქტზე ვერ იჭერდნენ და ციხეში ჯიბის ქურდობისთვის კი არა, იარაღის ტარებისთვის გაუშვეს. რა თქმა უნდა, იარაღი მას არ ჰქონია, მილიციამ ჩაუდო.
„სკრიპკა“ კანონიერი ქურდი იყო. მე მის საკანში ვიჯექი, სადაც სხვა ქურდები და ავტორიტეტები ისხდნენ. რა დასამალია და ჩვენი საკნის პატიმართა უმრავლესობა „პლანს“ ეწეოდა. ეს კი აკრძალული იყო. თუმცა ციხის უფროსის აკრძალვის მიუხედავად, ეს წესი ჩვენს საკანზე არ მოქმედებდა და მწეველები რომ გააბოლებდნენ, „პლანის“ მძაღე სუნი მთელ ციხეში ტრიალებდა. რა არ იღონეს „ნადზორებმა“, როგორ არ „გვშმონეს“ და „შმონეს“ საკანი, მაგრამ „პლანი“ ვერსად იპოვეს. არა და, აშკარად იცოდნენ, რომ მოსაწევი საკანში ინახებოდა. ერთ მშვენიერ დღეს თავად ციხის უფროსი შემოგვივარდა საკანში და ყველანი პირადად გაგვჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. საკანიც საგულდაგულოდ შეამოწმეს, მაგრამ შედეგი კვლავ ნული იყო და წავიდნენ. ცოტა ხანში კი, თანამესაკნეებმა კვლავ გააბოლეს და გაცოფებული ციხის უფროსი კვლავ შემოგვივარდა და გაგვჩხრიკა. შემდეგ სპეციალურად დაგეშილი ძაღლის მოყვანა ბრძანა და კიდევ კარგი, უზარმაზარ გერმანულ ნაგაზს „ნამორდნიკი“ ეკეთა. ძაღლმა ფეხი შემოდგა თუ არა, საკანში, პირდაპირ ციხის უფროსს ეცა და ძირს დააგდო. მას კი ჯიბიდან მოზრდილი „შმატოკი“ გადმოუვარდა...
საქმე ის იყო, რომ როდესაც ციხის უფროსი „შმონზე“ შემოდიოდა, „სკრიპკა“ მას „შმატოკს“ ოსტატურად უდებდა ჯიბეში და გასვლისას კი, უკან იღებდა და რომ არა დაგეშილი ძაღლი, მოსაწევის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნებდნენ“.
скачать dle 11.3