კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (57)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№31 სახის გამწმენდი მარტივი და ეფექტური ნიღბები

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კანი სუნთქავს, გარემო ფაქტორებზე რეაგირებს, იწოვს საკვებ ნივთიერებებს, შხამებს, ბინძურდება და დროთა განმავლობაში მისი სტრუქტურა იცვლება. ასაკის მატებასთან ერთად მის შემადგენლობაში იკლებს კოლაგენი და ელასტინი. ეს კი მის დანაოჭებასა და მოშვებას იწვევს. ამიტომ, საჭიროა მოუაროთ მას და თუ სპეციალისტთან ვიზიტისთვის ფინანსები არ გყოფნით, სახლის პირობებში გაიკეთოთ ეფექტური და მარტივი ნიღბები.
კიტრის ნიღაბი
კიტრის წვენი კარგად წმენდს კანს, ავიწროებს მის ფორებს, კარგი მატონიზებელი საშუალებაა. გათალეთ კიტრი და წვრილად გახეხეთ. დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და დაიდეთ სახეზე, დაახლოვებით 10 წუთით. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
საფუარის ნიღაბი
უხდება ცხიმიან და პრობლემურ კანს. 20 გრამ საფუარს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. დაიდეთ სახეზე 10 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი. თუ კანი ოდნავ შეწითლდა, არ შეგეშინდეთ.
შვრიის ნიღაბი
კარგად წმენდს სახეს – უხდება მშრალ და კომბინირებული კანს. 1 სუფრის კოვზ შვრიას დაასხით თბილი რძე, დაამატეთ ნახევარი ბანანი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე 15 წუთით. შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კვერცხის ნიღაბი
1 ცალი კვერცხი კარგად გათქვიფეთ და დაამატეთ 6 წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. დაიდეთ სახეზე 15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კარტოფილის ნიღაბი
კარგი გამწმენდი საშუალებაა ცხიმიანი კანისთვის. 1 ცალი კარტოფილი გათალეთ, წვრილად გახეხეთ და დაამატეთ 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე 15 წუთით. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ბანანის ნიღაბი
ბანანი დასრისეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ყელის კანსაც  უხდება.
არაჟნის ნიღაბი
არაჩვეულებრივად ერგება ნებისმიერი სახის კანს.  ჭიმავს კანს და წმენდს მას. წაისვით სახეზე არაჟანი და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით თქვენი კანისთვის განკუთვნილი, მკვებავი კრემი.
ყურძნის ნიღაბი
აიღეთ თეთრი ყურძნის მარცვლები, კარგად დაჭყლიტეთ და შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
პომიდვრის ნიღაბი
პომიდორი არაჩვეულებრივი გამწმენდი საშუალებაა მოშვებული და უსიცოცხლო სახის კანისთვის. გახეხეთ წვრილ სახეხზე და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. აუცილებელია, ამ ნიღბის შემდეგ სახეზე დამამშვიდებელი, დღის კრემის წასმა.скачать dle 11.3