კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ გააცურა სტალინმა იაპონიის მთავრობა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინს ყველა პირად ღირსებასთან ერთად, დიპლომატიის უნიკალური ნიჭი ჰქონდა და ამ სფეროში (ისევე, როგორც მრავალ სხვა სფეროშიც) განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებსა და განსწავლულობას ამჟღავნებდა. პროფესორი იაკობ ხმელიკი წერს: „დიპლომატიური ცოდნა სტალინს კლასიკურ სასწავლებლებში არ მიუღია და ეს მას ბუნებრივად ჰქონდა. თავისი ამ ტალანტის გამოყენებისას კი (იგულისხმება სტალინის რევოლუციური მოღვაწეობა) სტალინმა  უდიდესი გამოცდილება მიიღო და ამ „მარაგს“ ის უკვე საბჭოეთის მეთაურის პოსტზე ყოფნისას წარმატებით იყენებდა. ამგვარად, საბჭოთა ბელადის დიპლომატიურ ფანდებზე წამოგებულან ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ – ჰიტლერი, მუსოლინი, ფრანკო, ჩერჩილი, რუზველტი, დე გოლი და სხვები. ერთი სიტყვით, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ყველა ცნობილი და გავლენიანი მოღვაწე, რომლებიც იმ პერიოდში დედამიწაზე „პოლიტიკურ ამინდს“ ქმნიდნენ...“
სტალინი დიპლომატობის ბუნებრივი ტალანტით იყო დაჯილდოებული. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი საბჭოთა ბელადს „თვითნაბად დიპლომატს“ უწოდებს და წერს: „დიპლომატობა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობის კლასიკური ცოდნა როდია. ესაა ურთულესი სისტემის ცოდნა, რომელსაც ვერცერთ უმაღლეს დიპლომატიურ სასწავლებელში ვერ მიიღებ. ის დედის მუცლიდან უნდა დაგყვეს და მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად განავითარო. იყო დიპლომატი, ნიშნავს იყო კარგი ფსიქოლოგი, ფიზიონომისტი და არტისტიც კი... ამ ზემოჩამოთვლილ თვისებებს უმაღლეს დონეზე ფლობდა სტალინი და ამიტომაც კარგად გამოსდიოდა „დიპლომატიური სპექტაკლების“ დადგმა, რაც საბოლოო ჯამში, საბჭოეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. ერთ-ერთი ასეთი სანიმუშო დიპლომატიური წარმოდგენა მოუწყო სტალინმა იაპონელებს 1941 წელს, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰიტლერის ჯერ შეჩერებაში, შემდეგ კი – განადგურებაში...“
სტალინის ბიოგრაფ გენერალს „იაპონურ სპექტაკლში“ ამომავალი მზის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ესუკე მაცუოკას მოსკოვში ორი ვიზიტი აქვს მხედველობაში – 1941 წელს ფაშისტურ აგრესიამდე რამდენიმე თვით ადრე... დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „ესუკე მაცუოკა ჯერ კიდევ „ცარიზმის“ დროს ცხოვრობდა რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში და იაპონიის საელჩოში მუშაობდა. საკმაოდ კარგად ფლობდა რუსულ ენას და კარგად იცნობდა რუსეთის ისტორიას. იაპონელი დიპლომატი 1941 წლის 11-22 მარტს ევროპულ ტურნეში იმყოფებოდა, სადაც მოკავშირეებს, ეგრეთ წოდებული, „ღერძის სახელმწიფოების“ ლიდერებს, ჰიტლერსა და მუსოლინის შეხვდა. 23 მარტს კი მოსკოვში ჩავიდა, რომ სტალინს შეხვედროდა. იაპონელი დიპლომატი საბჭოთა ბელადს პირველად ხვდებოდა. თუმცა ის 1932 წელს, საპირველმაისო დემონსტრაციის დროს, მავზოლეუმის ტრიბუნაზე ჰყავდა ნანახი. მაშინ მაცუოკა ჟენევაში მიემგზავრებოდა და მოსკოვში გავლით იმყოფებოდა. 23 მარტის შეხვედრაზე მაცუოკა საკმაოდ ბევრს ლაპარაკობდა, სტალინი კი მხოლოდ უსმენდა. იაპონელმა დიპლომატმა სტალინს გაკვრით უთხრა, რომ იაპონია საბჭოეთთან კეთილმეგობრული ურთიერთობების დამყარებისკენ ისწრაფვისო, რაზეც სტალინმა მას ღიმილით დაუქნია თავი... ეს იყო იმ სპექტაკლის პირველი აქტი, რომელიც სტალინმა მაცუოკას აპრილში დაუდგა მოსკოვში...“
23 მარტს მაცუოკა ტოკიოში გაემგზავრა, 8 აპრილს კი კვლავ მოსკოვს ეწვია, რომ ისევ სტალინს შეხვედროდა. როგორც გამგზავრების წინ მოლოტოვს შეუთანხმდა, მან სტალინს იმპერატორთან და პრემიერთან შეთანხმებული წინადადებები ჩამოუტანა. საქმე კი ის იყო, რომ პრემიერ-მინისტრი, პრინცი კონოე და იმპერატორი ხიროხიტო ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა კავშირთან კონფლიქტს და უნდოდათ, რომ ყველა სადავო  საკითხი მოლაპარაკების გზით მოეგვარებინათ. საპირისპირო პოზიციაზე დადგა იაპონიის სამხედრო მინისტრი ხიდეკი ტოძიო, მეტსახელად „სამართებელი“. ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ რაც შეიძლება, მალე დაეწყოთ ოპერაცია „კანტოკუენის“ განხორციელება, რომელიც ფაშისტური „ბარბაროსას“ მსგავსად, საბჭოთა კავშირზე თავდასხმას გულისხმობდა და საიდუმლო საიმპერატორო თათბირზე მისი დაწყების ვადა 1941 წლის 29 აგვისტოსთვის გადაიტანეს. სადავო კი საბჭოეთსა და იაპონიას შორის კურილია და სამხრეთ სახალინი იყო, რომელთა ფლობის პრეტენზიაც სტალინს ჰქონდა და იაპონიისთვის ეს არაერთხელ უთქვამს. ამის გამო კი იაპონია-საბჭოეთს შორის დაძაბული ურთიერთობა კარგა ხანს გრძელდებოდა და სხვადასხვა ფრონტებზე ფარული ბრძოლებიც (არაპირდაპირი) კი მიმდინარეობდა, სადაც საბჭოელები იმარჯვებდნენ. არადა, იაპონელებს აზიაში დიდი გეგმები ჰქონდათ და მათი განხორციელების გზაზე კი დიდ პრობლემად სწორედ საბჭოთა კავშირი ესახებოდათ. ამიტომ უნდოდათ სტალინთან მოლაპარაკება და მაცუოკაც ამის გამო მიავლინეს მოსკოვში ასე სწრაფად. თუმცა ხიდეკი ტოძიო იმ საიდუმლო თათბირზე საბჭოეთზე თავდასხმას მოითხოვდა და ის იმპერატორმა და პრემიერმა გააჩერეს. გენერალი ვოლკოგონოვი წერს: „სტალინმა მშვენივრად იცოდა 1941 წლის აპრილში როგორც „ბარბაროსას“, ასევე „კანტიკუენის“ შესახებ და ისიც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ თუკი ეს ორი გეგმა ერთდროულად ამოქმედდებოდა, რა უდიდესი საფრთხის წინაშე დადგებოდა საბჭოეთი. ამიტომ, სტალინმა ისე მოაჩვენა თავი იაპონელ დიპლომატს, თითქოს იაპონია მაინცდამაინც არ ადარდებდა და ამით მაცუოკას ძალიან დიდი ეჭვები გაუჩინა. ანუ სტალინმა იცოდა, რომ მაცუოკა მოსკოვში იმიტომ ჩამოვიდა, რომ სტალინისგან თავდაუსხმელობის გარანტიები მიეღო იმ შემთხვევისთვის, თუკი იაპონია შეერთებულ შტატებს „დასცხებდა“ ან ჩინეთის ოკუპაციას გაზრდიდა. სინამდვილეში კი თავდაუსხმელობის გარანტიები სტალინს უფრო სჭირდებოდა. ერთი სიტყვით, საბჭოთა ბელადი ბლეფობდა... ამგვარად, 8 აპრილს მოსკოვში ჩამოსული მაცუოკა ოფიციალურ პირებს არ მიუღიათ და ისე გამოვიდა, რომ პირველი იაპონელი დიპლომატი პატივცემული ტურისტის რანგში იმყოფებოდა. მას ათვალიერებიებდნენ მუზეუმებს, დაჰყავდათ თეატრებში და სხვა ღონისძიებებზე, თუმცა მეტი არაფერი... 12 აპრილის ღამეს მაცუოკას მოთმინების ფიალა აევსო. თუმცა ბრაზი მოთოკა და სტალინთან შეხვედრა მოითხოვა, რაც მას შეუსრულეს და 13 აპრილს, ღამის 01 საათზე ის უკვე ბელალდის კრემლის კაბინეტში იმყოფებოდა. სტალინთან მისული მაცუოკას პირველივე სიტყვები იყო: ბატონო სტალინ, გთავაზობთ ჩვენს ქვეყნებს შორის ხელშეკრულების დადებას თავდაუსხმელობის შესახებ. ამაზე სტალინმა გაოცებული სახე მიიღო და მხრები აიჩეჩა. შემდეგ ჩაფიქრდა. ბოლოს კი დათანხმდა. ეს ყველაფერი კი ისე „გაფორმდა“, თითქოს საბჭოეთმა იაპონიას შეღავათი გაუწია. სინამდვილეში კი ეს ხუთწლიანი პაქტი უფრო სტალინს სჭირდებოდა და მიაღწია კიდეც თავის მიზანს“.
მოლოტოვმა და მაცუოკამ ეს ხელშეკრულება კრემლში გააფორმეს. იაპონიას შეთანხმება არ დაურღვევია და საბჭოეთს თავს არ დასხმია, რითაც სტალინს საშუალება მიეცა, რომ შორეული აღმოსავლეთიდან მოსკოვის დასაცავად ჯარი ჩამოეყვანა. იმავე დღეს, 13 აპრილს მაცუოკა სტალინმა და მოლოტოვმა სადგურზე გააცილეს. მატარებლის გასვლა ერთი საათით გადაიდო და საბჭოთა ბელადმა იაპონელი ისე დაათრო, რომ მაცუოკა ამღერდა, ფეხზე ძლივს იდგა და ვაგონში ლამის შეიტანეს. ამის შესახებ მოლოტოვი მოგვიანებით ამბობდა – მაცუოკას ამ ვიზიტმა, გაცილებამ და დათრობამ ის მოგვიტანა, რომ იაპონია თავს არ დაგვესხა და კატასტროფას გადავრჩითო...“
скачать dle 11.3