კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ზეთისხილის ფოთლების სამკურნალო თვისებები

ზეთისხილის ფოთლები სასარგებლოა გულის, არტერიული წნევის, ათეროსკლეროზის რისკის შესამცირებლად, დადებითი გავლენა აქვს ქოლესტერინის დონეზე.
ზეთისხილის ფოთლები ბევრი დაავადების პრევენციისთვის გამოიყენება. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ეფექტურია კიბოსა და გულის დაავადებების წინააღმდეგ. ასევე, აქვს ანტიმიკრობული თვისებები. ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსების, სოკოების, პარაზიტებისა და ბაქტერიების გავრცელებას. ჩვენი წინაპრები ზეთისხილის ფოთლებს ძალიან ეფექტურად იყენებდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად.
 ზეთისხილის ფოთლები, ასევე, დაგეხმარებათ  სისხლში შაქრის დონის მომატებაში. მიუხედავად ამისა, სამედიცინო კვლევებით ნათელია, რომ მისი პოტენციალი მნიშვნელოვანია დიაბეტის პრევენციისთვის.
გარდა ამისა, ის თავიდან აგაცილებთ გაციებასა და გრიპს. სასარგებლოა თითქმის ყველა ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა პირის ღრუს კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზი, დერმატოფიტები (სოკოები, რომლებიც გავლენას ახდენს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე).
ზეთისხილის ფოთლები ამცირებენ კანის სიწითლეს, ხელს უშლიან მის გაუხეშებას და იცავენ მზის სხივების ზემოქმედებისგან.
ზეთისხილის ფოთლები ხელს უწყობს  ანთებითი დაავადებების მკურნალობას. ხალხურ მედიცინაში ფოთლები სამკურნალოდ ახალი და გამხმარი სახით გამოიყენება. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გარდა ის მკურნალობს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, დიარეას, შეშუპებას, არითმიას, ართრიტს, ფსორიაზსა და კუნთების სპაზმს.
ზეთისხილის ფოთლებს კარგი პერსპექტივები აქვს კანის კიბოს მკურნალობისთვის. მისი თხევადი ექსტრაქტი აფერხებს  კიბოს უჯრედების გავრცელებას. ზეთისხილის ფოთლები პერსპექტიული ინსტრუმენტია მელანომის მკურნალობისთვის.
თუმცა, როგორც ყველაფერს, მასაც აქვს არასასურველი გვერდითი მოვლენები, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ალერგიულმა ადამიანებმა და ასევე, მათ, ვისაც დიაბეტი აწუხებთ. ასეთ შემთხვევაში, თვითმკურნალობას ექიმის კონსულტაცია უნდა ამჯობინოთ. ასევე, მისი გამოყენება არაა რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის.скачать dle 11.3