კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება, თუკი მოყვასს საყვედურს ვეტყვით?
პასუხი: გააჩნია, რა ფორმით ამბობთ საყვედურს. თუ ამ დროს მრისხანებაში იმყოფებით, ამით საკუთარ ვნებას იცხრობთ და სხვისი გადარჩენის საბაბით შეიძლება, საკუთარი თავიც კი დაიღუპოთ.
კითხვა: ვინ იყო წმიდა კვიპრიანე? ხსნის თუ არა მისი ლოცვები ჯადოს და შეიძლება თუ არა ამ ლოცვების სახლში წაკითხვა?
პასუხი: სანამ ქრისტიანი გახდებოდა, წმიდა კვიპრიანე ჯადოქარი იყო, მაგრამ უფლის ძლიერების მხილველმა, უარი თქვა ცრუ მოძღვრებაზე და მღვდელმთავარი გახდა. შემდეგ კი, მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის. წმიდა კვიპრიანე სიცოცხლეშივე ეხმარებოდა ადამიანებს, რომ თავი დაეცვათ ეშმაკეულისგან და შესაბამისად, იმქვეყნიდანაც დაგეხმარებათ. თუმცა, სასურველია, წმიდა კვიპრიანეს ლოცვების წაკითხვისთვის მოძღვრისგან აიღოთ კურთხევა. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ბოროტი ძალისგან თავის დასაცავად მარტო ლოცვები ვერ გიშვებით, აუცილებელია აღსარების თქმა და ზიარება.
კითხვა: როდის რეკავენ ეკლესიაში ზარებს?
პასუხი: მართლმადიდებლურ ეკლესიაში ზარებს რეკავენ: ღვთისმსახურების წინ მორწმუნეთათვის საღმრთო მსახურების დაწყების შესატყობინებლად; ლიტანიობის დროს, რათა მას განსაკუთრებულად სადღესასწაულო ელფერი მიეცეს; გარდაცვლილთა დაკრძალვისას; ასევე, სხვა რომელიმე საგანგებო და სადღესასწაულო მომენტებში.
კითხვა: რამდენად აუცილებელია პირჯვრის წერა?
პასუხი: პირჯვრის წერა აუცილებელია ქრისტიანისთვის, ამის გარეშე ის არის მეომარი, იარაღის გარეშე. მტერიც იოლად დაჩაგრავს. ვინც პირჯვარს იწერს, ის უსიტყვოდ არის უფლის აღმსარებელი. ჯვრის გადასახვით მომდინარეობს ყველა საღმრთო საიდუმლოება და ამითვე იკურთხება სასიცოცხლოდ აუცილებელი ყოველი საგანი.
კითხვა: რა არის უმთავრესი ამ ცხოვრებაში?
პასუხი: თუ ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ადვილად ირწმუნებს წმიდა მამათა გადმოცემებს, რომ ცხოვრების მთავარი საქმე არის ლოცვა, ხოლო სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
კითხვა: ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ თუ არა სინდისის ხმას?
პასუხი: სინდისის ხმას უსათუოდ უნდა ერწმუნოთ, რადგან მისი სახით ხშირად ჩვენი მფარველი ანგელოზი მოგვმართავს. თუმცა სწორად აღსაქმელად ეს ხმა უფლის სიტყვას შეუთავსეთ.скачать dle 11.3