კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 სულის მშვიდობა

შეუძლებელია, სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება, თუ ღვთისთვის არასათნო აზრებს არ განვდევნით.
გონებით გულში უნდა ჩავიხედოთ და დავინახოთ, იქ რა ხდება: არის თუ არა სიმშვიდე. სულიერი სიმშვიდისთვის თავშეკავებულნი უნდა ვიყოთ, რამეთუ ჩვენი სხეულისგან სიმშვიდე იკარგება.
სიმშვიდეს მაშინაც ვკარგავთ, თუ სული პატივმოყვარეობს და ამპარტავნებს ძმის წინაშე, ვინმეს განიკითხავს ან ძმას ამხელს (მაგრამ არა მოკრძალებითა და მშვიდობით). თუ ბევრს ჭამს ან უხალისოდ ლოცულობს – ამ ყოველივეს გამო სიმშვიდე იკარგება.
სულს სიმშვიდე ვერ  ექნება, თუ დღედაღამ საღვთო სჯულში არ განისწავლება, რამეთუ ეს სჯული საღვთო სულმა დაწერა; საღვთო სული კი საღვთო წერილიდან სულზე გადადის; სული ამით ნეტარებას გრძნობს და უკვე აღარ სურს, მიწიერი უყვარდეს, რამეთუ მიწიერისადმი სიყვარული სულს აცარიელებს და ის მოდუნებულია, გაგარეულდება და ღვთის წინაშე ლოცვა არ სურს“.
სულიერი სიმშვიდე ისეთი საუნჯეა, რომლის გამოც ყოველგვარი ყოფითის მსხვერპლად გაღებაა საჭირო.
სულიერი მოუწყობლობა, ანუ გაღიზიანება მიგვანიშნებს სულის სნეულებასა და იმაზე, რომ მასში სული წმიდა არ არის.
წმიდა პაისი დიდი უფალს სთხოვდა: „როგორ დავძლიოთ გაღიზიანება?“
უფალმა მას მიუგო: „თუ გსურს, არ გაღიზიანდე, ნურაფერს მოისურვებ, ნურავის განსჯი და ნუ მოიძულებ; მაშინ არ გაღიზიანდები“.
ნუ მოისურვებ – ნიშნავს, უარჰყავ საკუთარი ნება და ღვთის ნებით იცხოვრე, რამეთუ ხშირად გვსურს ის, რაც ჩვენთვის საზიანო და სულისთვის დამღუპველია.
გაღიზიანების მიზეზებსა და სულიერი სიმშვიდის დაკარგვაზე მთავარეპისკოპოსი არსენიც (ჩუდოვსკი) წერს:
„ზოგჯერ უეცრად გაგიჩნდება რაღაც გაღიზიანება, უკმაყოფილება გარშემო მყოფი ადამიანებისგან; ზოგჯერ კი, უბრალოდ, სულის ცუდი, დაღლილი მდგომარეობა, ნაღველი, განხიბვლა. რისგანაა ეს? ცხადია, ადრე შენი ფესვი მზად იყო ასეთი განწყობისთვის. გაღიზიანება, ადამიანებით უკმაყოფილება გამოწვეულია შურით, მათდამი არაკეთილმოსურნეობით.
ნაღველი, სასოწარკვეთილება, სულის დათრგუნული მდგომარეობა გამოწვეულია წარსული ცოდვილი ზრახვების, გრძნობებისა და საქმეებისგან.
ღვთის მადლი დილის ცვარივით განდევნის ამ ყოველივეს, გულს და ადამიანის მთელ შინაგან არსებას ახალისებს.
ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია ან უკეთ რომ ვთქვათ, ძალუძს სწრაფად მიიზიდოს ეს საღვთო მადლი; ის ადვილად თავისუფლდება იმ სულიერი ტანჯვისგან, რომელზეც ვსაუბრობთ“.
სულის სიმშვიდე სხვადასხვა გზებით მიიღწევა.
ღირსი სერაფიმე საროველი გვასწავლის: „არაფერი ისე არ თანამოქმედებს შინაგანი სიმშვიდის მოსახვეჭად, როგორც მდუმარება და, რამდენადაც შესაძლოა, განუწყვეტელი საუბარი საკუთარ თავთან და იშვიათი – სხვებთან. საჭიროა, ხშირად შეხვიდეთ საკუთარ თავში და ჰკითხოთ: სად ვარ? (ანუ გააანალიზოთ საკუთარი სულიერი მდგომარეობა მოცემულ მომენტში). სულიერი ცხოვრების ნიშანი არის ადამიანის ჩაძირვა საკუთარ თავში და ფარული ქმედება თავის გულში“.
ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი ბრძანებს, რომ „თავმდაბლობა, გულისხმიერი სიმშვიდე და მოკრძალებულობა  იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ სადაც ერთია, იქვეა მეორეც“.
ღირსი ბარსანოფი კი ასე გვასწავლის: „საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად, ყველაზე უკანასკნელად  მიიჩნიე და სიმშვიდეს მოიპოვებ. შეიტყე, რა ესაჭიროება ძმის სიმშვიდეს, გააკეთე ეს და ღვთისგან სიმშვიდეს შენც მიიღებ.“
პავლე მოციქული გვასწავლის: „მშვიდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თვინიერ ვერვინ იხილოს უფალი“ (ებრ. 12,14).
მთავარეპისკოპოსი არსენი სულიერი სიმშვიდის დასამარხად გვირჩევს: „სულიერ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს თვითყვედრებას. უპირველეს ყოვლისა, ის მწუხარებათა ზიდვას გვიმსუბუქებს. რაღაც სამწუხარო შემემთხვა: თუ არავის დავაყვედრებ, დანიშნულს ვინმე სხვას კი არა, საკუთარ თავს დავაბრალებ, შინაგანად ვიტყვი, რომ ყოველნაირ მწუხარებას ვიმსახურებ, სწორედ ამით ვამხელ საკუთარ თავს და შეცბუნების გარეშე, გარკვეულწილად სიმშვიდით გადავიტან სიძნელესა და სირთულეს; ასე რომ, შეიძლება ითქვას: თვითყვედრება სიმშვიდეს, ჩვენი სულის დამშვიდებას გვანიჭებს“.
სულით მშვიდი ქრისტიანი მუდამ და ყველგან უცვლელია. ის მშვიდია ყველასთან. საკუთარ სინდისთან და, რაც მთავარია, ღმერთთან. მასში უფალს დაივანებს.
სქემიღუმენი საბაскачать dle 11.3