კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 თხა თხაზე ნაკლები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვაი, თქვენს ტყეებს, უბედურს

ხე-ტყის უკანონო ჭრამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური ინფორმაციით, არც ისაა გამორიცხული, საერთოდაც, უტყეოდ დავრჩეთ.
თან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ დედამიწაზე და, რადგან ყოველწლიურად იმაზე გაცილებით მეტი ხე იჭრება, ვიდრე ირგვება, უცნობია, რით ისუნთქებენ დედამიწელები სამომავლოდ.
მანამდე კი საქართველოს საგამოძიებო სამსახური სვანეთის სოფლებში შევიდა, მაგრამ ადგილობრივებმა მათ სახლების ჩხრეკის უფლება არ მისცეს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ხის საჭრელი დაზგები არ აღმოეჩინათ. თუმცა სახელმწიფომ დასახმარებლად შსს-ს დანაყოფები მოიშველია, მაგრამ ადგილობრივებმა მათ, არც მეტი, არც ნაკლები, ქვები დაუშინეს, მოტივით, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ტყე მათია  და ხე-ტყის უკანონო ჭრასა და მის გაყიდვაზე უარს ვერ იტყვიან.
სვანეთში ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის „უკანონობის“ არგუმენტად ისიც დასახელდა, რომ, თუკი სახელმწიფომ ხე-ტყის ჭრის უფლება ჩინელებს მისცა, ქართველებმა (სვანეთიდან და, მაშასადამე, სხვა კუთხეებიდანაც) რა დააშავესო, ესე იგი, თხა თხაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მჩეხავი მჩეხავზე ნაკლებიო.
და მართლაც, ჩინელი თუ ანადგურებს ქართულ ტყეებს და ეს ქართველს უსამართლობა ჰგონია, მან აუცილებლად უნდა მიჰბაძოს (მეტიც, აჯობოს) და ჩინელზე მეტი ხე გაჩეხოს, იმიტომ რომ სამშობლოს სიყვარული აწ მოჭრილი ხეების სიგრძით იზომება…

скачать dle 11.3