კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 სკამმოყანყალებული ჩამობიბილოებული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ სად უნდა ჰპოვონ სეპარატისტებმა სამუდამო განსასვენებელი

რაკი ეს ჩვენი ცხინვალის რეგიონი, ოკუპანტ-სეპარატისტებისთვის კი „იუჟნაია ოსეტია“ ყველასგან შერისხულმა სირიის არაბთა რესპუბლიკამ, ანუ სკამმოყანყალებულმა ბაშარ ალ ასადმა აღიარა (ოღონდ კი მამა-მარჩენალი პრ. პუტინის გული მოენადირებინა), ეს ჩვენი ნომერ პირველი სეპარატისტი, „პრ.“ ანატოლი ბიბილოვი სირიას ეწვია.
თავდაპირველად იქაურ ოსობას შეხვდა და მჭიდრო კავშირის დამყარებასაც დაჰპირდა. მეტიც, აგვისტოში ცხინვალში მიიპატიჟა, სადაც, თურმე, მთელი მსოფლიოს ოსთა თავყრილობა უნდა გაიმართოს (რატომღაც, მაინცდამაინც, ქართულ მიწაზე), შემდეგ კი სირიის პრემიერ-მინისტრიც მოინახულა (როგორც ჩანს, ბაშარმა მთლად ასეთ არ დაიმდაბლა თავი), რომელმაც მადლობა გამოუცხადა სირიისთვის გაწეული დახმარებისთვის, ერთობლივი პროექტების დაგეგმვაც შესთავაზა და ურთიერთობების გაღრმავების პირობაც დადეს.
ჩვენ არ ვიცით, რით დაეხმარნენ ჩვენებური სეპარატისტები სირიას (ვითომ იმით, რომ ქართული სოფლები მიწასთან გაასწორეს?!), არც ის, რამდენად ღრმად წავიდა მათი ურთიერთობა, თუმცა, მაგალითად, „პრ.“ ბიბლოვმა შენიშნა, რომ მათ ახსოვთ 2008 წელს სირიის მიერ გამოწვდილი ხელი.
მართალია, ჩვენ არაფერი გვსმენია 2008 წელს სეპარატისტებისთვის გაწვდილი სირიული ხელის შესახებ, თუმცა ურიგო არ იქნება, თუკი ცხინვალის რეგიონში დარჩენილი სეპარატისტები (მით უფრო, რომ ის ტერიტორია თითქმის დაცლილია ადამიანებისგან და უბრალოდ, რფ-ის სამხედრო პოლიგონია) ასადის რეჟიმს ცოცხალი ძალით დაეხმარებიან და გმირულადაც დაეცემიან სირიულ მიწაზე.
скачать dle 11.3