კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№30 რატომ ჩაარტყა გია სურამელაშვილმა ბოთლი საყვარელს და რატომ არ აქვს მას ერთჯერადი რომანების ნერვები

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

გია სურამელაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია – ის შეყვარებულს დაშორდა და მისი გული თავისუფალია. როგორც ამბობს, შემოდგომამდე შეყვარებული არ უნდა, რადგან სიცხე ძალიან აწუხებს. გიას მალე ფრანგული პარფიუმერიის რეკლამაშიც ვიხილავთ.
გია სურამელაშვილი: ზაფხული ჩემთვის საშინელებაა, „ჭირვეულის მორჯულება“ და ვერც ვერავინ მარჯულებს. მუშაობაშიც ხელს მიშლის, გასტროლებშიც და ყველაფერში. ერთადერთი, თუ ზღვაზე ვარ, „ანდამატში“, მაშინ კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს. იტალიასა და ისრაელში რომ ვიყავი, არანაირი რუჯის სურვილი არ მქონდა – ბრწყინვალე კონცერტი ჩავატარე, საოცარი ხალხი გავიცანი. ნეაპოლში აპარტამენტებში ვიყავი ჩაკეტილი, არც ზღვა მინდოდა და არაფერი. მარტო რესტორანში დავდიოდი ქურდებთან და საჩუქრებს ვიღებდი. 33 წელია, სცენაზე ვარ, შორტი ვეღარ ჩამიცვამს სახლში, გამოვალ აივანზე და ეზოდან მიღებენ ფოტოებს – შიშველი დადის გია სურამელაშვილიო. გუშინ ოთხი კაცი იდგა ჩემს სახლთან. დამინახავენ ეს შხვართი ფეხები მიჩანს და მერე აღმოჩნდება, რომ შორტი მაცვია, ანგელოზივით ფეხებზე.
– ლუდის რეკლამაში როგორ მოხვდი?
– ეს იყო ჰოლივუდის ერთწუთიანი ფილმი, დამახვედრეს ფრანგული შამპანურები, ხიზილალები, სასწაულები, მინი მანქანა,  სადაც ჩემი საგრიმიორო იყო მოწყობილი, კონდიციონერი. მონაწილეები, მსახიობები ჩემს მოლოდინში იყვნენ. ფოტოსესიები და საწაული რაღაცები ხდებოდა... ძალიან დასამახსოვრებელი იყო და მადლობა „ნატახტარს“. აღინიშნა, რომ ამ რეკლამით ყოველგვარი რეკორდი მოვხსენი. იქ სხვა ვარიანტებიც იყო, მაგრამ მე მომიხსნია რეკორდი, თუმცა მე სად არ ვხსნი... რეკლამაში კიდევ მაქვს შემოთავაზება საფრანგეთიდან, კოსმეტიკური ბრენდიდან. ეს შემოდგომაზე იქნება. ასე რომ, დავიწყე უკვე რეკლამების გმირობა. ისედაც მსახიობი ვარ, ახლა პარფიუმერიის რეკლამაში მონაწილეობა შემომთავაზეს და სხვა ვარსკვლავმა გაიჭექა ჩემში.  
– თავს განსაკუთრებულად უვლი?
– თავს მართლა არ ვუვლი. მე თვითონ არ ვარ ის ადამიანი, რომ დღის წესრიგს ვიცავდე, კაცმა არ იცის, როდის ვიძინებ, როდის ვიღვიძებ, მაქვს საშინელი ბახუსი. არეული ცხოვრების ბიჭი ვარ. ალკოჰოლი ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, იმას ვერ ვხვდები, იმ დღეს რომ არ უნდა დავლიო, მეორე დღეს რომ მაქვს სერიოზული გადაღებები. წინა დღეს ვსვამ და მეორე დღეს ვაგდებ. ამის შედეგად მე მგონია, რომ გადამგდები ვარ. ქვეყნის ამომავალი ალიანსი ვარ და ამას ყველა გაგებით ეკიდება. მთავარია, ისეთი რამ არ შეგვეშალოს, რასაც ერთმანეთს არ ვაპატიებთ მე და ქვეყანა. ვაიმე, ეს რა ფრაზა ვთქვი: მე და ქვეყანა რასაც ერთმანეთს არ ვაპატიებთ.
– ფოთის თეატრის მსახიობი როგორ გახდი?
– სამსახიობო მაქვს დამთავრებული. განაწილებით ვიყავი ფოთის თეატრში და ყველა საუკეთესო როლი მე მქონდა, ისეთი ლამაზი ვიყავი, კოშმარი ლამაზი, დაცემა... ნებისმიერი მსახიობი რომ ინატრებს, ასეთი როლები ჰქონდეს... ზურიკელა ვიყავი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“. სილამაზესთან ერთად, ძალიან კარგი მსახიობი ვიყავი, წელიწად-ნახევარი გავატარე ფოთში, ჩემი შვილი მაშინ ძალიან პატარა იყო და მახსოვს, ჩემმა ცოლმა ჩამოიყვანა. ფოთში ხომ ძალიან ბევრი კოღოებია და ნუგა დამიკბინეს. ახალ-ახალი სულგუნები მქონდა და ბავშვი რომ ტიროდა, ამ სულგუნს ვაჭმევდი და ვაჭმევდი. როგორი იქნებოდა პროვინციაში ერთი ლამაზი ბიჭის ცხოვრება. საღამოს, ყველაფერი რომ მთავრდება, თეატრი, სახლი... ხელისგულზე მატარებდნენ, სადაც ვყოფილვარ და დღემდე ყველგან ასეა. მე ბედის მომჩივანი არ ვარ. ყველგან ისეთი ხალხი მხვდება, დისკომფორტს ვერ ვგრძნობ. ვარსკვლავური მოთხოვნილებები იმ პერიოდში არ მქონდა, გინდა-არ გინდა, გავხდი ვარსკვლავი, ყველა მთავარი როლი მომცეს და კი დამეწყო ვარსკვლავური მოთხოვნილებები. ყველას ვუყვარვარ. ვინც მლანძღავს, იმათ უფრო მეტად ვუყვარვარ, სერიოზული პრობლემა აქვთ ჩემს სიყვარულში, დაფიქრდნენ...
– დეპრესიული პერიოდები კიდევ გაქვს ხოლმე?
– კი. მაქვს, მაგრამ ალბათ, ყველას აქვს. „პროფილში“ როგორ ვიტირე. შოკი შოუ უნდა ყოფილიყო, მხიარული. დეპრესიული ფონის გამო ორჯერ-სამჯერ გადავდე და ვიფიქრე, იქ დავლევდი. თუ არ დავლევ, არ შემიძლია შოუში გამოსვლა, რატომ უნდა გავიფუჭო რეიტინგი – ამ დროს მე ჩემს რეიტინგზე ვფიქრობ. არ ვიცი, რა დამემართა, აფეთქდა სურამელაშვილი, გასკდა ეს რაღაც ამპულა ჩემს ლამაზ თვალებში და წამოვიდა. მილიონობით ნახვა კი ჰქონდა. იშვიათად ვტირი, მხოლოდ მაშინ, როდესაც დედა მომენატრება, ვინმეს გამო არ ვტირი. „პროფილში“ საყვარლის გამო არ მიტირია.
– გია, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– შეყვარებული აღარ ვარ და არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვიყო. როცა ხვდები, რომ არ გამოდის ერთად პირადი ცხოვრება და შენი საქმე კარგად, აღარ გინდა. გაჩუმებული ვარ. ბედს მივყვეთ, რა. ამ ზაფხულში არ მინდა შეყვარებული. ძალიან მცხელა. იმედია, შემოდგომზე მოვა. ყოფილს დავშორდი, აღარ ვურიგდები. დამთავრდა, დავპლომბე, ჩემთვის მოკვდა. შერიგება უნდა, მაგრამ იცის, რომ აზრი არ აქვს. ყველაფერს თვითონ გადაუსვა ხაზი. ძალიან ეჭვიანობდა ჩემზე. ერთჯერადი რომანების ნერვებიც არ მაქვს. რაღაც ვარიანტები მაქვს და ვფიქრობ, რომელი ამოვარჩიო, ვისთან უფრო მოვიხიბლები. მაგისიც მეშინია, ვინმეს გავყვე გვერდით და აფეთქდეს ჩემზე, ავარდეს. მთავარია, გული როგორ შეარჩევს, გული რას მეტყვის, ჩემი გული თავისუფალია.
– ერთგული შეყვარებული ხარ?
– კი, როცა მიყვარს, ერთგული ვარ, აბა რა. მე არაერთგული და ბოზი ვიქნები?
– კონფლიქტური თუ ხარ?
– მე დამირტყია, მიცემია ხოლმე, რა მოხდა მერე. ზოგი ისეთი საზიზღარი და დედააფეთქებულია, უნდა სცემო. ჩემს პირად ცხოვრებაშიც ყოფილა დედააფეთქებული და ამიფეთქებია კიდეც.   ბოთლი რომ თავში ჩავარტყი, მისთვისაც მოულოდნელი იყო. დაუნდობელი ვარ. მუშტი-კრივზე არ გადავდივარ, მაგრამ შეიძლება, ბოთლი ან თეფში დავარტყა. ცოლიც კი მიცემია. ალბათ, ღირსი იყო, რა ვიცი, რა მახსოვს.
скачать dle 11.3