კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№30 როგორ მოიწყო ანდრია გველესიანმა ორი თაფლობის თვე „სამოთხეში“ და ვინ მიაყენა მას დიდი ტრავმა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი ახლახან დაოჯახდა, თუმცა, მოასწრო და ორჯერ ჰქონდა თაფლობის თვე. როგორც თავად ამბობს, ცოლის მოყვანის შემდეგ, მის ცხოვრებაში დიდად არაფერი შეცვლილა, თუმცა, უზომოდ ბედნიერია, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით იღვიძებს.
– ახლახანს დაოჯახდი. როგორ მოირგე ქმრის სტატუსი, რა შეცვალა საყვარელ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ და როგორი ქმარი ხარ?
– უკვე ექვსი თვეა, რაც დავოჯახდი და ამით ჩემს ცხოვრებაში დიდად არაფერი შეცვლილა. მთვარია, იპოვო შენთვის საყვარელი და სასურველი ადამიანი და სტატუსს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.  უბრალოდ, მე ჩემი მეორე ნახევარი, სულის ნაწილი ვიპოვე და დღეს უბედნიერესი ვარ. მგონი, უკეთესი ქმარი ვარ, ვიდრე შეყვარებული ვიყავი.
– ხომ ამბობენ, შეყვარებულები ვარდისფერ ფერებში ხედავენ ცხოვრებას და როცა ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდებიან, შეგუების პრობლემებიც იჩენს თავსო. ასეა?
– მე და მაიკოს შეგუების პრობლემა არ გვქონია. როგორც ვიყავით შეყვარებულობის პერიოდში და ვარდისფრად ვუყურებდით სამყაროს, ახლაც ისე ვუყურებთ. რომ დავქორწინდით, ერთი კვირა თაფლობის თვე რომში და ჩეხეთში გავატარეთ. ახლა კი, ერთი თვით მალდივებს ვესტუმრეთ და ახალი კლიპიც გადავიღე, რომლის რეჟისორიც, ოპერატორიც, სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორიც თავად გახლავართ. მოკლედ, მეუღლესთან ერთად თან ვმუშაობდი, თან ვისვენებდი და თან მეორე თაფლობის თვეც მოვიწყვეთ. ასე რომ, წელიწადში ორი ზაფხული გავატარე მეუღლესთან ერთად, ნამდვილ „სამოთხეში“. თუმცა, ტვინი არ გამითიშია, სულ ვფიქრობდი მომავალ გეგმებზე. ზოგადად, ტვინი არასდროს მეთიშება, მგონი, მაშინაც ვფიქრობ, როცა მძინავს.
– ფაქტობრივად, მაიკო შენი თილისმაა. სამი კლიპი გადაიღე ბოლო პერიოდში და სამივეში მონაწილეობს. ბოლო კლიპში, საკმაოდ თამამი კადრებია, სადაც შენი ცოლი, საცურაო კოსტიუმში პოზიორობს...
– სამივე კლიპი, პოზიტიურ განწყობაზე გაყენებს ადამიანს და სამივეში მაიკო მონაწილეობს. გეთანხმებით, ის ჩემი წარმატების თილისმაა. რაც შეეხება ბოლო კლიპს, ზღვაზე ვართ და მაიკოს საცურაო კოსტიუმი აცვია. აბა, ლაბადით ხომ არ იჯდებოდა? ამ კლიპში სიშიშვლე არ არის, უბრალოდ, ლამაზი გოგონა ჩანს პლაჟზე, საცურაო კოსტიუმში. ვინმემ რომ შენიშვნა მომცეს და ჩემს ცოლზე რამე მითხრას, ძალიან გავბრაზდები. ჩემს თავს უკომპლექსო და თამამ ადამიანად ვთვლი, შესაბამისად, არ მაწუხებს ეჭვიანობები და უნდობლობები საყვარელი ქალის მიმართ. რთული ადამიანი არ ვარ. უბრალოდ, ერთი არ ვარ, რამდენიმე ანდრია ზის ჩემს სხეულში. ხან ძალიან მშვიდი ვარ, ხან ფოიერვერკი. ეს ცუდი არ არის. მსახიობი ვარ და ამ საქმეში ჩემი ბევრი ანდრია მადგება (იცინის).
– ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლის 40 წლის იუბილე ახლოვდება და „ბლექ სი არენაზე“, საკმაოდ კარგი სანახაობა გველის. ამ მიუზიკლში, ჩხიკვი ზაქარა ხარ. შენი მეუღლე თუ მონაწილეობს?
– დიახ, ამჯერად, ჩხიკვი ზაქარა ვარ, მაიკო კი ცეკვავს და რეპეტიციაზე ვართ გადართული. მოკლედ, ჩვენი სახლიდან, სულ ცეკვა-თამაშის ხმა ისმის (იცინის). თუმცა, სახლში იშვიათად ვართ და ამის გამო, ოჯახური თანაცხოვრების გემო, ბოლომდე ვერ გავიგეთ (იცინის).
– შენ სვანი ხარ, მაიკო – რაჭველი და როგორია სვანურ-რაჭული ოჯახური „ტანდემი“?
– მშვენიერი. მაიკოს დედა ჰყავს სვანი და მე კი, იმერეთში მაქვს სოფელი. ასე რომ, სვანურ-რაჭულ-იმერული „მიქსის“ ოჯახი ვართ (იცინის). მთა, მთის ხალხი და მათი ხასიათი ძალიან მიყვარს. ბევრს ჰგონია, მკაცრები, ეჭვიანები და უხასიათოები ვართ, მაგრამ სინამდვილეში, მთის ხალხი ყველაზე უკომპლექსო, თავისუფალი და თბილი ხალხია.
– ცხოვრებაში ყველას გვაქვს რთული პერიოდები, რომლის გადალახვაც გვიჭირს. როდის მოგაყენა ყველაზე დიდი ტკივილი ცხოვრებამ?
– ბაბუა მამასავით მზრდიდა და მისი გარდაცვალება ყველაზე დიდი დარტყმა და ტკივილი იყო ჩემთვის. სულ ვამბობ, რომ არსებობდეს დროის მანქანა, აუცილებლად ბაბუას დავაბრუნებდი იმქვეყნიდან. მისი წასვლა, ძალიან დიდი დანაკლისია ჩემთვის.
– ამბობენ, ინტუიცია და წინასწარი შეგრძნებები იმდენად გაქვს განვითარებული, რომ გრძნობ მოსალოდნელ მოვლენებს და კონკრეტულ ციფრს შენთვის იღბალი და ბედნიერება მოაქვს. ამაზე რას მეტყვი?
– ინტუიცია განვითარებული მაქვს, წინათგრძნობებიც ხშირად მახასიათებს და მიხდება. თუმცა, ვცდილობ, პოზიტიურზე ვიფიქრო და ასე დავგეგმო ჩემი ცხოვრება. ჩემი ციფრია შვიდიანი და ჩემთვის ბედნიერება და იღბალი მოაქვს. ზოგადად, იღბლიანი ადამიანი ვარ, ბედისწერის არ მჯერა და ვფიქრობ, ყველა საკუთარ წამს და წუთს თავად ქმნის. სხვათა შორის, ბავშვობაში ვოცნებობდი მეხანძრეობაზე,  კარატისტობაზე, ბაიკერობაზე, ექიმობაზე და მარტივი გამოსავალი ვიპოვე – ჩავაბარე სამსახიობოზე, დავდექი სცენაზე და ყველაფერი გამოვედი (იცინის). თუმცა, ჩემთვის სცენაზე ყველაზე რთული პოლიტიკოსობა აღმოჩნდა. სულ მეშინია, ფეხი არ გადამიბრუნდეს და პოლიტიკაში არ წავიდე. მართალია, ძალიან ძლიერ პოლიტიკოსს ვთამაშობდი, პიჯაკი და ჰალსტუხიც მიხდება, მაგრამ არ გამჩენია სურვილი,  პარლამენტში წამოვმჯდარიყავი.
скачать dle 11.3