კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ აღარ აქვს გიორგი ნაკაშიძეს გაბუნიასთან და გვარამიასთან ძველებური ურთიერთობა და რის შემდეგ გადაწყვიტა მან გაქრისტიანება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

გიორგი ნაკაშიძე ცოტა ხნის წინ „იმედზე“, პროექტ „X ფაქტორში“ გამოჩნდა მეგობრის, ანრი გუჩმანიძის საგულშემატკივროდ, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა თავად გიორგის მიაჩნია, რომ მისი ადგილი იქაა, სადაც მისი მეგობარი და საქმეა.
გიორგი ნაკაშიძე: შემოქმედებაში არაფერი ხდება. ყურადღებას არავინ გვაქცევს. ბათუმში ვარ, ბენდთან ერთად ვმუშაობ და კონცერტებზე გამოვდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, კონცერტები იშვიათობაა. ვცდილობთ, ისევ ჩვენ გავაკეთოთ რამე დამოუკიდებლად, საქველმოქმედო კონცერტებში ვიღებთ მონაწილეობას. აგვისტოში ქობულეთში მაქვს ჩემს ბენდთან ერთად კონცერტი. მაგრამ ზოგადად, თუ რამე პროექტში ან კონცერტზე შენით არ გაექანე, რასაც არ უნდა მიაღწიო და რაც არ უნდა მაგარი მომღერალი იყო, ყურადღებას არ მოგაქცევენ, დაიკარგები. ზუსტად ასეთ სიტუაციაში ვარ. ხალხს ჰგონია, დავიკარე, რადგან აღარ ვჩანვარ. სინამდვილეში, არ მაჩენენ და რატომ? არ ვიცი. ალბათ, პოლიტიკის გამო, რადგან „რუსთავი 2-ში“ ვიყავი. იქაც არეულობაა და პროექტები აღარ არის, შესაბამისად, აღარც ვჩანვარ. ახლა ანრი გუჩმანიძის გამო გამოვჩნდი „X ფაქტორში“, თორემ ისე არავის არ დაუძახია. ამიტომ გადავწყვიტე სხვა ქვეყანაში წავიდე. ჩემი გამარჯვებიდან სამი წელი ისე გაიქცა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ამ პერიოდის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. გადავწყვიტე, სექტემბრიდან საფრანგეთში ვცადო ბედი. იქ მეგობრები მყავს. მაგრამ უბრალოდ წასვლა არა, მინდა, იქ კარგ პროექტში მივიღო მონაწილეობა.
– „იმედზე“ შენს გამოჩენას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
– პირდაპირ გეტყვით, მე არავის ვუსმენ. სადაც ჩემი ძმაკაცია, მასთან ერთად ვარ ყველგან.
– ამ ნაბიჯით ხომ არ გაანაწყენე გვარამია და გაბუნია, რომლებთანაც მეგობრობდი?
– არა მგონია, რომ სწყენოდათ. უბრალოდ, ძველებურად მეგობრული ურთიერთობა და ყოველდღიური მოკითხვა აღარ გვაქვს. თუმცა, მანამდეც აღარ გვქონდა. ალბათ, მათაც თავის საქმეები აქვთ. მე ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს. არავისთვის მიკითხავს, როცა „იმედზე“ გამოვედი. მე ტელევიზიას არ ვუყურებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სად არის ჩემი ძმაკაცი. საქმე სადაც წამიყვანს, იქ მივდივარ.
– „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქციებიდან ყველას ახსოვს ნიკა გვარამიას ფრაზა: გიორგი გააგონე შენი ხმაო და ამის შემდეგ „იმედზე“ შენს გამოჩენას გარკვეული კითხვები მოჰყვა.
– მგონი გასაგებია, რომ „იმედზე“ ჩემი ძმაკაცის – ანრის გამო გამოვედი და ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაგვემარჯვა ორივეს. ჩემი გამარჯვება ანრის გამარჯვება იყო და ანრისი – ჩემი. ჩვენ ისეთი მეგობრები ვართ, ერთმანეთის წარმატება საკუთარივით გვიხარია. შეიძლება, ჩემი აქ გამოჩენა „რუსთავი 2-ზე“ არ მოეწონოთ, მაგრამ ანრი ბავშვობის ძმაკაცია, ეს მათაც იციან და ამიტომ არა მგონია, სწყენოდათ. დანარჩენი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. გაიმარჯვა ანრიმ, ანუ გავიმარჯვეთ ჩვენ.
– ამ ამბების გარდა, მომიყევი პირად ცხოვრებაში რა ხდება. შეყვარებული არ ხარ?
– ეგ ყველაზე რთული ამბავია. ძალიან რთულია კარგი გოგოს პოვნა და არც ურთიერთობის დაწყება ხდება მარტივად. ალბათ, ხუთი წელია შეყვარებული არ მყოლია. ზედაპირული ურთიერთობები არ მხიბლავს, რაღაც სასწაულს ველოდები (იცინის).
– როგორია შენთვის სასწაული გოგო?
– რომ ვერ წარმოიდგენ, ისეთი უნდა იყოს და ალბათ, ამიტომაც ვერ ვპოულობ. აქამდე არ შევხვედრივარ ისეთ გოგოს, ერთმანეთს რომ ბოლომდე ვიგრძნობდით და სიყვარული გაჩნდებოდა. ძალიან რთულად მიყვარდება და საერთოდ, ამ საკითხში რთული ადამიანი ვარ. პირველ რიგში, ერთმანეთს უნდა ვეწყობოდეთ და უსიტყვოდ ვენდობოდეთ. შეიძლება, ვერ ლაპარაკობდეს, მაგრამ ერთი გამოხედვით მითხრას ყველაფერი, ისევე, როგორც მე. გარეგნულად ერთმანეთს უნდა ვუხდებოდეთ. საყვარელი, ლამაზი და კარგი ადამიანი უნდა იყოს. „მიყვარხარ“ არავისთვის მითქვამს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და რაც ხდება, ალბათ, ასეა საჭირო. ახლა აქ რომ ვზივარ და ვსაუბრობთ, ესე იგი, ასეც უნდა ყოფილიყო.
– ბედისწერის გჯერა?
– კი. უბრალოდ არაფერი არ ხდება. 2014 წელს მე და ანრი ერთად დუეტში გამოვედით „X ფაქტორში“. ისე მოხდა, რომ მე გადამიყვანეს და ანრი – არა. როცა დამირეკეს და ეს მითხრეს, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვერ მივხვდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და მამას ვკითხე აზრი. გადავწყვიტეთ, მამამისს დავლაპარაკებოდით და ერთად მიგვეღო გადაწყვეტილება. ანრის მამამ კი მითხრა: რა თქმა უნდა, უნდა წახვიდე და მონაწილეობა მიიღოო. რომ არა მისი სიტყვები, მე არ ვაპირებდი გამოსვლას. თბილისში ჩამოვედი, პროექტში მოვედი და ოთხი კი მივიღე, მაგრამ მერე საერთოდ გავქრი, პროექტში არ გამომაჩინეს. 17 წლის ვიყავი, იმ სეზონზე უფრო დიდი მონაწილეები ჰყავდათ და ყველა როკმენი იყო. მე ყველაზე  პატარა ვიყავი საბოლოოდ შერჩეულ თერთმეტ კაცში და გაბუნიამ თავის ხელით ამომიღო ამ სიიდან. ძალიან „გამიტყდა“, რომ არ გამომიყვანეს და 18 წლის რომ გავხდი, გაბრაზებული ჯარში წავედი. მომდევნო სეზონის ქასთინგები რომ დაიწყო, არც მიფიქრია კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. მამაჩემი ჩვენს ერთ მეგობარს გაჰყვა საგულშემატკივროდ და იქიდან დამირეკა, გთხოვ, შენც გამოდიო. იმ დროს ჯარში ვიყავი და თან, ისეთი ნაწყენი, უარი ვუთხარი. მაგრამ ათ წუთში ისეთი ადრენალინი მომაწვა, რომ აზრი შევიცვალე. წამოვედი და შემდეგ ტურშიც გადავედი, მაგრამ მერე ჯარიდან არ მიშვებდნენ, არ ვიცით, როგორ იმღერებ და შეიძლება, სახელი გაგვიფუჭოო, მაგრამ ჩემი ნამღერი რომ მოვასმენინე, მოეწონათ და გამომიშვეს (იცინის).
– გამოგიშვეს და გაიმარჯვე კიდეც. წინათგრძნობებს რაც შეეხება, სხვა დროსაც გქონია მსგავსი შეგრძნება?
– კი, მაგალითად, ანრიზე არ მინევიულია, ვგრძნობდი, რომ გაიმარჯვებდა. რამდენიმეჯერ სიზმარიც მინახავს, რომელიც ძალიან ცუდად ამიხდა. ერთხელ, ბაბუა ვნახე სიზმარში, ძალიან ცუდად იყო, დაიღუპა და ვტიროდი, ცოტა ხანში მართლა გარდაიცვალა. ძალიან შემეშინდა ამის გამო. ისე, ძალიან ბევრი დამთხვევა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ამაზე საუბარს ვერიდები და ვცდილობ, მსგავს თემებზე არ ვიფიქრო.
– რელიგიისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– მონათლული არ ვიყავი და 19 იანვარს, ნათლისღებას მოვინათლე. მუსლიმანების ოჯახიდან ვარ და ამ ასაკში გადავწყვიტე გავქრისტიანებულიყავი. ბოლო რამდენიმე წელი ვფიქრობდი, რომ რაღაც მაკლდა. ქრისტიანად მოვინათლე და მას შემდეგ მსგავსი შეგრძნება აღარ მქონია. ეკლესიაში რომ შევდივარ, საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. მოძღვარიც მყავს, აღსარება ჩავაბარე და ორჯერ ვეზიარე. ვცდილობ, კარგი საქმეები გავაკეთო. მამაჩემმა მითხრა, ამდენი ხანია მაგ ნაბიჯის გადადგმაზე ვფიქრობდი და შენ მომასწარი, როგორ გაბედეო.
скачать dle 11.3