კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№30 ეს საინტერესოა

* ნიკიტა ხრუშჩოვმა ამერიკელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მკაცრად გააკრიტიკა ამერიკული კინემატოგრაფია – გადატვირთულია სროლისა და ძალადობის სცენებითო და ხატოვნადაც გამოთქვა: „ორიანი თქვენ შვიდეულისთვისო“. არადა, ფილმი „შესანიშნავი შვიდეული“, რომელსაც ის გულისხმობდა,  შემოსავლების მიხედვით საბჭოთა კავშირში მეორე ადგილზე იყო.
* კლივლენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს პრაქტიკულ მეცადინეობაზე გოგრებს ურიგებენ. მომავალი ნეიროქირურგები გოგრებით თავის ტრეპანაციაზე ვარჯიშობენ.
* სალვადორ დალის მრავალრიცხოვან „ბიზნესთა“ შორის იყო სახატავი ფურცლების გაყიდვა, თუმცა ეს ფურცლები სხვებისგან გამოირჩეოდა – მათზე დალის ხელმოწერა იყო. ამიტომ შეიქმნა 50 ათასამდე „ფსევდო დალის“ ნახატი.скачать dle 11.3