კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ დაიბრუნა აფხაზეთიდან ლტოლვილმა ქალმა სოხუმში წართმეული ქონება თბილისში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ცნობილი ქართველი მსახიობი დიმა ჯაიანი ასეთ ისტორიას იხსენებდა: „ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულია და მართალია, ქვეყანა ნელ-ნელა ლაგდება, მაგრამ აფხაზეთის ტრაგედიით მიყენებულ ჭრილობებს რა მოგვიშუშებს... ჰოდა, ეს „დაჭრილი“ ადამიანები ერთი ცნობილი ადამიანის ოჯახში შევიკრიბეთ, რომლის ვაჟებიც ერთ-ერთი შეიარაღებული ფორმირების შემადგენლობაში, აფხაზეთის ბრძოლებში მონაწილეობდნენ. მე ნაცნობი ცოლ-ქმარი  მახლდა (მათ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ). ისინი სოხუმიდან იყვნენ ლტოლვილები და იქ ყველაფერი დაკარგეს. ჯერ კიდევ სოხუმის დაცემამდე მათ ბინაში გაურკვეველი წარმომავლობის ნიღბიანი ადამიანები შეუცვივდნენ და იარაღის გამოყენებითა და მოკვლის მუქარით აბსოლუტურად ყველაფერი წაართვეს. ავეჯიც კი გაზიდეს და, რომ იტყვიან, ნემსიც კი არ დაუტოვეს...
მასპინძელს უზარმაზარი „ზალა“ ჰქონდა და რომ შევედით, ჩემს თანმხლებ წყვილს მოუსვენრობა დაეტყო, განსაკუთრებით კი ქალს, რომელსაც სახე წამოეჭარხლა და ადგილს ვერ პოულობდა. მე დავიძაბე – გულმა მიგრძნო, რომ რაღაც მოხდებოდა. შუა ქეიფის დროს, ჩემი თანმხლები ქალი მაგიდიდან წამოდგა, ოთახში მდგომ ძვირფას კარადას მიუახლოვდა და მასპინძელს უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს კარადა ჩემი საკუთრებაა, მე ის სოხუმში ყაჩაღებმა წამართვესო.
– რას ბრძანებთ, ქალბატონო. ეს კარადა ბებიაჩემის მზითვია და მემკვიდრეობით მერგოო, – მიუგო დიასახლისმა სტუმარს.
– მაშინ ერთ ფოკუზს გაჩვენებთ, – თქვა სტუმარმა ქალმა და მაგიდიდან ვერცხლის დანები აიღო, შემდეგ კარადას უკნიდან მიადგა და რის ვაი-ვაგლახით მასიური მუხის ფეხი მოაძრო. ბოლოს კი ხელი შეჰყო სიცარიელეში და ბრეზენტის ფუთა გამოიღო. სანამ გახსნიდა, ქალმა დაწვრილებით ჩამოთვალა, რა იყო მასში... სია ზუსტი აღმოჩნდა.
ბრეზენტში ამ ლტოლვილი ოჯახის მთელი ქონება აღმოჩნდა, რომელიც ყაჩაღებმა კარადით წაიღეს“.
скачать dle 11.3