კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№30 ბრძნული აზრები

პოლ ვალერი: ბელადი არის კაცი, რომელსაც სხვები სჭირდება.
მოემი: თუ ვინმე ფეხსაცმელს გილოკავთ, სწრაფად დაადგით თავზე ფეხი, სანამ კბენა დაუწყია.
ჩესტერფილდი: ადამიანი, რომელიც იმაზე მეტად გიყვარს, ვიდრე იმსახურებს, აუცილებლად გატკენს გულს.
მონტენი: ადამიანები, რომლებიც ზურგს უკან ლაპარაკობენ ყოველთვის იქ დარჩებიან.
ფილდინგი: საშინელებაა, როდესაც ადამიანებში ცდები.
კონფუცი: როდესაც მიზანი მიუღწეველია, ნუ შეცვლი, უბრალოდ, შეანელე მისკენ სვლა.
ეპიკურე: ადამიანი მდიდარი რომ გავხადოთ, ფული კი არ უნდა მივცეთ, გამდიდრების სურვილი უნდა დავუკარგოთ.
პიკასო: ყრმობაში ვხატავდი, როგორც მიქელანჯელო. დანარჩენი ცხოვრება მოვანდომე, ისე მეხატა, როგორც ბავშვს. ბავშვივით ხატვა ყველაზე რთულია.
კლიუჩევსკი: რაც უფრო დაბალია განათლება, მით უფრო მაღალია საკუთარ თავზე წარმოდგენა.
რეზო თაბუკაშვილი: პატრიოტიზმი პროფესია კი არ არის, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი.
ოტია იოსელიანი: ადამიანი უბედურია, როცა სხვის დასანახად ბედნიერებას თამაშობს, ხოლო ბედნიერია, როცა სხვის დასანახად უბედურების თამაში არ შეუძლია.
ინიესტა: 13 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა სამი თვის დანაზოგით ფეხსაცმელი მიყიდა. ახლა გავიზარდე ბევრი ფული მაქვს, მაგრამ ამ ფეხსაცმელს ყოველდღე ვუყურებ, რომ არ დამავიწყდეს, საიდან მოვდივარ.
ვოვენარგი: ბედნიერება რომ არ იყოს, უბედურება დაგვეხმარება.
ბუალო: ნიჭიერება და ხელოვნებაა, როდესაც ადამიანის კარგ ხასიათზე მოყვანა შეგიძლია.
ფრანსი: ადამიანების პრობლემა ისაა, რომ მათ არ უნდათ იცხოვრონ კარგად, მათ უნდათ იცხოვრონ სხვაზე უკეთესად.
საადი: ბედნიერი თუ ხარ, უნდა დამალო, სხვა შემთხვევაში ხალხი არ შეგარჩენს.
მოლიერი: დაშორებამ დარდი უნდა გასწავლოს და არა ღალატი.
მოპასანი: ქალისთვის არ არსებობს პრობლემა, რომელსაც არ შექმნის.
ტვენი: რაც უფრო მეტად უჭკუო და უიღბლოა მამაკაცი, მით უფრო მეტი პრეტენზია აქვს ქალთან.скачать dle 11.3